მტკიცებები, თითქოს კიევში რუსტემ უმეროვი თავდასხმის სამიზნე გახდა, დეზინფორმაციულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რუსტემ უმეროვი
118
VIEWS

8 ივლისს ფეისბუქზე ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე, რუსულენოვანმა ანგარიშებმა და გვერდებმა (1;2;3;4)  გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი კიევში თავდასხმის სამიზნე გახდა. პოსტების მიხედვით, მინისტრი საავადმოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. იდენტური ცნობა ასევე გავრცელდა რუსული მედიის საიტებზე, მათ შორისაა რია ნოვოსტი, ლენტა.რუ  (1;2) და სხვები. ინფორმაციის წყაროდ გამოცემები ასახელებენ რუსეთში სუვერენიტეტის საკითხთა საზოგადოებრივი პალატის კომისიის თავმჯდომარე და ე.წ. ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე ვლადიმირ როგოვს, რომელსაც წარსულში ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა. 

რუსტემ უმეროვი რუსტემ უმეროვი

გავრცელებული მტკიცებები, თითქოს რუსტემ უმეროვი თავდასხმის სამიზნე გახდა, დეზინფორმაციულია. უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ცნობით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსტემ უმეროვზე თავდასხმა განხორციელდა, პირველად ტელეგრამ არხზე ვლადიმერ როგოვმა გაავრცელა.

მის პოსტში ვკითხულობთ, რომ კიევში, თავდაცვის მინისტრის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები აღარ გავრცელებულა. როგოვის მტკიცებით, მან ცნობა მიიღო უკრაინელი ბლოგერისაგან, რომელიც ინფორმაციის დაზუსტებას ელოდებოდა.  

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი სოციალური ქსელების მეშვეობით (1;2) გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და მტკიცებები უარყო. ცენტრმა დეტალები გადაამოწმა თავდაცვის სამინისტროსთან, რომელთაც დაადასტურეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების შესახებ “მითების დეტექტორმა” მრავალი რუსული დეზინფორმაციული და მადისკრედიტებელი ინფორმაცია გადაამოწმა

არქივი (1, 2, 3, 4)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist