რისკენ მოუწოდებდა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მომიტინგეებს რეალურად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი
138
VIEWS

20 ნოემბერს  “იმედმა”, “რუსთავი 2-მა” და სხვა მედიებმა (1, 2, 3, 4.), ასევე ფეისბუქ გვერდებმა/ანგარიშებმა (1, 2,) გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ციტატა, სადაც იგი ამტკიცებს, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მიტინგზე გამოვიდა და ხალხს მაიდნისკენ მოუწოდა. 

შალვა პაპუაშვილის მტკიცება, თითქოს შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მომიტინგეებს მაიდნისკენ მოუწოდებდა, მანიპულაციურია. რეალურად, სიტყვით გამოსვლისას ევროპელ პოლიტიკოსს რევოლუციისკენ და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლისკენ არ მოუწოდებია. რაც შეეხება მაიდანთან პარალელს, უკრაინაში რევოლუცია შვედმა პარლამენტარმა ინტერვიუში ახსენა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ძალადობას არ უნდა მიმართოს.

11 ნოემბერს საქართველოს ესტუმრა 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წევრი, რომელთაც შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, ოპოზიციის ლიდერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მთავარი სასაუბრო თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი ამ დრომდე ლეგიტიმურად არ აღიარებენ. ჩამოსული პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი იყო შევედეთის პარლამენტის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი, რომელმაც საღამოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე მომიტინგეებსაც მიმართა სიტყვით. აღნიშნულ მოვლენას პირდაპირ ეთერში არაერთი მედია აშუქებდა და შესაბამისად, პარლამენტარის სრული გამოსვლის ნახვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა. 

“მითების დეტექტორმა” შალვა პაპუაშვილის მტკიცების გადასამოწმებლად გააანალიზა ოტოსონის სრული გამოსვლა, საიდანაც მტკიცდება, რომ მას არ მოუწოდებია ხალხისთვის ძალადობისკენ ან რევოლუციის მოწყობისკენ, რასაც საქართველოში ბევრი აქტორი უკრაინის მაიდანთან აიგივებს. თავდაპირველად მან აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებული იყო ქართველი ხალხის სიმამაცით, როდესაც ისინი წინ აღუდგნენ რუსულ აგრესიას (2008 წელს). მისი განცხადებით, ევროპისკენ მიმავალი გზა გადის მხოლოდ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე და ეს ხალხი წარმოადგენს ამ გზას (მიმართავს აქციის მონაწილეებს). მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსულ აგრესიას ბევრი სახე აქვს და ზოგიერთი მათგანის დანახვა ძალიან რთულია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მასთან ბრძოლა ჯერ გვიანი არ არის. ოტოსონმა ასევე დაამატა, რომ სანამ ხალხი იბრძვის დემოკრატიისთვის, ყველაფერი შესაძლებელია, რადგან დემოკრატია არასოდესაა იმაზე ძლიერი ვიდრე ქვეყნის ოპოზიცია, ხალხი, და “კავშირი რომელიც გვაქვს ერთად საზოგადოებაში და ევროპაში”. გამოსვლის ბოლოს მან მოუწოდა მომიტინგეებს, არასოდეს დანებდნენ, მიუხედავად იმისა თუ რა საფრთხეების წინაშე იქნებიან და ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი მიზნების მისაღწევად. 

11 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულამ ინტერვიუც ჩაწერა ერიკ ოტოსანთან, სადაც მან განაცხადა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა არ დასრულებულა და საჭიროა მშვიდობიანი პროტესტების გაფართოება. აქციისგან განსხვავებით, სადაც პარლამენტარს მაიდანი არც უხსენებია, ინტერვიუში მან გაიხსენა უკრაინის 2013-2014 წლების მოვლენები, სადაც ხალხის დიდმა რაოდენობამ და აქტივობამ შედეგად რევოლუცია მოიტანა, თუმცა ხელისუფლების ხელში ჩაგდება ძალადობით მოხდა. ოტოსონმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა არასოდეს არ უნდა მიმართოს ძალადობას, თუ მათ სწამთ ევროპული ღირებულებების და იდეების. 

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელი პარლამენტარების ჩამოსვლას “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან კრიტიკა მოყვა და მათი დისკრედიტაციის მიზნით მრავალი განცხადებაც გააკეთდა. ამასთანავე, თავად შალვა პაპუაშვილმა უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე.

12 ნოემბერს “მითების დეტექტორმა” გამოავლინა ვიდეომანიპულაცია, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ერიკ ოტოსონს საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობისას ყურებზე ხელები ჰქონდა აფარებული. ვრცლად:

არქივი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, შვედეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist