მშვიდობაზე გიორგი თავდგირიძის ინტერვიუდან მოჭრილი მონაკვეთი უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გიორგი თავდგირიძის ინტერვიუ
153
VIEWS

20 აგვისტოს რამდენიმე პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტომ (Newshub; Info 9; Digest; Exclusive Media), ფეისბუქ გვერდმა Gogaggg, ასევე  დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა დაათ ცაბაძე გაავრცელეს სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის ინტერვიუს 15-წამიანი ფრაგმენტი და საინფორმაციო ბარათი იგივე ციტატით. პოსტებს დართულ ვიდეოში ექსპერტი გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას ამბობს: 

გიორგი თავდგირიძე: “რაც მთავარია, ჩვენ მეორე ვიზიტის შედეგად დავწყნარდით, რომ მშვიდობა არ იქნება. რამდენად უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობდით იმას, რომ რამენაირად ეს მშვიდობა არ დამყარებულიყო.” 

საინფორმაციო სააგენტოებს თავდგირიძის ციტატიდან გამოაქვთ დასკვნა, რომ “ოპოზიციის მიზანი იყო, ქვეყანაში მშვიდობა არ დამყარებულიყო.” აღსანიშნავია, რომ არც ვიდეოდან და არც მედიის მიერ პოსტების აღწერიდან არ ჩანს, თუ რომელი ქვეყნის შესახებ საუბრობს გიორგი თავდგირიძე.

გიორგი თავდგირიძის ინტერვიუ

მშვიდობის შესახებ სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის ინტერვიუს მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება. ინტერვიუს დასაწყისში ის განმარტავს, რომ ყველას აშინებდა უკრაინაში “მშვიდობის რუსული პირობებით დამყარება”. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაგმენტის დასრულების შემდეგაც რესპონდენტი იმეორებს, რომ მშვიდობის რუსული პირობებით მიღწევას გულისხმობს, რაც “პოტენციური ძალიან სისხლიანი ომის” წინაპირობა შეიძლება გახდეს.

19 აგვისტოს გიორგი თავდგირიძე სტუმრად იმყოფებოდა TV Pirveli-ს გადაცემაში “დღის ამბები”, რომელიც ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მიჰყავდა. ძირითადად, ინტერვიუ შეეხებოდა აშშ-ში ბოლო დღეებში გამართულ შეხვედრებს. სამხედრო ექსპერტი საუბრობდა ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ვაშინგტონში ევროპელი ლიდერების ჩასვლის შესახებ, მან ყურადღება გაამახვილა პოტენციურ შეთანხმებაზე და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პირობებზე. 

ინტერვიუს დასაწყისშივე თავდგირიძემ აღნიშნა, რომ პუტინის ალასკაში ვიზიტისას ყველას ეშინოდა მშვიდობის რუსული პირობებით დამყარების, თუმცა დონალდ ტრამპის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდგომ მოლოდინები შეიცვალა. 

“მთავარი რაც არის, ჩვენ ყველას გვეშინოდა, რომ დამყარდებოდა მშვიდობა რუსულ პირობებში. ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე. და ყოველ შემთხვევაში, თუ ეხლა დარწმუნებული ვიყავით, რომ ზელენსკი არ დათანხმდებოდა, მაინც იქნებოდა გარკვეული პრობლემები ტრამპს… ტრამპი რომ გაჯიუტებულიყო და დაეწყო ზეწოლა ევროპაზე და უკრაინაზე რუსული მშვიდობის მისაღებად…” – თქვა (54:30) რესპონდენტმა უკრაინაზე საუბრისას.  

გიორგი თავდგირიძემ საუბარი განაგრძო ევროპელი ლიდერების აშშ-ში ვიზიტის შესახებ და შეხვედრის შედეგი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტის შემდგომ გაირკვა, რომ ლიდერები “მშვიდობას რუსული პირობებით” არ მიაღწევენ. თავდგირიძემ ისიც განმარტა, რომ ევროპაში რუსული მშვიდობის დამყარების მთავარი საფრთხე “პოტენციური სისხლიანი ომია”. 

გიორგი თავდგირიძე (57:15): – “რაც მთავარია, ჩვენ მეორე ვიზიტის შედეგად დავწყნარდით, რომ მშვიდობა არ იქნება. რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს ეს, ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობდით იმას, რომ რამენაირად ეს მშვიდობა არ დამყარებულიყო. იმიტომ, რომ მშვიდობა, ეს ნიშნავს რუსეთის დომინაციას, ათასობით დახოცილ, ანუ მშვიდობიან პერიოდში დახოცილ უკრაინელებს და შემდეგ პოტენციურ ომს, რომელსაც მსხვერპლი არ ეყოლება მილიონი ჯარისკაცის ფარგლებში…” 

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: – “ალბათ მშვიდობა რაღაცის ხარჯზე…”

გიორგი თავდგირიძე:ხო, რუსულ მშვიდობას ვგულისხმობ. როგორც მიუნხენის სამშვიდობო შეთანხმებას, რომლითაც მცირე ხნით ძალიან აღფრთოვანებული იყო მთელი ევროპული პოლიტიკა, რომელმაც დასაბამი მისცა, პირდაპირ მწვანე აუნთო, ჰიტლერს მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, ხო?! […] ამიტომ, აქედან გამომდინარე, მთავარი საფრთხე აღარ არსებობს, რომ რუსული მშვიდობა ევროპაში არ იქნება, ანუ რუსულ მშვიდობას რომ ვამბობ, ეს არის მომავალი, პოტენციური ძალიან სისხლიანი ომი ყველა მეზობლისთვის.” 

ამდენად,TV Pirveli-ს ეთერში გიორგი თადგირიძეს არ უთქვამს, რომ მისი ან ოპოზიციის მიზანი იყო მშვიდობა არ დამყარებულიყო. ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ევროპის კონტინენტზე მშვიდობა რუსული პირობებით არ დამყარებულიყო, რაც ახალი ომის წინაპირობა გახდებოდა. 

მმართველი პარტიის მომხრეები, მათ შორის, ტელევიზიები და საინფორმაციო სააგენტოები, ომის საკითხს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ხშირად იყენებენ. წარსულში რამდენჯერმე გავრცელდა ვიდაოკოლაჟები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ აქტივისტები ომის შესახებ საუბრობდნენ, ვიდეოების ნაწილი მანიპულაციურად ან კონტექსტის გარეშე ვრცელდებოდა. ამგვარი ვიდეომანიპულაციები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეები ომის მომხრეები არიან. “მითების დეტექტორმა” მსგავსი უკონტექსტო ვიდეოებისა და მანიპულაციების შესახებ რამდენიმე მასალა წარსულშიც გამოაქვეყნა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist