მოხერხდა თუ არა ჰუმანიტარული დერეფნით უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

112
VIEWS

18 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა ლევან ჯოგლიძემ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ სქრინშოტი გამოაქვეყნა. სქრინში მოცემული ინფორმაციის თანახმად, მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორი უკვე სამჯერ გაიხსნა, თუმცა  “უკრაინელი ნაცისტები” მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან და მწვანე დერეფნებში გასვლის საშუალება არ აძლევენ.

Screenshot 8 10 მოხერხდა თუ არა ჰუმანიტარული დერეფნით უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია?
ცნობა იმის შესახებ, რომ, საბერძნეთში ჩასული უკრაინელების თქმით, უკრაინაში მწვანე დერეფნებში ხალხს “ნაციონალისტები” არ ატარებენ და მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან, დეზინფორმაციაა. აღსანიშნავია, რომ მარიუპოლში მწვანე დერეფანი 14 მარტს გაიხსნა და ქალაქიდან ევაკუაცია ოცი ათასამდე მარიუპოლელმა შეძლო.

მარიუპოლიდან, რომელიც თითქმის ორი კვირის განმავლობაში რუსული ჯარების ალყაში იყო და იბომბებოდა, მშვიდობიანი მოქალაქეების ორგანიზებულად გაყვანა ჰუმანიტარული კორიდორების საშუალებით მხოლოდ 2022 წლის 14 მარტს მოხერხდა. მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, ჰუმანიტარული კორიდორით შემდეგი მარშრუტის – პორტოვსკოე-მანგუში-ბერდიანსკი-ტოკმაკი გავლა 160-ზე მეტმა კერძო მანქანამ შეძლო. მწვანე დერეფნის საბოლოო დანიშნულება ზაპოროჟიეს რეგიონალური ცენტრი იყო, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

მეორე დღეს, 2022 წლის 15 მარტს, უკრაინის რეინტეგრაციისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მარიუპოლიდან დაახლოებით 20 ათასი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. 16 მარტის შუადღისას ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქიდან 1 565 მანქანისა და 4 329 ადამიანი გაიყვანეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 16 მარტის საღამოს ევაკუაციის ბოლო პუნქტში 6 426 მარიუპოლის მცხოვრები მივიდა, ავტობუსების კოლონა კი ზაპოროჟიესკენ მიემართებოდა.

16 მარტს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ცენტრში საცხოვრებელი სახლები და შენობებიც დაბომბეს, მათ შორის იყო მარიუპოლის დრამატული თეატრიც. 18 მარტს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და  გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხვა დაგმეს. 

ჰელგა მარია შმიდი: “ეს მიზანმიმართული და არაადამიანური თავდასხმები სამოქალაქო ტერიტორიებზე მარიუპოლში, ირპენში ხარკოვში, მიკოლაევში, სუმში, კიევსა და მის ფარგლებს გარეთ უნდა შეწყდეს. ეს უსინდისო ძალადობა და მძიმე შედეგები, რომელიც ამ მოვლენებს სამოქალაქო ცხოვრებასა და ინფრასტრუქტურაში მოაქვს, კვლავ იზრდება. ეს უნდა შეწყდეს.”

8 მარტს ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ დილის 10 საათზე ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლ-ზაპოროჟიეს მონაკვეთზე ამოქმედდებოდა, ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნებოდა და ქალაქიდან უპირველეს ყოვლისა ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუაცია მოხდებოდა. ამავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან ევაკუაცია ისევ ჩაიშალა, რადგან რუსმა სამხედროებმა მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით სროლა დაიწყეს.

10 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თურქეთში შეხვედრაზე სერგეი ლავროვს მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა და 1 დღით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რასაც რუსული მხარე არ დათანხმდა. კულებას თქმით,  რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში იქნებოდა თანახმა, თუ უკრაინა პუტინის პირობებს შეასრულებდა, რაც უკრაინის დანებებას და მარიუპოლის ჩაბარებას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ მარტის პირველივე დღეებიდან უკრაინამ გაეროსა და  წითელ ჯვარს არაერთხელ მიმართა თხოვნით, რომ  „მწვანე დერეფნები“ ამოქმედებულიყო და ცხელი წერტილებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მომხდარიყო. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმებები ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაარღვის გამო არაერთხელ, მათ შორის, 6 მარტს გადავადდა

ამ პერიოდში, რუსული მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა ხარკოვისა და სუმის მაცხოვრებლებისთვის მწვანე დერეფნებს არ ხსნიდა და ვოლნოვახიდან და მარიუპოლიდან დევნილებს არ უშვებდა. დეზინფორმაციას 6 მარტს ფაქტების გადამოწმების უკრაინული პლატფორმა StopFake გამოეხმაურა. ფაქტების ანალიტიკოსების მიხედვით, უკრაინამ წითელ ჯვარსა და გაეროს სამჯერ მიმართა, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის მწვანე დერეფნები ამოქმედებულიყო, თუმცა ადგილზე რუსი სამხედროები განაგრძობდნენ სროლას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

7 მარტს დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა მოსახლეობას კონფლიქტური ზონიდან არ უშვებს, ჰუმანიტარულ დერეფნებს კი რუსეთი უზრუნველყოფს, ქართულ მედიაშიც გავრცელდა. რეალურად კი, უკრაინამ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა  რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების დარღვევის გამო გადაავადა.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
RT, ალტ-ინფო და პატრიოტთა ალიანსი ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებს უზრუნველყოფს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist