მსახიობ კიანუ რივზის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

784
VIEWS

26 ივნისს ქართულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზე, „რაც გვისწორდება 24/7“  გამოქვეყნდა კანადელი მსახიობის კიანუ რივზის ვრცელი მიმართვა, რომელშიც ის ამბობს: 

“მძულს სამყარო, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას ურცხვად გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ქალებს არ უნდათ ბავშვები, მამაკაცებს კი – ოჯახი. სამყარო, სადაც მამების მანქანებზე მომჯდარ ლაწირაკებს საკუთარი თავი ყველაზე წარმატებული ჰგონიათ, ისინი კი, ვისაც თუნდაც სულ მცირე ძალაუფლება აქვთ, ყველანაირად ცდილობენ, გაგრძნობინონ თავი არარაობად. სამყარო, სადაც ადამიანები ალკოჰოლით სავსე ჭიქით აცხადებენ, რომ ღმერთის სწამთ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ არც რწმენაზე, არც საკუთარ რელიგიაზე. სამყარო, სადაც ზრდილობა სირცხვილად ითვლება, რიდი კი – ნაკლად. სამყარო, სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული და მხოლოდ ქორწინების საუკეთესო ვარიანტს ეძებენ. სამყარო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ღამის კლუბებში უგემოვნო მუსიკის ფონზე იგრიხებიან, ფლანგავენ მშობლების ფულს, ქალებისთვის კი, მხოლოდ საკუთარი ჯიბით ხდებიან საინტერესოები. სამყარო, სადაც შეუძლებელია გაარჩიო ერთმანეთისგან რა არის ქალის, რა მამაკაცის და ამას თავისუფალი არჩევანი ჰქვია. ის კი, ვისაც საკუთარი არჩევანი აქვს, აუცილებლად სხვა დესპოტებისგან იქნება გაკიცხული. მე უბრალოდ არ შემიძლია ამის  მიღება! მე საკუთარი არჩევანი მაქვს!”

იგივე ციტატის შედარებით მოკლე ვერსია Thread-ის რუსულენოვან ანგარიშზეც გამოქვეყნდა. 2023 წელს კი ციტატა რივზის სახელით რუსმა მოდის ბლოგერმაც გაავრცელა.

kianu rivzi1 მსახიობ კიანუ რივზის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კიანუ რივზის სახელით გამოქვეყნებული სიტყვები ყალბია და მსახიობს არ ეკუთვნის. ყალბი ციტატა კიანუ რივზსს უკვე წლებია მიეწერება.

კიანუ რივზის სახელით აღნიშნული მიმართვა ინტერნეტში 2015 წლიდან ვრცელდება. იუთუბ-არხზე stiklosiena 2015 წელს კიანუ რივზის ინტერვიუ რუსულად არის გახმოვანებული და მსახიობი ზემოთ აღნიშნულ სიტყვებს ამბობს. თარგმანი ყალბია და ავთენტიკურ ვერსიაში მსახიობი პოლ გოგენის გამოფენაზე საუბრობს. ის შვეიცარიაში იმყოფება და გამოფენაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს აზიარებს. სავარაუდოდ, ციტატა რივზის სახელით სხვა წყაროებში სწორედ აქედან გავრცელდა. 

კიანუ რივზის სახელით გავრცელებული ციტატა POLITIFACT-მა და Snopes-მა გადაამოწმეს.  POLITIFACT წერს, რომ იგივე ციტატა 2016 წლის 21 თებერვალს კიანუ რივზის ფან-გვერდმა “Keanu Reeves – the actor” გაავრცელა. ამ გვერდის “ჩვენს შესახებ” ველში მითითებული იყო, რომ კიანუ რივზს თავად ჰქონდა გვერდზე წვდომა და ნებისმიერი პოსტის თავისი სურვილისამებრ გამოქვეყნების უფლება. ეს ინფორმაცია მსახიობის  პიარ მენეჯერმა და პუბლიცისტმა, ჩერილ მაისელმა უარყო და აღნიშნა, რომ რივზს სოციალური ქსელები არ აქვს, ეს გვერდი კი ყალბი იყო. მისივე თქმით, მსახიობის ფან-გვერდი ფეისბუკიდან წაშალეს.

Snopes-ის თანახმად, სანამ ციტატა რივზს მიეწერებოდა, ის სხვა წყაროებშიც ვრცელდებოდა, ხოლო შემდეგ დაიწყეს რივზის სახელით გავრცელება. ღია წყაროებში რივზის მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. 


ნანა კაცია

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist