მითი, თითქოს DCFTA-ის საფუძველზე საბაჟო შეღავათები ქართული პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილზე გავრცელდება, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33333333
58
VIEWS

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლისთანავე ქართულიპროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა (99.9%) ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევა. გამონაკლისია ნიორი, რომელზეც რაოდენობრივი ქვოტა იმოქმედებს. წლის განმავლობაში მხოლოდ 220 ტონა ნიორი გათავისუფლდება საბაჟო ტარიფებისგან.

მცირე რაოდენობის პროდუქტებზე, ასევე, გავრცელდება „ევროკავშირში შესვლის ფასი”, ხოლო საქონლის ნაწილზე განხორციელდება სავაჭრო ნაკადის მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მხოლოდ ქართულმა პროდუქციამ ისარგებლოს საბაჟო შეღავათებით.

„ევროკავშირში შესვლის ფასი” – ევროკავშირში ექსპორტისას, ზოგიერთი სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის – 28 სატარიფო ხაზი, რაც სრული სატარიფო ნუსხის მხოლოდ 0.3%-ია – ფასი დაექვემდებარება გადამოწმებას. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტის ფასი ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ საშუალო ფასზე დაბალია, ექსპორტიორმა უნდა გადაიხადოს სხვაობა საინვოისო და ფიქსირებულ ფასებს შორის.

იმავდროულად, ქართულ პროდუქტები გათავისუფლდება ადვალური საბაჟო გადასახადისგან  (გამოითვლება საქონლის ღირებულებიდან), რომელიც ჩვეულებრივი ვაჭრობის რეჟიმში, დაემატებოდა ზემოაღნიშნულ 28 დასახელების პროდუქტს. მთლიანობაში ქართული ბიზნესი, ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისას, ყოველწლიურად დაახლოვებით 5.7 მილიონ ევროს ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუტებზე და 0.5 მილიონ ევროს გადამუშავებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე .

სავაჭრო ნაკადის მონიტორინგი – ევროკავშირში ექსპორტირებულმა პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები. აღნიშნული კრიტერიუმები  საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების ზღვრულ ოდენობას მოიცავს. კერძოდ, საქართველოში დამზადებულად ჩაითვლება საქონელი, თუ DCFTA-ით განსაზღვრული მოცულობით საქართველოში წარმოებული კომპონენტებისგან შედგება.

სოფლის მეურნეობისა და კვების გადამამუშავებელი პროდუქციის  მცირე ნაწილზე (სრული სატარიფო ნუსხის 3%) განხორციელდება სავაჭრო ნაკადის მონიტორინგი იმისათვის, რომ დადგინდეს, რამდენად შეესაბემება ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა ქართული წარმოების შესაძლებლობებს, კერძოდ, საბაჟო გადასახადების ლიბერალიზაციით ხომ არ სარგებლობს არაქართული წარმოშობის პროდუქცია. თუ აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი ფიქსირებული მოცულობის 80%-ს მიაღწევს, საქართველომ უნდა განმარტოს ზღვარის შესაძლო გადაჭარბების მიზეზი (მაგალითად, წარმოების ან მოსავლიანობის ზრდა). დასაბუთებული ახსნა-განმარტების წარმოდგენის შემთხვევაში, საბაჟო გადასახადების გარეშე ფიქსირებულ მოცულობაზე მეტი პროდუქტის ექსპორტი იქნება შესაძლებელი.

DCFTA-ის ამოქმედება „ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე” ადრე, 2014 წლის სექტემბრიდან იგეგმება.

წყარო: ივერიონი
2  ივლის, 2014

ევროკავშირის საბაჟო პოლიტიკა რომ მომავალშიც პროტექციონისტული იქნება, – ამაზე უკვე ეს ხელშეკრულება მეტყველებს. კარგად თუ დავაკვირდებით შეღავათების სიას, რამდენიმე უცნაურ ფაქტს აღმოვაჩენთ.

  1. შეღავათები არ ვრცელდება ვაშლის და მსხალის იმ ჯიშებზე, რომლებიც ვარგისია სიდრის დასამზადებლად.
  2. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ყურძნის ტკბილ დაუდუღებელ წვენზე თან ისეთი ქიმიური შემადგენლობით, რომ მისი დადუღება ხარისხიანად შეუძლებელი იქნება. ე.ი. კიდეც რომ დადუღდეს ტრანსპორტირებისას ან ევროპის ტერიტორიაზე – დასალევად უვარგისი და უგემური გახდება.

http://iverioni.com.ge/5130-hopla-male-evropashi-viqnebith.html

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist