მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

115
VIEWS


serine მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

სერინე გაბრიელიანი


სერინე გაბრიელიანი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მულტიმედია ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტს სწავლობს. ის ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიცაა. სერინეს ჟურნალისტად და რედაქტორად მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს და ჟურნალისტიკას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. მას მიაჩნია, რომ ამ სფეროში დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დეზინფორმაცია და ყალბი ამბებია. მითლაბის მიმართ მისი ინტერესიც სწორედ ამან განაპირობა.

საკონკურსო ნამუშევარი:

არჩევნები და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში

მომზადებული მასალები:

გავრცელებული ვიდეო უკრაინაში “ახალი ისრაელის” ასაშენებლად ჩასულ ებრაელებს არ ასახავს

turan მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

თურან მამედრზაევი


თურანი ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტია. მას ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თურანი მუშაობს სოციალური მედიის მენეჯერად. მისი ინტერესები მოიცავს პოლიტიკას, ფილოსოფიას და მედიას. ის ასევე დაკავებულია გრაფიკული დიზაინითა და ვიდეო-მონტაჟით. თურანი სინეფილია და თავისუფალ დროს წიგნებს და სტატიებს ეცნობა. თურანი ამჟამად მუშაობს მედია პროექტზე, რომელიც იკვლევს მედიის როლს კონფლიქტურ სიტუაციებში.

მომზადებული მასალები:

ტრამპის რელიგიურ იდენტობაზე ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

nurlana მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)



ნურლანა ჰაჯიევა


ნურლანა აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მას აქვს თარგმნის და ახალი ამბების რედაქტორად მუშაობის გამოცდილება და განსაკუთრებით დაინტერესებულია ჟურნალისტიკათა და მულტიმედია მასალების შექმნით.

საკონკურსო ნამუშევარი:

რუსეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში: კონტროლი, სტრატეგიები და პროპაგანდის როლი

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავები ამერიკიდან გარბიან

lizi მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

ლიზი ელოშვილი


ლიზიმ კავკასიის უნივერსიტეტი დაასრულა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ის, ასევე, სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს ნიდერლანდებში რედბაუდის უნივერსიტეტში. ლიზი ძირითადად ეროვნული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებით არის დაინტერესებული. ამჟამად ის გადის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის ტრენინგ კურსს.

მომზადებული მასალები:

ფოტოფაბრიკაცია, თითქოს სუმიში ბანერზე უკრაინელი სამხედრო ცისარტყელის და უკრაინის დროშების ფონზეა გამოსახული

shahla მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

შაჰლა კარიმლი


შაჰლა არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს იგი თანამშრომლობდა ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა რადიო თავისუფლება, Meydan TV, BBC News აზერბაიჯანი და Toplum TV. ის ლანკარანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

daniela მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

დანიელა დოლოტოვა


დანიელა უკრაინული ვებგვერდი Vikna-novyny-ის ჟურნალისტი და კონტენტ რედაქტორია. ის გატაცებულია ადამიანური ისტორიების გაშუქებით. დანიელამ კარიერა დაიწყო საქველმოქმედო პროექტ Good Guest-ში, სადაც პენსიონერებს აუცილებელ პროდუქტებს ურიგებდნენ. ამ გამოცდილებამ იგი შთააგონა, მოემზადებინა სტატიები მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება. ჟურნალისტური საქმიანობით ის ცდილობს პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანოს და მათ გადაჭრაში წვლილი შეიტანოს.

საკონკურსო ნამუშევარი:

პროპაგანდის ტყვეები: როგორ ავრცელეებს რუსეთი სიცრუეს უკრაინელ ტყვეებზე

მომზადებული მასალები:

რუსულ ანგარიშებზე ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტის კიდევ ერთი ფაბრიკაცია ვრცელდება

sandro მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

სანდრო ჭიჭინაძე


სანდრო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრო პროგრამის სტუდენტია. იქამდე ის სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც მან საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. სანდრო ასევე სწავლობდა ნორვეგიაში, არქტიკის უნივერსიტეტში, სადაც ის 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. აკადემიური განათლების პარალელურად, სანდრომ სამუშაო გამოცდილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტში და შემდეგ კი საქართველოში აშშ-ის საელჩოში გავლილი სტაჟირების პროგრამებში. ამჟამად სანდრო სტაჟირებას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში გადის.

მომზადებული მასალები:

ჯეისონ სტეითემის ინტერვიუს გამოყენებით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

haruthin მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

ჰარუთიუნ პაპიკიანი


ჰარუთიუნი შირაქის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სწავლის პარალელურად, ის ფრილანსერ ჟურნალისტად მუშაობს. ჰარუთიუნი წერს სტატიებს South Gate CSJS-ის ვებგვერდისთვის და სხვადასხვა ფინანსური Telegram არხისთვის. ჰარუთიუნი დაინტერესებულია ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებით დ ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროგრამასა და ტრენინგში.

საკონკურსო ნამუშევარი:

მედიის მდგომარეობა  სომხეთში: პროგრესი თუ გამოწვევები ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ

მომზადებული მასალები:

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯონი დეპმა რუსეთში საიუველირო მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა

amina მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

ამინა მამედოვა


ამინა მამედოვა პროფესიით ჟურნალისტია და აქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა რადიო თავისუფლება, Mikroskop Media, Jam News, BBC-ის აზერბაიჯანული სამსახური და სხვა. მან განათლება მიიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში, ასევე გავლილი აქვს არაერთი პროფესიული კურსი. ის ხშირად აშუქებს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ლგბტქ+ თემისა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების პრობლემებს.

საკონკურსო ნამუშევარი:

დამოუკიდებელი მედია წნეხის ქვეშ

მომზადებული მასალები:

რუსულენოვან ანგარიშებზე “შარლი ებდოს” გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდებარუსულენოვან ანგარიშებზე “შარლი ებდოს” გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება

milena მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

მილენა გევორგიანი


მილენა ამჟამად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სწავლის პარალელურად მუშაობს საგამოძიებო გაზეთ Hetq-ში, სადაც არის ფაქტების შემმოწმებელი ჯგუფის წევრი. მილენა ასევე მართავს გამოცემის სოციალურ ქსელებს, იყენებს AI ხელსაწყოებს აუდიტორიის ჩართულობისთვის და მნიშვნელოვანი ამბების გასაზიარებლად. როგორც მილენა აღნიშნავს, მითლაბის ფარგლებში, მან შეიძინა უნარები, რასაც ის ყოველდღიურად სამუშაო პროცესში გამოიყენებს.

მომზადებული მასალები:

გაყალბებული ციტატა, თითქოს ტრამპმა ტაკერ კარლსონი თეთრი სახლის პრესმდივნად დანიშნა

nutsa მითების დეტექტორის ლაბორატორია – XV ჯგუფი (რეგიონული)

 

ნუცა სპარსიაშვილი


ნუცა ფლობს საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხს. მას ჟურნალისტიკასა და კომუნიკაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება  აქვს. ნუცა დაინტერესებულია ისეთი საკითხებით, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, დემოკრატიის მშენებლობა და კონფლიქტოლოგია. ის Facebook  გვერდის – „კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტის“ ერთ-ერთი შემქმნელია. გვერდის მიზანია საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამოაშკარავება. ნუცას ფლამენკოს ცეკვა და მუსიკალურ ღონისძიებებზე დასწრება.

მომზადებული მასალები:

ზელენსკის გამოსახულებით გერმანული Handelsblatt-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist