მითების დეტექტორის შესახებ

“მითების დეტექტორი” (www.mythdetector.com)  მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას და ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით სანდო ინფორმაციის მიწოდებას.

მედიის განვითარების ფონდი მანიპულაციურ მედია შინაარსს რამდენიმე მიმართულებით სწავლობს:

  1. უცხო ქვეყნის საინფორმაციო გავლენები (რუსეთის სამთავრობო მედიის პირდაპირი პროპაგანდა და ირიბი ანტიდასავლური პროპაგანდა);
  2. შიდა პოლიტიკური პროპაგანდა (სოციალურ მედიაში პოლიტიკური მიზნებით ტროლების და ყალბი გვერდების გამოყენება);
  3. ეკონომიკური მიზნით ყალბი ინფორმაციის გავრცელება (click bite საიტები).

უცხო ქვეყნების საინფორმაციო გავლენის და ცალკეული ადგილობრივი აქტორების დეზინფორმაციული აქტივობების გამოვლენისას მედიის განვითარების ფონდი 4 საფეხურიან მიდგომას იყენებს, რომელიც შემდგომ კომპონენტებს მოიცავს:

  1. იდენტიფიცირება. მედია მონიტორინგი ანტიდასავლური გზავნილების და მათი წყაროების, ნარატივების ფორმირების შესწავლის მიზნით ხორციელდება და ფართო კონტექსტის აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე მონიტორინგის შედეგად ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის გამოვლენა ხდება.
  2. დეკონსტრუირება. ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის გადამოწმება და რეალური ფაქტების დადგენა ღია წყაროების და გამჭვირვალე მეთოდოლოგიის მეშვეობით ხორციელდება.
  3. წყაროების გამჭვირვალობის შესწვლა. წყაროების გამჭვირვალობა როგორც მედიის ფორმალური თუ ფარული მფლობელის დადგენას, დაფინანსების გამჭვირვალობის შესწავლას, ასევე ინფორმაციის წყაროების სანდოობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას გულისხმობს.
  4. განმარტება. აუდიტორიის ინფორმირება, თუ პროპაგანდის რა მეთოდებს და ტექნიკებს იყენებს დაინტერესებული მხარე ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრეცელებისას, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებაა. მედიაწიგნიერების გზით საზოგადოების მედეგობის გაზრდა, ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების და გაფილტვრის შესაძლებლობას ზრდის და საბოლოოდ მოქალაქეებს ნაკლებად მოწყვლადს ხდის.

გვერდი ოთხენოვანია და საზოგადოებას რეგულარდ აწვდის ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო პერიოდულად სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რათა საქართველოში მცხოვრები უმცირესობების სათანადოდ ინფორმირება მოხდეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტი (EWMI), ღია საზოგადოების ფონდი, დოიჩე ველე აკადემია.

2016 წლიდან მედიის განვითარების ფონდი ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურთან თანამშრომლობს. ფაქტების გადამოწმების ვებ-გვერდი “მითების დეტექტორი” კი ატლანტიკური საბჭოს ონლაინ პლატფორმის DisinfoPortal-ის პარტნიორია.

მთავარი რედაქტორი
თამარ კინწურაშვილი

რედაქტორი
სოფო გელავა

მკვლევარები
მაიკო რატიანი

რეგიონული კონტრიბუტორები
რეგიონული ქსელი

კომუნიკაციის კოორდინატორი
მარიამ ცუცქირიძე

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist