მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

234
VIEWS


anano 2 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

    ანანო სიყმაშვილი


ანანო GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. მან ახლახან გაიარა სტაჟირება საქართველოში ამერიკის საელჩოს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტში. ანანო დაინტერესებულია დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებით და ატარებს ტრენინგებს სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდულ ცენტრში (YCCD GEORGIA).

მომზადებული მასალები:

საპროტესტო აქციიდან გიორგი უშიკიშვილის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

თაღლითური პოსტი, თითქოს ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე გათამაშებაში ფულს არიგებს

irina მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 ირინა ფარულავა


ირინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. პარალელურად, ის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიის მცველების” იურისტად მუშაობს. ირინა დაინტერესებულია მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ამოცნობით, ასევე, ადამიანის უფლებების შესწავლით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ჰომოფობიური კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს

მომზადებული მასალები:

ტვ იმედი ადგილობრივი დამკვირვებლის კომენტარით მანიპულირებს

nini მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი



ნინი ბადურაშვილი


ნინიმ 2024 წელს წარჩინებით დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. ის აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხება. ნინი დაინტერესებულია როგორც სისხლის სამართლის, ასევე, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართალწარმოებით. ამჟამად ის სწავლობს ეროვნულ დონეზე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების იმპლემენტაციის პროცესს და იკვლევს გენდერის ნიშნით შრომით დისკრიმინაციის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის სამართლებრივ ასპექტებს.

საკონკურსო ნამუშევარი:

თანასწორობის კადრში: ეთიკური გაშუქება შშმ პირების უფლებების დაცვისთვის

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დახმარება საქართველოს მოქალაქეებამდე არ მიდის

nina მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ნინა პაპიკიანი


ნინა პაპიკიანს მრავალმხრივი ინტერესები აქვს. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მისი ძირითადი სპეციალობა ქართული ენის ფილოლოგია, დამატებითი კი – მათემატიკაა. სწავლის გარდა, ნინა აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია ჟურნალისტიკით და მომავალში მის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. ამ სფეროსადმი მისი ინტერესი, HaksEPER- ის პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივ მაუწყებელში გავლილმა სტაჟირებამ გამოიწვია. 

მომზადებული მასალები:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი გავრცელებული ნატო ჩხეიძის ლექსი გაყალბებულია

leili მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 ლეილი ამბარიანი


ლეილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის დაინტერესებულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კვლევით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუტორიუმის პროგრამაში, ლეილი, როგორც მოხალისე, ეხმარება საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებაში. ის, ასევე, სწავლობს გრაფიკის ხელოვნებას და უყვარს ხატვა.

საკონკურსო ნამუშევარი:

საიდან იღებს ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა

მომზადებული მასალები:

აშშ – ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

nini2 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ნინი ბლუიშვილი


ნინი ბლუიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამჟამად ნინი მუშაობს “საუნივერსიტეტო კლინიკა ინგოროყვაში” და ჩართულია სხვადასხვა კვლევით-სამეცნიერო პროექტში. ნინი მოხალისეობრივი საქმიანობითაც არის დაკავებული და გაწევრიანებულია „წითელ ჯვარსა“ და „საზოგადოებრივ ორგანიზაცია აისში“, მიღებული აქვს სამხედრო მედიკოსის წოდება და ატარებს ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებთან საბაზისო საველე პირობებისა და პირველადი დახმარების შესწავლის შესახებ.

საკონკურსო ნამუშევარი:

მედიცინაში დეზინფორმაცია კლავს

მომზადებული მასალები:

TITANIC-ის სახელით უკრაინა-აშშ-ის ურთიერთობაზე გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება

qethi მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ქეთევან თანდაშვილი


20 წლის ქეთევან თანდაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. პარალელურად, ქეთევანი მუშაობს იურიდიულ კომპანია GKG law group-ში კორპორაციულ  იურისტად. გარდა ამისა, ის არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორია. თავისუფალ დროს ის მოსწავლეებს ამეცადინებს და ასევე, ატარებს ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებისთვის.

mariami მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 მარიამ ბერია


მარიამ ბერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. სწავლის პარალელურად, მან გაიარა სტაჟირება ილიაუნის “უმაღლესი კვლევების ცენტრში”. მარიამის ინტერესის სფეროა რელიგიის კვლევები, გენდერის სოციოლოგია, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხები.

საკონკურსო ნამუშევარი:

სასულიერო პირების ანტიდასავლური გზავნილები Facebook-ზე

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს მაკდონალდსის პროდუქტები ბავშვების ხორცით კეთდება

ვოლსკის დეზინფორმაცია, თითქოს ევროპელმა ლიდერებმა ხალხს იარაღის აღებისკენ მოუწოდეს

დეზინფორმაცია, თითქოს მოსახლეობის აღწერა ხალხისთვის ახალი გადასახადის დაკისრებას ითვალისწინებს

davith მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 დავით ქათამაძე


დავითი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. დავითი დაინტერესებულია ტრადიციულ და სოციალურ მედიაში პროპაგანდის შესწავლით და ჩართული იყო პროპაგანდის შესახებ რამდენიმე კვლევის მომზადებაში. მას სურს, რომ სკოლებში მედიაწიგნიერების სრულფასოვან დანერგვაში მიიღოს მონაწილეობა.

საკონკურსო ნამუშევარი:

როგორ იყენებს “იმედი” საბჭოთა პროპაგანდისტულ მეთოდებს ახალი ამბების გავრცელებისას

მომზადებული მასალები:

უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე შარლი ებდოს გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

დეზინფორმაცია, თითქოს ტრამპი ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს

mariami 2 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 მარიამ მეგრელიშვილი

 


მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, ის, ასევე, სწავლობდა შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში. სწორედ ამან განაპირობა მისი ინტერესი შვედეთის პოლიტიკის მიმართ. მიმდინარე წელს მარიამმა გაიარა სტაჟირება ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრში. მარიამი ასევე დაინტერესებულია სპორტული აქტივობებით.

საკონკურსო ნამუშევარი:

პროჩინური პროპაგანდა საქართველოში

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება კანონით 2028 წელს არის გათვალისწინებული

სთავაზობს თუ არა კანადა ვაქცინით დაზარალებულებს ევთანაზიას?

zurab მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ზურაბ აბაშიძე


ზურაბი პოლიტიკის მეცნიერებითაა დაინტერესებული. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის დასრულების შემდეგ, მან სწავლა ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელა. მისი ინტერესების სფეროა დეზინფორმაცია, პროპაგანდა და კიბერუსაფრთხოება.

საკონკურსო ნამუშევარი:

,,რუსული კანონი” და Tiktok-ის დეზინფორმაციის ალგორითმი

მომზადებული მასალები:

ვინ არის არტემ დმიტრუკი და აკრძალეს თუ არა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია?

ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო ისრაელის ტერიტორიაზე ჰეზბოლას მებრძოლების შეჭრას?

კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთის სოფლის მეურნეობა დააზარალა

რუსული თუ ბიზანტიური არწივი – რა სიმბოლოა გამოსახული სვეტიცხოვლის ეზოში?

nino მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 



ნინო ფერაძე


ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტია. ის, ერთი სემესტრის განმავლობაში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთში სწავლობდა. ნინო Erasmus-ის სტუდენტების ქსელის (ESN Georgia) აქტიური წევრია. ამავდროულად, ის სამართლიანი არჩევნების (ISFED) სოციალური მედიის მონიტორია. მისი ინტერესის სფეროა პოლიტიკური ფილოსოფია და იკვლევს ულტრამემარჯვენე პოპულიზმისა და ნაციონალიზმის გავლენებს საერთაშორისო პოლიტიკაზე.

საკონკურსო ნამუშევარი:

ტერიტორიული მთლიანობის საკითხები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიებში

მომზადებული მასალები:

BlackRock-ის ხელმძღვანელის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

goga მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 გოგა გოგაშვილი


20 წლის გოგა გოგაშვილი GIPA-ს პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია. მომავალი პროფესიიდან გამომდინარე, მისი ინტერესის სფეროა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება და ანალიზი. გოგა, მეგობრებთან ერთად, გეგმავს, შექმნას ახალი Youtube არხი, სადაც ის წინასაარჩევნო გარემოს და პარტიების საარჩევნო პროგრამებს დეტალურად მიმოიხილავს.

საკონკურსო ნამუშევარი:

საარჩევნო ბანერები, როგორც პროპაგანდის იარაღი

მომზადებული მასალები:

სოციალურ ქსელში გავრცელებული პუტინისა და ფიცოს ფოტო AI გენერირებულია

სოციალურ ქსელში დიმიტრი ტატიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

aleqsandre მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 ალექსანდრე ნადიბაიძე


ალექსანდრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებას სწავლობს. ის განსაკუთრებით დაინტერესებულია შედარებითი პოლიტიკით და გენდერის საკითხებით. ამ მიმართულებით, მან ცოდნა, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში გაიღრმავა. ალექსანდრე დაინტერესებულია აკადემიური კვლევებით და გაიარა ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის სტაჟირების პროგრამა.

საკონკურსო ნამუშევარი:

ნაკრები გვაერთიანებს: საყოველთაო წარმატება და ფეხბურთი პოლიტიკური მანიპულაციის ზღვარზე

მომზადებული მასალები:

პოსტი, თითქოს თემურ თათარაშვილი ხაშურის სამუსიკო სკოლის დირექტორად დანიშნეს, სატირულია

გაყალბებული ციტატა, თითქოს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სუსი აშანტაჟებს

mari მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 მარი მარხვაიძე


20 წლის მარი მარხვაიძე ამჟამად დროის დიდ ნაწილს არაფორმალური განათლების მიღებას უთმობს. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მიმდინარე წლის ზაფხულში მარი პოლონეთში მოხალისედ იმყოფებოდა, სადაც ეკოლოგიისა და ხელოვნების საკითხებზე მუშაობდა. მარის ჰობია ფოტოგრაფია, ლაშქრობა და ეკოლოგია.

მომზადებული მასალები:

ამერიკის არჩევნების შედეგების აღნიშვნაზე ტრამპის და პუტინის AI-ით გენერირებული ფოტოები ვრცელდება

etheri 1 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ელენე დევიძე


ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრია, მისი დამატებითი სპეციალობა – გერმანული ენაა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ის აქტიურად იყო ჩართული სოციალური პროტესტების კვლევაში და ამ მიმართულებით იყო მკვლევრის ასისტენტი.  ელენემ ახლახან დაასრულა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტში, რომელიც ხორციელდებოდა DAI-ისა და USAID-ის პარტნიორობის ფარგლებში. ის ამჟამად სტაჟირებას “რადიო თავისუფლებაში” გადის. ელენეს ინტერესის სფეროებია ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები და სამოქალაქო აქტივიზმი.

მომზადებული მასალები:

Fox News-ის სახელით ზელენსკის ყალბი გრაფიტის ფოტოები ვრცელდება

nana chaduneli 3 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 ნანა ჩადუნელი


ნანა ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლა მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. ამჟამად ის მეორე კურსის სტუდენტია. ნანას სურს საფუძვლიანად შეისწავლოს დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხები.  სწორედ ამან განაპირობა მითლაბის მიმართ მისი ინტერესი. 

მომზადებული მასალები:

უკრაინის ქალთა გვარდიის სახელით სექსისტური შინაარსის ყალბი პოსტერი ვრცელდება

elene 2 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 ელენე ჭანკვეტაძე


ელენე GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი ინტერესების ძირითადი სფეროებია ფილოსოფია, საერთაშორისო პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია. მიმდინარე წელს ელენემ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული პოლიტ-ეკონომიკის კურსი: “გლობალური ფინანსური სფეროსა და საბანკო სექტორის ისტორიული განვითარების შესახებ საქართველოში” გაიარა, რამაც ამ სფეროების მიმართ მისი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა.

საკონკურსო ნამუშევარი:

მომზადებული მასალები:


revaz მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 რევაზ ჭითანავა


რევაზ ჭითანავა ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის სტუდენტია. მისი ინტერესის სფეროებია ჰიბრიდული ომის სტრატეგიები, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები და მშვიდობის მშენებლობა.

საკონკურსო ნამუშევარი:

მომზადებული მასალები:

სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

nikoloz მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ნიკოლოზ ბებერაშვილი


ნიკოლოზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ესპანისტიკის პროგრამაზე სწავლობს და პარალელურად, სპორტული მატჩების ვიდეო ოპერატორად მუშაობს.

საკონკურსო ნამუშევარი:

მომზადებული მასალები:

მეტროსადგური სარაჯიშვილი თუ კლენოვის ბულვარი – სად არის გადაღებული კადრები?

andria sajaia მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი



 ანდრია საჯაია


ანდრია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის დაინტერესებულია მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებით და ამ პროცესში დეზინფორმაციის და პროპაგანდის მეთოდების შესწავლით.

საკონკურსო ნამუშევარი:

ანტისემიტური კონსპირაციების ევოლუცია ქართულ ფეისბუქ სივრცეში

მომზადებული მასალები:

ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდი ალეკო ელისაშვილის დამონტაჟებულ ვიდეოს ავრცელებს

როდის არის გადაღებული გიული ალასანიას ვიდეო, რომელსაც მიმდინარე პროტესტს უკავშრებენ

etheri მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ეთო დურული


18 წლის ეთო დურული თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს ის დაკავებულია არაფორმალური განათლებით და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. ამას გარდა, ის ორი  ორგანიზაციის: ,,STEP TOWARD SUCCESS”-სა და ,,გორის ახალგაზრდული იდეის’’ მოხალისეა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული გაცვლით პროგრამებში სომხეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ეთოს უყვარს წიგნების კითხვა, სტატიების წერა, ისტორიის შესწავლა და მოგზაურობა.

საკონკურსო ნამუშევარი:

მომზადებული მასალები:

ასახავს თუ არა გავრცელებული ვიდეო კატაკლიზმების გამოსაწვევად კლიმატზე ზემოქმედებას?

thinathin მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 თინათინ გრძელიშვილი


თინათინი ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. მან გაიარა სტაჟირება საქართველოში აშშ-ის საელჩოში სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტში და საქართველოს გაეროს ასოციაციაში. ამჟამად თინათინი საქართველოს თანასწორობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია.  ამასთან, ბაქსვუდის სკოლაში ის დებატების კლუბის ტრენერიცაა. მისი ინტერესების სფეროა პოლიტიკა, საერთაშორისო თავდაცვა, განათლება, თანასწორობა და ადამიანის უფლებები.

საკონკურსო ნამუშევარი:

დაშინების ზარები რუსული კანონის ფონზე და გამოძიების დუმილი

მომზადებული მასალები:

არქეოლოგიური გათხრების დროს “აღმოჩენილი” მფრინავი ხომალდების ამსახველი ფოტოები AI-ით გენერირებულია

nino 2 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი

 

 

 ნინო ქოთოლაშვილი


ნინო პედაგოგი და მკვლევარია. ფლობს მაგისტრის ხარისხს ისტორიაში და ბაკალავრის ხარისხს ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში. მას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება. ამჟამად ნინო მუშაობს ისტორიისა და კულტურის მასწავლებლად ევროპულ სკოლაში. მისი კვლევითი ინტერესებია საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდი, მეხსიერების პოლიტიკა, იდენტობა და კონფლიქტები, სახელმწიფო და ინსტიტუტები.

საკონკურსო ნამუშევარი:

წინასაარჩევნო მედია გარემო

მომზადებული მასალები:

მცდარია, თითქოს ნიკოლოზ მჟავანაძემ აშშ-ის მწვანე ბარათი მოიგო და ამერიკაში გადადის

 

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist