“მთავარის” ლოგოს გამოყენებით ირაკლი კობახიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მთავარი
210
VIEWS

2025 წლის 3-5 ნოემბერს ფეისბუქზე გავრცელდა (1;2) საინფორმაციო ბარათი, რომელსაც “მთავარის” ლოგო აქვს დართული და მასზე დატანილია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ციტატა: “არაბები ისტორიულად ჩვენი ძმები იყვნენ და მათ შეუძლიათ დასახლდნენ საქართველოში.“ 

მთავარი

სოციალურ ქსელში “მთავარის” ლოგოს გამოყენებით ირაკლი კობახიძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. კობახიძეს მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია, საინფორმაციო ბარათი გაყალბებულია.

განცხადება, რომელშიც კობახიძე ამბობს, რომ “არაბები ისტორიულად ჩვენი ძმები იყვნენ” და მათ საქართველოში დასახლებას სთავაზობს, ღია წყაროებში არ იძებნება. ციტატა არ გაუშუქებია ქართულენოვან ონლაინ მედიასა (1;2) და ტელევიზიებს (1;2). გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის განცხადება არ გამოქვეყნებულა არც ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუქ და X-ის გვერდებზე. 

საინფორმაციო ბარათს “მთავარის” ლოგო აქვს დართული  – რეალურად, გამოყენებულია მედიასაშუალების მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი (1,2), რომელზეც განსხვავებული ციტატაა დატანილი. ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც “მთავარმა” გაავრცელა, ეხებოდა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას. საინფორმაციო ბარათის ორიგინალ ვერსიაზე დატანილი კობახიძის რეალური ციტატა იყო: “მინდა, რომ დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე”. 

მთავარი
“მთავარის” მიერ გამოქვეყნებული ირაკლი კობახიძის ციტატა


მოამზადა ნინო ტაბიძემ 

“მითების დეტექტორის” ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist