“სოკარში” ინვესტირების შესახებ მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

თაღლითური პოსტი
89
VIEWS

2025 წლის 6 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდმა Sydney Julie Cole გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და კომპანია “სოკარის’’ ლოგო. მასზე ასევე დატანილია რუსული წარწერა: “გილოცავთ! სიხარულით გაცნობებთ, რომ თქვენ შერჩეული ხართ კომპანია “სოკარის” ორგანიზებულ ახალ საშემოსავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პატივისცემით, მამედოვ მაჰირ, ალესკერ ოღლი.” ფოტოზე არსებული, წითელ ჩარჩოში მოთავსებული რუსული წარწერა ფეისბუქ-მომხმარებლებს ბმულზე გადასვლისკენ მოუწოდებს. პოსტს დართული აქვს ბმული, რომელსაც “სოკარის” ლოგოს გამოყენებით შექმნილ ვებ-საიტზე გადავყავართ

თაღლითური პოსტი

“სოკარის” ლოგოთი გავრცელებული პოსტი თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. ვებ-საიტი, რომელზეც პოსტს გადავყავართ, კომპანია “სოკარს” არ ეკუთვნის და ინტერნეტ-მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. კომპანიას მსგავსი სახის საშემოსავლო პროგრამა არ აქვს და ამის შესახებ ინფორმაცია წარსულშიც უარყო. 

  • ვებ-საიტი “სოკარს” არ ეკუთვის

ფეისბუქზე გავრცელებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება გვერდი “სოკარის” ლოგოთი, რომელზეც მოცემულია ინფორმაცია, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გამოიმუშაოს თანხა ქართული და საერთაშორისო კომპანიების აქციებიდან და მიიღოს 2 000 ლარი პირველივე კვირას. ინფორმაციის შემდეგ მოცემულია შეკითხვა: “საქართველოს მოქალაქე ხარ?’’

თაღლითური პოსტი

თუ მომხმარებელი ამ შეკითხვას დადებითად უპასუხებს, სისტემა მას დამატებით შეკითხვებს უსვამს, მათ შორის, აქვს თუ არა ქართული საბანკო ბარათი დივიდენდების მისაღებად. შეკითხვების შემდეგ კი ვხვდებით რეგისტრაციის გრაფას, სადაც მომხმარებელმა საკუთარი სახელი, გვარი და მობილურის ნომერი უნდა შეიყვანოს.

თაღლითური პოსტი

გავრცელებულ ფოტოზე ნახსენები მაჰირ მამედოვი “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორია. თავად ვებ-საიტი კომპანია “სოკარს” არ ეკუთვნის. Whois.DomainTools-ის მიხედვით ვებ-საიტი Wealth-insurance.xyz 2025 წლის 28 ოქტომბერს შეიქმნა და მისი IP მისამართი კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში ფიქსირდება.

თაღლითური პოსტი

შესაბამისად, ვებ-საიტის მიზანი “სოკარისა” ლოგოსა და მისი გენერალური დირექტორის სახელის გამოყენებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა და მათი პირადი ინფორმაციის მოპოვებაა. 

  • Sydney Julie Cole-ის შესახებ

Facebook გვერდი Sydney Julie Cole 2023 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა და მას 11 ნოემბრის მონაცემებით, 10 გამომწერი ჰყავს. გვერდზე პოსტები განთავსებული არაა. პროფილისა და ქავერის ფოტოდ ერთი და იგივე ადამიანის გამოსახულებაა გამოყენებული. ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, რასაც InVid-ის AI-ის ამომცნობი ხელსაწყო და Hive Moderation-იც ადასტურებენ.

თაღლითური პოსტი

Google Lens-ით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ყალბ ფოტოს სხვა ფეისბუქ-გვერდებიც იყენებენ (1; 2). სამივე გვერდს კატეგორიაში მითითებული აქვს, რომ ისინი წარმოადგენენ ფან-გვერდს (Fan Page). ამას გარდა, სამივე მათგანი შექმნილია 2023 წლის ნოემბერში. “სოკარის” შესახებ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი გვერდი ყველაზე ადრე – 3 ნოემბერსაა შექმნილი, ხოლო დანარჩენი ორი – 9 ნოემბერს. ამას გარდა, გვერდის გამჭვირვალობის სექციიდან ჩანს, რომ “სოკარის” შესახებ ინფორმაციის გამავრცელებლის გვერდი ვიეტნამიდან და პაკისტანიდან იმართება, მეორე – აშშ-დან, ხოლო მესამეს ეს ინფორმაცია მითითებული არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტებს ეს ორი საეჭვო ფეისბუქ გვერდი არ აქვეყნებენ და მათაც გამოწერების მცირე რაოდენობა აქვს.

თაღლითური მიწა

საყურადღებოა, “სოკართან” დაკავშირებული თაღლითური პოსტი გვერდზე არ ჩანს და, სავარაუდოდ, მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში იყო ხელმისაწვდომი, სადაც ამ დროისათვის, მსგავსი შინაარსის ან რაიმე სახის პოსტები საერთოდ არ გვხვდება. ამას გარდა, გვერდის ინფორმაციის ველშიც წერია, რომ გვერდი ამ დროისთვის რეკლამებს არ აწარმოებს.

  • “Socar-ის” სახელით გავრცელებული სხვა თაღლითური პოსტები

კომპანია “სოკარის” სახელით თაღლითური პოსტები წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. კომპანიამ ინვესტირებასთან დაკავშირებული მსგავსი პროგრამის არსებობა არაერთხელ, მათ შორის, “მითების დეტექტორთან” კომენტარში უარყო. 6 მაისს “სოკარმა” განცხადებაც გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მოუწოდა, ინვესტიცია არ განახორციელონ თაღლითური სქემის გამოყენებით. ასევე, კომპანიამ აღნიშნა, რომ მომხმარებლებს თავიანთი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან აწვდიან (www.sgp.ge, ფეისბუქის ოფიციალური გვერდი და “სოკარის” აპლიკაციაში – SOCAR Geo). ამას გარდა, მომხმარებლებს შეუძლიათ გადაამოწმონ კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საეჭვო ინფორმაციის სიზუსტე მათ ცხელ ხაზზე – *0001.

თაღლითური პოსტი

ვრცლად წარსულში “სოკარის” სახელით გავრცელებული თაღლითური პოსტების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

არქივის ბმული


მოამზადა ბარბარე ლაგვილავამ

“მითების დეტექტორის” ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist