მორიგი დეზინფორმაცია ჯანმოს “პანდემიის შეთანხმებაზე”

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ჯანმო
94
VIEWS

2024 წლის 12 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა “შორე შანიძემ” გაავრცელა ვიდეო, სადაც ის საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (ჯანმო) და “პანდემიის შეთანხმებაზე”. მისი მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის მთავარი მიზანია ჯანმოს ძალაუფლების გაზრდა, რაც გამოიწვევს სახელმწიფოების სუვერენეტიტეტის დაკარგვას. შანიძის თქმით, პანდემიების დროს ყველა შესაბამის გადაწყვეტილებას ჯანმო მიიღებს და მისი დირექტივები სავალდებულო სახის იქნება. შანიძე ასევე აცხადებს, რომ სინამდვილეში კოვიდ პანდემია არ ყოფილა და ჯანმომ და მსოფლიო მთავრობებმა მოგვატყუეს და ხელოვნურად ამზადებენ ახალ პანდემიას, რომელსაც პანდემია X-ს უწოდებენ. 

Screenshot 2024 05 14 at 2.12.17 PM მორიგი დეზინფორმაცია ჯანმოს “პანდემიის შეთანხმებაზე”

მტკიცება თითქოს “პანდემიის შეთანხმებაზე” ხელის მოწერის შემთხვევაში, პანდემიების დროს ქვეყანა დაკარგავს სუვერენიტეტს და ჯანმო მიიღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჯანმოს წევრ სახელმწიფოებს შორის და დოკუმენტის ტექსტს სწორედ ისინი ადგენენ. ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯანმოს ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის უფლება არ ექნება.

კოვიდ პანდემიის მიერ მიღებული მძიმე დარტყმის შემდეგ, ჯანმოს წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს შეექმნათ დოკუმენტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება პოტენციური პანდემიების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა “პანდემიის შეთანხმება”, რომელზე მსჯელობის ფარგლებშიც უკვე 9 პლენარული სესია გაიმართა და მისი საბოლოოდ მიღება 2024 წლის 27 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე იგეგმება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორგანიზაციის სამთავრობათაშორისო მოლაპარაკების ორგანოს ფარგლებში, თავად სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის. აღსანიშნია, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით დოკუმენტის შესახებ მოლაპარაკებები 10 მაისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტექსტის რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით უთანხმოება შეიქმნა, რის გამოც პროცესი ამჟამადაც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც “პათოგენების ხელმისაწვდომობას და ბენეფიტების გაზიარებას” ეხება. დოკუმენტის ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით, პანდემიების ან კრიტიკული სიტუაციებისას ვაქცინების, თერაპიული საშუალებების და დიაგნოსტიკის 10% უფასოდ , 10% კი თვითღირებულების ფასად უნდა გაიცეს. 

Screenshot 2024 05 14 at 2.12.42 PM მორიგი დეზინფორმაცია ჯანმოს “პანდემიის შეთანხმებაზე”

ზემოაღნიშნული პუნქტის გამო, აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორების ნაწილმა მიმართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რადგან ის დაასუსტებს აშშ-ის სუვერენიტეტს. დოკუმენტის ამ ნაწილს ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთიც, რომელიც აცხადებს, რომ ხელის მოწერის შემთხვევაში, ხელშეკრულება ქვეყანას დაავალდებულებს წარმოებული ვაქცინების 20% სუსტი ეკონომიკის ქვეყნებს მისცეს, ეს კი მათ სუვერენიტეტს დაარღვევს, რადგან სახელმწიფო თავად უნდა წყვეტდეს მისი რესურსების განაწილებას. 

ქვეყნების ნაწილის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, უკმაყოფილების მიუხედავად, ისინი თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების მიღება აუცილებელია სამომავლო პანდემიებთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით და სწორედ ამიტომ გრძელდება მოლაპარაკებები ისეთი ტექსტის შესამუშავებლად, რომელიც სასარგებლო და ყველასთვის მისაღები იქნება. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დოკუმენტის ყველა ვერსიაში ჩაწერილია დებულება, რომელიც ცნობს სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას და შედეგად ჯანმოს ვერ ექნება მისი დარღვევის უფლება/შესაძლებლობა. 

Screenshot 2024 05 14 at 2.14.23 PM მორიგი დეზინფორმაცია ჯანმოს “პანდემიის შეთანხმებაზე”
ამონარიდი ხელშეკრულების პირველადი ვერსიიდან.
Screenshot 2024 05 14 at 2.15.51 PM მორიგი დეზინფორმაცია ჯანმოს “პანდემიის შეთანხმებაზე”
ამონარიდი ხელშეკრულების 2023 30 ოქტომბერს გამოცემული ვერსიიდან.
Screenshot 2024 05 14 at 2.16.02 PM მორიგი დეზინფორმაცია ჯანმოს “პანდემიის შეთანხმებაზე”
ამონარიდი ხელშეკრულების უახლესი ვერსიიდან.

მცდარი ცნობები, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს მთავრობებზე სრული კონტროლის მოხდენას წარსულშიც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

რა არის დაავადება/პანდემია X?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს დაავადებების სია, რომლებიც პოტენციურად დიდ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისათვის. ამ ჩამონათვალში ვხვდებით დაავადება X-საც, რომელიც კონკრეტულ პათოგენს არ წარმოადგენს. მასში იგულისხმება ჯერ კიდევ უცნობი ვირუსი ან ნაცნობი ვირუსის ახალი შტამი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ეპიდემიის/პანდემიის გამოწვევა. ჯანმოს დირექტორის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, შესაძლოა “დაავადება X” კოვიდზე მომაკვდინებელი იყოს. 

Screenshot 2024 05 14 at 2.18.34 PM მორიგი დეზინფორმაცია ჯანმოს “პანდემიის შეთანხმებაზე”

შორე შანიძე ვიდეოში ამტკიცებს, რომ სინამდვილეში პანდემია არ ყოფილა და ის ხალხის ასაცრელად მოიგონეს. მსგავსი მტკიცება უკვე წლებია რაც ვრცელდება და კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ისე თითქმის ყველა სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტრომ მრავალჯერ დაადასტურა კორონავირუსის არსებობა და მილიონობით ადამიანმა თავად გამოსცადა ამ დაავადების შედეგები. ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ 19-ით ინფიცირების 700 მილიონამდე და გარდაცვალების 7 მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდა. 

დეზინფორმაციები, თითქოს პანდემია ოფიციალურმა წყაროებმა უარყვეს ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

წყაროს შესახებ:

Facebook მომხმარებელი შორე შანიძე ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციები დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist