მითების დეტექტორის ლაბორატორია – XVI ჯგუფი

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

მითების დეტექტორის ლაბორატორია
382
VIEWS
მითების დეტექტორის ლაბორატორია

ცისია მოისწრაფეშვილი


ცისია დაინტერესებულია ამბის თხრობით და მარკეტინგით. ის “საქართველოს ბანკის” მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობს და ბლოგებს სხვადასხვა სოციალური კამპანიისა და ციფრული სერვისების შესახებ წერს. როგორც ფრილანსერი, ცისია, ასევე თანამშრომლობს ონლაინმედია “ინდიგოსთან”. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. იქამდე ცისიამ ბაკალავრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის სპეციალობით, მოიპოვა. ცისია დიდ ყურადღებას უთმობს ტექსტებზე მუშაობას, თუმცა ასევე დაინტერესებულია ამბის ვიზუალური თხრობის ხერხებით, მულტიმედია პროექტებით და მომავალშიც მუშაობა ამ სფეროში სურს.

საკონკურსო მასალა:

სასამართლო კამერებს მიღმა

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ანა ეგიკიანი


21 წლის ანა ეგიკიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკის შესწავლითა და კულტურათაშორისი ურთიერთობებით. ანა ახალციხიდანაა და სწავლის პარალელურად, ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუტორიუმის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში, როგორც მოხალისე, ანა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებაში ეხმარება. ასევე აქტიურად მონაწილეობს ილიაუნის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობაში.

საკონკურსო მასალა:

გენდერული სტერეოტიპები რეკლამებში

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ალექსი ქურასბედიანი


ალექსი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ბაკალავრია. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ალექსის ინტერესის სფეროა საქართველოს უახლესი ისტორია, ქართული იდენტობა, სოციალური ტრანსფორმაციები და დემოკრატიზაციის პროცესი.

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

მარიამ ჭრიკიშვილი


21 წლის მარიამ ჭრიკიშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი მან, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაატარა. მარიამს უყვარს  წიგნების კითხვა, მოგზაურობა და განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. მარიამს აქვს YouTube არხიც, სადაც მაყურებელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

საკონკურსო მასალა:

გენდერული ბრძოლის არენა – ქალები თანამედროვე ფეხბურთში

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

შორენა გობაძე


შორენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. მისი ძირითადი მიმართულება თავისუფალი მეცნიერებებია. გარდა ამისა, სწავლობს ფრანგულ ენას და ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის გაეროს მოდელირებასა და ტუტორიუმის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში მოხალისეობრივად ეხმარება. შორენა დაინტერესებულია მშობლიური რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის, ეთნიკური და რელიგიური იდენტობების საკითხებით. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის, თუ როგორ თანაარსებობენ და ურთიერთობენ რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები.

საკონკურსო მასალა:

საპროტესტო აქციებზე მიზანში ამოღებული მედი

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დავით თაბუაშვილი


დავითი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ის დაინტერესებულია ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხებით, განსაკუთრებით კი საქართველოში ევროსკეპტიკური განწყობების მიზეზებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების კვლევით. დავითი ასევე დაინტერესებულია მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით. მიმდინარე წელს დავითი, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, თურქეთში იმყოფებოდა. მსგავს პროგრამებში მონაწილეობას ის მომავალშიც გეგმავს.

საკონკურსო მასალა:

შეზღუდული სიტყვა და გამოხატვა: პროტესტი, ხელოვნება და სცენა

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ირმა ბრეგაძე 


ირმა თავისუფალ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ევრო-ატლანტიკური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. ის აქტიურადაა ჩართული მედიაწიგნიერებისა და დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართულ ახალგაზრდულ პროექტებში. მისი ინტერესის სფეროებია: საერთაშორისო სამართალი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და კონფლიქტების მოგვარება.

საკონკურსო მასალა:

მარეგულირებლის გაზრდილი უფლებები: თვითრეგულირების გადაფარვა

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

მარიამ მაისურაძე


მარიამ მაისურაძე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მისი ინტერესის სფეროებია ადამიანის უფლებები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით ცოდნის დასაგროვებლად მან მარგარეტ ტეტჩერის სახელობის ცენტრის დეზინფორმაციის პროგრამა გაიარა და მეტი გამოცდილებისთვის მითლაბში მონაწილეობა გადაწყვიტა. მარიამს სურს, რომ საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით ხელი შეუწყოს სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ლევან დათიაშვილი


ლევან დათიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის სტუდენტია. ის დაინტერესებულია აკადემიური კვლევებით. ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრში სტაჟირებისას ლევანის კვლევის საკითხს საპროტესტო მოძრაობები წარმოადგენდა. ამჟამად ის დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში პოლარიზაციის როლის შესწავლითაა დაინტერესებული. ლევანი საქართველოდან JACAFA Foundation-ის პირველი თაობის სტიპენდიატია. 

საკონკურსო მასალა:

მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა: მითები და რეალობა

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

მარიამ კანკაძე


მარიამ კანკაძე პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მას მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მარიამი სწავლობდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტში. მარიამმა სტაჟირება ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრში გაიარა. ამჟამად ის სტაჟირებას ნატოს სამეკავშირეო ოფისში გადის.

საკონკურსო მასალა:

ვარდების რევოლუციიდან მის დისკრედიტაციამდე – როგორ გახდა საქართველო ავტორიტარული ნარატივების გამტარი​​

მომზადებული მასალები:

დააკავეს თუ არა ბრიტანეთში 13 წლის გოგო მაკდონალდსში მშობლის გარეშე ყოფნის გამო?


მითების დეტექტორის ლაბორატორია

საბა ჯაიანი


საბა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. Erasmus+ პროგრამით მან რამდენიმე საგანი დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტ-კოლეჯშიც გაიარა. საბას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან სოციალურ პროექტებზე თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. მისი ძირითადი კვლევითი ინტერესია ადამიანის ფსიქიკა და ფსიქიკური კეთილდღეობა.

საკონკურსო მასალა:

ინსტაგრამი და მოზარდთა კეთილდღეობა: ვითარება, ფაქტები და გამკლავება

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ლიზი ჭაჭიაშვილი


ლიზი თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. მისთვის პროფესიის არჩევა რთული საქმე არ ყოფილა, რადგან პოლიტიკითა და დიპლომატიით სკოლაში სწავლის პერიოდში დაინტერესდა. პარალელურად, ლიზი ესპანურს სწავლობს. ის საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ანალიტიკური დეპარტამენტის წევრია და აქტიურად წერს პოლიტიკურ მიმოხილვებს და ფილმების შეფასებებს.

საკონკურსო მასალა:

წაშლილი, მაგრამ დაუვიწყარი: დემოკრატიული საქართველოს დამახინჯებული ისტორია

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ბაჩანა ზაქარაძე


ბაჩანა თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. მას ინტერესი სხვადასხვა სფეროს მიმართ აქვს, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი დემოკრატიის განვითარებაზეა ორიენტირებული. ბაჩანა მიიჩნევს, ამ პროცესში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მითლაბის მიმართ ინტერესიც ამან განაპირობა.

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თამარ ტალახაძე


თამარი სოციალური მუშაკია. ამ მიმართულებით განათლება მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური  მუშაობის საბაკალავრო პროგრამაზე მიიღო. 2024-2025 წლებში თამარი მუშაობდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ყოფილ პატიმართა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში. ის დაინტერესებულია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანებისა და უმცირესობების საჭიროებათა კვლევით. მისი ინტერესის სფეროებში ასევე შედის არაფორმალური განათლება და მოხალისეობრივი საქმიანობა.

საკონკურსო მასალა:

სახელმწიფოზე ზრუნვის სახელით: როგორ იცვლება სოციალური პოლიტიკა პროპაგანდის ფონზე

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

სალომე ბუჯიაშვილი


სალომე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. ის დაინტერესებულია საერთაშორისო პოლიტიკით, განსაკუთრებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკით. სალომე ჩართულია სხვადასხვა აკადემიურ და ახალგაზრდულ პროგრამაში, რომელიც მას ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს. სალომე ასევე დაინტერესებულია პროპაგანდის კვლევით და მიიჩნევს, რომ მითლაბი მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ეკატერინე ბრეგვაძე


ეკატერინე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სტუდენტია. ის დაინტერესებულია მარკეტინგით, ხელოვნებითა და ფსიქოლოგიით. ეკატერინე მუშაობდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში როგორც ქოფირაითერი, პროექტების მენეჯერი და მენტორი. ამავე ლაბორატორიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ის სკოლის მოსწავლეებს ციფრული მარკეტინგის საფუძვლებსაც ასწავლიდა. ეკატერინე ასევე იყო მოხალისე საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ში, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ გაცვლით პროგრამებს უძღვებოდა.

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ანა სვანიძე


19 წლის ანა სვანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მეორე კურსის სტუდენტია. ანა საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრიცაა. ის დაინტერესებულია სოციალურ მედიაში გავრცელებული პროპაგანდის კვლევით. მისი ინტერესები ასევე მოიცავს ფოტოგრაფიას და ვიდეოების გადაღებას.

საკონკურსო მასალა:

როგორ აშუქებს რუსეთ-უკრაინის ომს ქართული და ჩინური პროპაგანდისტული მედიები

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ანი გოგსაძე


ანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ის ანტიდასავლურ და რუსულ პროპაგანდას იკვლევს და ამ მხრივ, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს. ამასთან, ანა ორგანიზაცია “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ადგილობრივი კოორდინატორია.

საკონკურსო მასალა:

პოლიტიკური პროპაგანდა და „ოჯახის სიწმინდის“ დღე

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თინათინ სალუქვაძე


თინათინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობს. მისი ინტერესის სფეროებია: გენეტიკა, ეპიგენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია და ბიოინფორმატიკა. თინათინი ასევე დაინტერესებულია მოხალისეობრივი საქმიანობით და ამჟამად მოხალისეა პროექტ “მესტუმრეში”. პროექტის ფარგლებში, ხშირად სტუმრობს ხანდაზმულთა სახლს, სადაც სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობს.

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ნინო კვარაცხელია


ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და თავისუფალი მეცნიერებების პროგრამების სტუდენტია. მას ადრეული განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ნინო ასევე აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ის დაინტერესებულია რუსული პროპაგანდის კვლევით და მიიჩნევს, რომ პროპაგანდისტულ ნარატივებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მედიაწიგნიერებაა.

საკონკურსო მასალა:

პროპაგანდის ნისლში გახვეული აგვისტო

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ლიკა გვენეტაძე


ლიკა გვენეტაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. 2025 წელს ის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა. ლიკა ინტელექტუალური თამაშების აქტიური მონაწილეცაა. მისი ინტერესის სფეროებია: გეოპოლიტიკა, ლიტერატურა, მე-20 საუკუნის ისტორია, ტერორიზმი და უსაფრთხოება.

საკონკურსო მასალა:

გამოხატვის თავისუფლების დაჩქარებული შეზღუდვა

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

მარიამ ჯანუაშვილი


მარიამი ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს ის ქართული ვიკიპედიისთვის სტატიებზე მუშაობს. მარიამი დაინტერესებულია მედიაში გავრცელებული მანიპულაციების კვლევით და მიიჩნევს, რომ ქართულ მედიაგარემოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა, ასევე ამბების დაუბალანსებელი და უკონტექსტო გაშუქებაა.

საკონკურსო მასალა:

როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მზია ამაღლობელის საქმეს?

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ნატალი მთავრიშვილი


ნატალი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ის აქტიურად მოხალისეობს და ჩართულია არაერთ სოციალურ პროექტში. ნატალი განსაკუთრებითაა დაინტერესებული ინფორმაციული ომის მეთოდებით და  “მომავალ დიპლომატთა კლუბში” ჰიბრიდული ომის ლექტორია.

საკონკურსო მასალა:

ცენზურა და ხელოვნებაში აღბეჭდილი წინააღმდეგობა

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ლიზი ხიდაშელი


20 წლის ლიზი ხიდაშელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის აქტიური სტუდენტია და სამოქალაქო და საგანმანათლებლო პროექტებში ხშირად მონაწილეობს. მათ შორისაა პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, სადაც ლიზი, როგორც მოხალისე ტუტორი, ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს ეხმარებოდა. ლიზი დაინტერესებულია ისეთი საკითხებით, როგორიცაა, ახალგაზრდული ინიციატივები, ადამიანის უფლებები და განათლების ხელმისაწვდომობა.  

საკონკურსო მასალა:

“1+4”: გზა უნივერსიტეტამდე

მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

ქეთევან ჯანეზაშვილი


ქეთევანი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მესამე კურსის სტუდენტია. ამჟამად იგი სტაჟირებას გადის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”. ქეთევანი ხშირად მონაწილეობს არაფორმალური განათლების პროექტებში. ახლახან, Erasmus+ პროგრამის “Waves of Wonders”-ის ფარგლებში, ის ჩეხეთში იმყოფებოდა. 2024 წელს იყო მენტორ-ტრენერი პროექტში ,,ევროკავშირის გაფართოების მოდელირება”.  ქეთევანი დაინტერესებულია ჰიბრიდული ომის, დეზინფორმაციული ნარატივებისა და პროპაგანდის კვლევით.

საკონკურსო მასალა:

“საქართველოს რესპუბლიკასთან” გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტები

მომზადებული მასალები:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist