მითი: აშშ ებრძვის კულტურულ თვითმყოფადობას, მოსკოვი მესამე რომია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

193
VIEWS

2017 წლის 3 თებერვალს “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პოლიტოლოგ ირაკლი უბილავას სტატია “უნიპოლარიზმი დასასრულს მიუახლოვდა. რა ელის საქართველოს?”. სტატიაში გამოყენებულია ალექსანდრე ჭაჭიას 2006 წლის ინტერვიუ, რომელშიც ის აშშ-ს მცირე ერების კულტურული და ისტორიული თვითმყოფადობის განადგურებაში სდებს ბრალს.

ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: “შეერთებული შტატები არის ლიდერი გლობალიზაციის პროცესისა, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ნაციების უნიფიცირებას, მათ მიერ კულტურულ-ისტორიული ფენომენის, უნიკალური თვითმყოფადობის დაკარგვას, რომელიც ართმევს ნაციებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების უფლებას. რუსეთი უნდა გამოვიდეს, როგორც დამცველი ერების იმ ბუნებრივი უფლების,რომელიც გულისხმობს ნაციონალურ სახელმწიფოში ცხოვრებას”. (“პოლიტიკური კლასი”, გვ. 20, 01. 02. 2006 წ).

ამავე დროს ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც ქართულ ანტიდასავლურ პლატფორმების (გაზეთი “ასავალ-დასავალი”, ინტერნეტპორტალები “საქინფორმი”, “საქართველო და მსოფლიო”) ხშირი რესპონდენტია, საქართველოს და მცირე ერების შენარჩუნების გარანტად რუსეთის წარმოჩენას ცდილობს.

ქვემოთ მოყვანილი ფაქტობრივი მასალა ერთი მხრივ, ქართული კულტურის წინააღმდეგ რუსულ პოლიტიკას, ხოლო მეორე მხრივ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერილ იმ პროექტებს ასახავს, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

იხ. ინფოგრაფიკა

რუსეთის პოლიტიკა ქართული კულტურის წინააღმდეგ

  • 1890-1881 წლებში – გაძლიერდა ქართული ენის დევნა-შევიწროება. კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსის კირილე იანოვსკის განკარგულებით 1881 წელს ყველა ტიპის სკოლაში რუსული ენის სწავლება დაწყებითი კლასებიდანვე იწყება, ქართული ენის სწავლება ქართულ სკოლებში არასავალდებულო გახდა.
  • 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა.
  • რუსული საეკლესიო მმართველობის მითითებით შეილესა და კირით შეთეთრდა ალავერდის, სვეტიცხოვლის, მანგლისის, ბიჭვინთის, კაცხის, ლურჯი მონასტრის და სხვათა ფასადები და ფრესკები. მეფის რუსეთის პერიოდში განადგურდა სვეტიცხოვლის, ალავერდის და იკორთის კარიბჭეები.
  • XX საუკუნის 20 იან წლებში ბოლშევიკებმა დახურეს ათასზე მეტი ეკლესია და გააუქმეს ღვთისმსახურება. 1921-1953 წლებში დაიხურა 1 305 ეკლესია, რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. ეკლესიები მასობრივად გადააკეთეს საცხოვრებელ სახლებად, საწყობებად და სოფლის კლუბებად.
  • 1922 წლიდან შეიქმნა კომპლექსური ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებდა ლიტერატურულ გამოცემებს, სპექტაკლების სცენარებსა და კლუბების სასიმღერო რეპერტუარს.
  • 1922 წელს გამოიცა დეკრეტი ეკლესიებიდან საეკლესიო საგანძურის ამოღების შესახებ. იმავე წელს საეკლესიო ნივთები და ქონება გაიტანეს საქართველოს 600-მე ეკლესიიდან.
  • 1930-იანი წლების პოლიტიკურ რეპრესიებს ქართველი კულტურის მოღვაწეები ემსხვერპლნენ. მათ შორის იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე. ზეწოლის გამო თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა.
  • 1940-იანი წლებიდან გამკაცრდა ცენზურა ყველა სფეროში. საბჭოთა ცენზურა აკონტროლებდა ხელოვნების ყველა დარგს.
  • 1978 წელს საფრთხე შეექმნა ქართულ ენას, როდესაც საბჭოთა ხელმძღვანელობას სურდა კონსტიტუციიდან ამოეღო სახელმწიფო ენის ცნება.
  • რუსეთის ხელისუფლება დღემდე აგრძელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებურ ჩარევას და ისტორიული ძეგლების დაზიანებას.
  • 2010 – ქართლი კვალის წაშლის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ქართულ, მე-11 საუკუნის ილორის ტაძარს რუსული გუმბათი დაადგეს, ფასადები თეთრად გადაღებეს, ხოლო ქართული წარწერები შელესეს.
  • 2012 – აფხაზეთში, ბედიის ტაძარში არსებული ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურდა.
  • 2013 – აფხაზეთში, დრანდის ტაძარში განადგურდა ძველი ემბაზი და ჩაიდგა მინი აუზი
  • 2017 – პოლიგონის გაკეთების მიზნით სოფელ წებელდაში განადგურდა VIII საუკუნის ეკლესია და ნამოსახლარი.

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი

მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი მხარს უჭერს კულტურის ძეგლების, ობიექტების და ტრადიციული კულტურის გამოხატვის სხვადასხვა ფორმების დაცვასა და შენარჩუნებას.

ფონდის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტები:

  • 2001 – 1928-1939 წლებში შექმნილი ქართული ფოლკლორული სიმღერების შეგროვება და შენარჩუნება. დაფინანსდა $15 000-ით.
  • 2003-2008 – გელათის სამონსტრო კომპლექსის რესტავრაცია. პროგრამა 2003 წლიდან დაიწყო და მოიცავდა კომპლექსში შემავალი სხვადასხვა ნაწილების კონსერვაცია/რესტავრაციას, მათ შორის შუა საუკუნეების ფრესკების კონსერვაციას. აშშ-ის ელჩის ფონდმა მონასტრის რესტავრაციისთვის $600 000 გამოყო.
  • 2004 – ატენის სიონის მე-7 საუკუნის კედლის მხატვრობის შენარჩუნება. აშშ-ის საელჩომ პროექტი $29 929-ით დააფინანსა
  • 2005 – XI – XVI საუკუნებიის 300-მდე ხელნაწერი ისტორიული წყაროების გაციფრულება. პროექტი დაფინანსდა $20 491-ით.
  • 2006 – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ნაქარგი კოლექციების შენარჩუნება.
  • 2008 – თეთრი უდაბნოს მონასტრის ადრეული ქრისტიანული ეპოქის ფრესკების შენარჩუნება. დაფინანსდა $13 665 – ით.
  • 2008 – $18 887 გამოიყო სოფელ ხოვლეში კლასიკური და შუა საუკუნოვანი სამარხებისა და ნამოსახლარების კონსერვაციისთვის.
  • 2009 – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ეთნოგრაფიული ნივთების, შუა საუკუნოვანი ხელნაწერებისა და ხატების დაცვა და შენარჩუნება. პროექტი დაფინანსდა $29 100- ით.
  • 2010 – მცხეთის მახლობლად ძვ.წ-ით მე-4 საუკუნის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაცია. პროექტი გულისხმობდა არმაზის ძეგლის და უძველესი სამაროვნების შესწავლას, კონსერვაციას და ტურისტული ბილიკების მოწყობას და დაფინანსდა $42 846-ით.
  • 2011 – ხახულის ხატის პრევენციული კონსერვაცია. დაფინანსდა $18 000-ით. ხახულის ტრიპტიქონი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. 1860 წელს რუს არქიეპისკოპოს ევსევის (ილინსკი) დახმარებითა და მფარველობით ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა.
  • 2014 – XI-XIII საუკუნეების უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა და კონსერვაცია – დაფინანსდა $25000-ით და ითვალისწინებდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერების ბეჭდური ყდების შესწავლას.
  • 2014-2015 – ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის შემუშავება.

 

1

 

მოსკოვის, როგორც მესამე რომის იდეა

რუსეთის, როგორც მცირე ერების დამცველის იდეა ახალი არ არის. რუსეთის ექსკლუზიურობისა და მესიანიზმის შეგრძნება სათავეს კონსტანტინოპოლის, ანუ მეორე რომის დაცემის შემდეგ იღებს. რუსულ ელიტაში გაჩნდა შეგრძნება, რომ მოსკოვს, როგორც მესამე რომს, მართლმადიდებლობა “ურწმუნოებისა” და “ველურებისგან” უნდა დაეცვა. ეს იდეა რუსმა მოაზროვნემ, კონსტანტინ ლეონტიევმა ახალ ანტიდასავლურ იდეოლოგიად განავითარა – ბიზანტინიზმი, რომელიც მონარქიზმის რეალიზაციის ფორმას წარმოადგენგა, დასავლეთიდან მომდინარე გარყვნილების ანტიდოტად მიიჩნეოდა. ლეონტიევის იდეები 1920-იან წლებში რუს ინტელექტუალთა წრეებში ევრაზიელობის სახით განვითარდა, ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ ევრაზიელობა კვლავ აღმოცენდა და ალექსანდრ დუგინის მხარდაჭერით, თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ აზროვნებაში პოპულარული იდეოლოგია გახდა. ევრაზიელობა წარმოდგენილია, როგორც დასავლეთის მულტიკულტურალიზმის, სეკურალიზმისა და ლიბერალიზმის იდეების საპირწონე.

ალქესანდრე ჭაჭიას შესახებ:

ალექსანდრე ჭაჭია 2008 წლის ივლისში ვლადიმირ პუტინმა “რუსეთთან თანამშრომლობისა და მეგობრობის სფეროში შეტანილი წვლილის გამო” ორდენით დააჯილდოვა. Damoukidebloba.com-ის კვლევის მიხედვით, ჭაჭია “საქართველო და მსოფლიო”-ს დამფუძნებელი ორგანიზაციის, “ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრია. აგრეთვე არის “მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციის” ხელმძღვანელი და “გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის” საბჭოს წევრი. 2015 წელს ჭაჭია მონაწილეობდა რუსეთში “სამამულო ომში” გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება.” ალექსანდრე ჭაჭია, აგრეთვე ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” ხშრად ფიგურირებენ მედიის განვთარების ფონდის კვლევებში, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის წყარო.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist