არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯონი დეპმა რუსეთში საიუველირო მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა

კითხვის დრო: 1 minute

კითხვის დრო: 1 minute

ჯონი დეპ
347
VIEWS

15-16 დეკემბერს რუსულმა მედიასაშუალებებმა (Tsargrad, Gazeta.ru, Daily Afisha, Muz TV, Life.ru), Thread-ის ანგარიშებმა, ასევე სომხეთის Radar Armenia-ის და აზერბაიჯანის Oxu.az-ის რუსულენოვანმა განყოფილებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი რუსეთში საიუველირო მაღაზიის გახსნას გეგმავდა:

„მსახიობმა ჯონი დეპმა რუსეთში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. ჰოლივუდის ვარსკვლავი იაკუტური ბრილიანტებით დამზადებული საიუველირო ნაწარმის ელიტურ ბუტიკს გახსნის მოსკოვში. თუმცა ამ ბიზნესს  მისი მეგობარი ქალი, ეკატერინბურგელი 26 წლის მოდელი იულია ვლასოვა, უხელმძღვანელებს“ ნათქვამია განცხადებაში.

Screenshot 2024 12 26 170620 არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯონი დეპმა რუსეთში საიუველირო მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯონი დეპი გეგმავს, საიუველირო მაღაზია გახსნას მოსკოვში, არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ინფორმაცია ამის შესახებ არც ერთ სანდო საერთაშორისო მედიაში არ იძებნება და არც მსახიობის სოციალური მედიის ანგარიშებზეა გამოქვეყნებული.

ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა ორგანიზაციამ StopFake უკვე უარყო ეს ცნობა. ინფორმაცია, რომ ჯონი დეპმა მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა რუსეთში, არ გამოქვეყნებულა არც ჯონი დეპის სოციალური მედიის ოფიციალურ ანგარიშებზე (Facebook, Instagram) და არც რომელიმე სანდო საერთაშორისო მედიაში.

გარდა ამისა, ჯონი დეპის მეგობარმა ქალმა, რუსმა მოდელმა იულია ვლასოვამ, ეს ინფორმაცია რუსულ მედიასთან უარყო. ვებგვერდ super.ru-ს დასმული შეკითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ ის ამ ტიპის პროექტზე მუშაობს, მაგრამ ჯონი დეპი მასში არ მონაწილეობს.

„ჯონი დეპი არ გეგმავს საიუველირო ბრენდის გახსნას. მას არანაირი კავშირი არა აქვს ამასთან,“ განაცხადა ვლასოვამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჯონი დეპი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და ეხმარება ლტოლვილებს. 


მოამზადა ჰარუთიუნ პაპიკიანმა

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist