
თამარი ლომიძე
თამარი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულია. ის დაინტერესებულია აკადემიური კვლევებით და უცხო ენების შესწავლით. თამარი ამჟამად ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ და რუსულ ენებზე საუბრობს. მითლაბისადმი მისი ინტერესი დეზინფორმაციული ნარატივების კვლევის სურვილმა განაპირობა. თამარი გეგმავს, რომ აკადემიური გამოცდილება დეზინფორმაციასთან საბრძოლველად უფრო აქტიურად გამოიყენოს.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ქეთევან კუპრეიშვილი
21 წლის ანა ეგიკიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკის შესწავლითა და კულტურათაშორისი ურთიერთობებით. ანა ახალციხიდანაა და სწავლის პარალელურად, ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუტორიუმის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში, როგორც მოხალისე, ანა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებაში ეხმარება. ასევე აქტიურად მონაწილეობს ილიაუნის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობაში.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები

ანნა ჩიტაია
ანნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრია. მისი ძირითადი საქმიანობაა სოციალური კვლევა. ანნა განსაკუთრებით დაინტერესებულია პოსტ-საბჭოთა პოლიტიკით და პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლით. ანნას კვლევის გამოცდილება მიღებული აქვს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ინსტიტუტის არქივისთვის მან შექმნა ინტერვიუების სერია, რომლის მიზანიც საქართველოში ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ისტორიული მემკვიდრეობის დოკუმენტირება იყო.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

სანდრო კაპანაძე
სანდრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, სადაც ასევე მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. სანდრო იტალიაში, ტრიესტეს უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლით მობილობის პროგრამითაც სწავლობდა. მას სტაჟირება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში აქვს გავლილი. სანდრო ახალგაზრდა ევროპელი ელჩია (YEA). იქამდე ის მოხალისეობრივ საქმიანობას AIESEC-ის გაცვლითი პროგრამების დეპარტამენტში ეწეოდა.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ირაკლი ჯოლოხავა
ირაკლი ჯოლოხავა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ირაკლი დაინტერესებულია თანამედროვე ისტორიით. მისი კვლევითი ინტერესი საბჭოთა კავშირში გავრცელებულ დეზინფორმაციას და თანამედროვე დეზინფორმაციას შორის მსგავსების ანალიზსაც მოიცავს. ირაკლის სურს, რომ მითლაბის მეშვეობით, შეიძინოს უნარები, რითაც პროპაგანდისტულ- დეზინფორმაციულ მანქანას დაუპირისპირდება.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ელენე ხოჭოლავა
ელენე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. ელენე დაინტერესებულია ფილოსოფიითა და მითოლოგიით. მას მნიშვნელოვნად მიაჩნია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცოდნიერების ამაღლება. ელენე გატაცებულია ფოტოგრაფიით, გარდა ამისა სწავლობს ესპანურს. განსაკუთრებით ინტერესდება რუსეთსა და ჩინეთში არსებული შიდა პროპაგანდის მექანიზმებითა და მათი ანალიზით.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ლიკა კოკაია
ლიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულია. მან სტაჟირება ამერიკის საელჩოში სახალხო დიპლომატიის სექციაში გაიარა და აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროექტებში. ასევე არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და მენტორი. ამჟამად მუშაობს საქართველოს თანასწორობის ასოციაციაში (GAFE) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. ლიკა დაინტერესებულია არაბული ენის შესწავლით. მისთვის მითლაბი წარმოადგენს შესაძლებლობას განავითაროს ანალიტიკური უნარები, შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება და ეს ცოდნა საზოგადოებისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

დემურ ლეკვეიშვილი
23 წლის დემურ ლეკვეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. დემური ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. 2023-2024 წლებში, ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა მოხალისეობრივი პროექტით საფრანგეთში. მისი აკადემიური ინტერესის სფეროს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონი და ჰიბრიდული ომის საკითხები.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ნინო (ნუცა) სანიკიძე
ნინო (ნუცა) სანიკიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გერმანული ფილოლოგიის, ხოლო მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაასრულა. სამაგისტრო საფეხურზე ნინო (ნუცა) ერზმუსის გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში ევროპული პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე იმყოფებოდა. ამჯერად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟიორი ლექტორია.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ნიკა კორძაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესის სფეროებია პოლიტიკა, კულტურა, ხელოვნება, ისტორია, არქეოლოგია და არქიტექტურა. ნიკა დეზინფორმაციის გავრცელებას თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს და სურს, რომ მითლაბის ფარგლებში მიღებული ცოდნით დეზინფორმაციასთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

მაშიკო გიორგობიანი
მაშიკო კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ბაკალავრის ხარისხს ფლობს. მას სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის (Chai Khana, Amarta, ფორმულა, Queer.ge) არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მაშიკო დაინტერესებულია სამოქალაქო აქტივიზმით, სოციალური საკითხებით, კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების გაშუქებით, სტრატეგიული და პოლიტიკური კომუნიკაციით.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ლიდა სარკსიანი
ლიდა სარკსიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. როგორც მოხალისე, ლიდა მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში, რომელიც მიზნად ქვემო ქართლის განვითარებას და ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს. ლიდა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, ასევე ჩართულია სტუდენტურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო ინიციატივებში.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ბარბარე ხურციძე
ბარბარე ხურციძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის სტუდენტია. მას გავლილი აქვს სტაჟირების პროგრამა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში: AIESEC in Georgia, Europe-Georgia Institute და Erasmus Student Network. ბარბარე მონაწილეობდა ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტში “Hand in Hand For Better Europe”, რომლის ფარგლებშიც აქტივობებს რუმინელ ახალგაზრდებთან ატარებდა. ის დაინტერესებულია დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიღებით.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

გიორგი კოჭლაშვილი
21 წლის გიორგი კოჭლაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. გიორგი მუშაობს უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების დეპარტამენტში, სადაც ჩართულია სხვადასხვა აქტივობისა და პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში. გიორგის ინტერესის სფეროებია საერთაშორისო პოლიტიკა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. გიორგის სურს, რომ მითლაბის მეშვეობით, ანალიტიკური უნარები განივითაროს და საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანოს.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

სესილი ადამია
სესილი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტია. ის დაინტერესებულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საკითხების კვლევით და სურს, რომ პროფესიონალ მკვლევრად ჩამოყალიბდეს. თავისუფალ დროს სესილი უცხო ენების შესწავლას და ანალიტიკური მასალების კითხვას უთმობს. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია ქართული საბჭოთა ხელოვნების ისტორიით.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

საბა მანჯგალაძე
18 წლის საბა მანჯგალაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერების პირველი კურსის სტუდენტია. 2024-2025 აკადემიური წელი მან, FLEX პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, გაატარა. ამჟამად საბა საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში ქალაქ სამტრედიის წარმომადგენელი და ინგლისური ენის რეპეტიტორია. საბა დაინტერესებულია დიპლომატიით, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შესწავლით, ფოტოგრაფიით და აკადემიურ კვლევებში მონაწილეობით.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

რუსუდან ჯანჯალაშვილი
რუსუდანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ციფრული მმართველობის კურსდამთავრებულია. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრსა და „სამართლიან არჩევნებში“ (ISFED) სტაჟირების შემდეგ, რუსუდანი 2024-2025 წლებში, მენეჯერისა და ბლოგერის პოზიციებზე, „ევროპის სოლიდარული კორპუსის“ მოხალისეობრივი პროგრამით ესტონურ არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციას „Let’s Do It World” შეუერთდა. 2020-2024 წლებში რუსუდანი ასევე იყო გერმანული ახალგაზრდული პლატფორმა “EUSTORY History Campus”-ის რედაქტორთა საერთაშორისო გუნდის წევრი, 2025 წლიდან კი ბლოგერობას მოხალისეობრივად აგრძელებს. რუსუდანი დაინტერესებულია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევით.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ლიზი ჭკადუა
ლიზი ჭკადუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტია. ის დაინტერესებულია საქართველოს პოლიტიკური კულტურით, ევროინტეგრაციის საკითხებით და ჰიბრიდული ომებით. ლიზი ფლობს ინგლისურს და დამატებით ორ ენას – ჩინურსა და ფრანგულს სწავლობს. მითლაბის მიმართ მისი ინტერესი დეზინფორმაციასთან ბრძოლის სურვილმა განაპირობა.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ბარბარე ლაგვილავა
20 წლის ბარბარე ლაგვილავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრში მუშაობდა და Erasmus+ პროგრამით ერთი სემესტრი ესპანეთში, Universidad de Valladolid-ში იმყოფებოდა. მისი ინტერესები მოიცავს ხელოვნებას, ლიტერატურას, რელიგიას, ფილოსოფიას, კულტურათაშორის ურთიერთობებსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ბარბარე თავისუფალ დროს შემოქმედებით საქმიანობებს უთმობს. ის ილიაუნის თეატრალური და სხვა სტუდენტური კლუბების აქტიური მონაწილეა.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

სალომე ჯგერენაია
სალომე ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელია და ხუთი წელია სკოლაში მუშაობს. სალომესთვის გაკვეთილი არის ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ ინგლისურ ენას, არამედ კრიტიკულ აზროვნებას, ტოლერანტობასა და ერთმანეთის პატივისცემას. სალომე აქტიურადაა ჩართული Erasmus+ ახალგაზრდულ პროექტებში, სადაც კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების საშუალება აქვს.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ნინო ტაბიძე
ნინო ტაბიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტია. ამჟამად ნინო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) მუშაობს. ის Robert Schuman Institute-ის (RSI) კურსდამთავრებულია. დეზინფორმაციის კვლევის მიმართ ინტერესი მას სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაუჩნდა და ცოდის გასაღმავებლად მითლაბში მონაწილეობა გადაწყვიტა.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ელისო წიკლაური
ელისო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მესამე კურსის სტუდენტია. ის სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. ორი წლის განმავლობაში ელისო “ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის – ახალი თაობის” წევრი იყო, შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა, ახლა კი გამგეობის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. ელისო დიდ დროს უთმობს მოხალისეობას და სხვადასხვა დროს იყო საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის პირველი დახმარების, MAC Georgia-ს პროექტ “მესტუმრე”-სა და European Solidarity Corps-ის მოხალისე.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ნიკოლოზ შონია
20 წლის ნიკოლოზ შონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს და განსაკუთრებით დაინტერესებულია დიპლომატიითა და საერთაშორისო პოლიტიკური საკითხებით. ნიკოლოზი აქტიური ახალგაზრდაა: ის გაწევრიანებულია ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და ერასმუსის მოკლევადიან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. აკადემიური ინტერესების გარდა, ნიკოლოზს იტაცებს ხელოვნება. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მუსიკას, ასევე დაინტერესებულია სკულპტურებითა და მათი ისტორიის შესწავლით.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:

ნინო ვანიშვილი
ნინო კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მას აინტერესებს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სოციალური საკითხები. ნინომ ჟურნალისტური გამოცდილება მიიღო, როგორც ონლაინ მედიაში, ასევე ტელევიზიაში მუშაობისას. მას სურს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებასა და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ნინოს სჯერა, რომ პატარა ნაბიჯებსაც შეუძლია დიდი ცვლილებების მოტანა, ამიტომ ცდილობს ყოველთვის იყოს აქტიური და მზად ახალი გამოწვევებისთვის.
საკონკურსო მასალა:
მომზადებული მასალები:



















