მტკიცება, თითქოს თინა ხიდაშელმა ნატოს საწრთვნელი ცენტრის საქართველოში ფუნქციონირებას არალეგალური უწოდა, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33333333
59
VIEWS

29 ივნისს, ინტერნეტპორტალმა “საქინფორმ”-მა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოში ნატო-საქართველოს საწრთვნელი ცენტრის ფუნქციონირებას არალეგალური უწოდა. ინფორმაცია, სათაურით “სკანდალი! თინა ხიდაშელმა აღიარა, რომ ნატოსთან ერთობლივი სასაწავლო ცენტრი საქართველოში არალეგალურად არსებობს”, თავდაცვის მინისტრის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება.

27 ივნისს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართველდა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე ქართული მხარე ნატო-საქათველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ნატოს სტრუქტურაში ოფიციალურ ჩართვას მოელოდა.თავდაცვის მინისტრის ეს ხედვა სამინისტრომ ოფიციალურ Twitter-ზეც განათავსა.

1

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო, ბუნებრივია სასწავლო ცენტრი ალიანსის ოფიციალური სტრუქტურის ნაწილი ვერ იქნება, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირება არალეგიტიმურია.

სასწავლო ცენტრის გახსნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიების პაკეტის (The Substantial NATO-Georgia Package (SNGP)) ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ალიანსმა უელსის სამიტზე მიიღო. ნატო-საქართველოს ერთობლივი წრთვნისა და შეფასების ცენტრი (Joint Training and Evaluation Centre (JTEC)) კრწანისში, 2015 წლის 27 აგვისტოდან სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებს. მის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ესწრებოდნენ. ნატოს წრთვნისა და შეფასების ცენტრი ამჟამად საქართველოს გაერთიანებული შტაბის წრთვნისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება. ცენტრის სამომავლო განვითარება გულისხმობს მის, როგორც ტექნიკურ დახვეწას, ასევე ნატოს საწრთვნელ სისტემაში ჩართვას, რომლის მიღწევას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის ვარშავის სამიტზე იმედოვნებს.

საწრთვნელი ცენტრის პერსონალი საქართველოს 80-მდე მოქალაქედა ოფიცრისგან შედგება. ცენტრში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან დანიელი, ლიტველი, ლატვიელი, ნორვეგიელი და აშშ სამხედრო ოფიცრები არიან წარმოდგენილი.

2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ უელსის სამიტზე მიღებული SNGP-ის ფარგლებში გარდა სასწავლო ცენტრისა, გათვალისწინებულია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School (DIB School) დაარსებაც. ნატოს საწრთვნელი ცენტრი სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. ცენტრის შემდგომი განვითარების ეტაპი მისი ნატოს სწავლების სისტემაში გაწევრიანებაა. ამიტომ განცხადება, თითქოს ნატოს საწრთვნელი ცენტრი საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს, წარმოადგენს დეზინფორმაციას.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist