მარიკა ბაღანაშვილი
მარიკა ბაღანაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრია. ის ELSA Tbilisi-ის გუნდთან ერთად 3 წლის მანძილზე მუშაობდა. Მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, მათ შორის: ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში. მარიკა Helping Hand-ის მხარდაჭერით, covid 19-ის პანდემიის საპასუხოდ მოხალისე იყო. აინტერესებს ქალთა მდგომარეობა, start up-ები, მედია დეზინფორმაცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები.
მომზადებული მასალები: აუკრძალა თუ არა ავსტრალიის ხელისუფლებამ ხალხს საკუთარი საკვების მოყვანა? |
თამარ ბიბიჩაძე
თამარ ბიბიჩაძე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტია. Თამარი ახალგაზრდულ პროექტებსა და სხვადასხვა სასწავლო კურსებში აქტიურადაა ჩართული. ამჟამად, ლეიდენის უნივერსიტეტის კურსს ესწრება: ,,Security & Safety Challenges in a Globalized World”. მას თავდაცვა, უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა აინტერესებს.
საკონკურსო ნამუშევარი: ეკონომიკური ზრდა: მანიპულაცია თუ შესაძლებლობა მომზადებული მასალები: დეზინფორმაცია, თითქოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციას ექსპერიმენტი უწოდა EULENSPIEGEL-ის სახელით უკრაინაზე მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება |
მარიამ გორდაძე
მარიამ გორდაძე მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა მესამე კურსის სტუდენტია თავისუფალ უნივერსიტეტში. Მარიამი თანამედროვე პოლიტიკური გამოწვევების ისტორიული ფონის განხილვა-ანალიზით, სოციოლოგიური კვლევების ჩატარებითა და უცხო ენების შესწავლითაა დაინტერესებული.
საკონკურსო ნამუშევარი: სამთავრობო პროპაგანდის გავლენა Gen Z-ის სტუდენტებზე მომზადებული მასალები: ფეისბუკზე დონალდ ტრამპის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება |
ლუკა დანელია
ლუკა დანელია თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველკურსელია. ის საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia) წევრი და სოციალური მედიის ასისტენტია. ლუკა, ასევე, ევროპული ახალგაზრდული Think tank-ის, Institute for a Greater Europe-ის წევრია. ის სამოქალაქო განათლების რეპეტიტორ/ტუტორია აბიტურიენტებისთვის.
საკონკურსო ნამუშევარი: სანქცირებული მოსამართლეების გაშუქება პოლარიზებულ მედიაველში მომზადებული მასალები: ბოლო ჟამის ქრისტიანები “ჰორუსის თვალზე” კონსპირაციას ავრცელებს |
თეიმურაზ კობახიძე
თეიმურაზ კობახიძე – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. ფლობს ჩინურ ენას. სურს, რომ საკუთარი საქმიანობით საქართველოს ევროპული გზით განვიტარებას ხელიშეუწყოს. დაინტერესებულია, როგორც ჩინეთის პოლიტიკითა და ისტორიით, ასევე პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ნარატივების კვლევით.
საკონკურსო ნამუშევარი: მთავრობა “ფრანკლინის კლუბის” წინააღმდეგ მომზადებული მასალები: საქართველოს ბანკის სახელით დასაქმებაზე თაღლითური პოსტი ვრცელდება |
მიკოლა ენუქიძე
მიკოლა ენუქიძე – თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბაკალავრია.ის გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრის განმავლობაში, ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა. მიკოლა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სტაჟირებას გადის. Მას პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნების პოლიტიკა და უსაფრთხოების სფერო აინტერესებს.
საკონკურსო ნამუშევარი: ოცნების პროპაგანდა – რუსი მიგრანტები მომზადებული მასალები: |
გიორგი ერაძე
გიორგი ერაძე – შავი ზღვის საერთაშორუსო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტია. აინტერესებს პოლიტიკა, განსაკუთრებით კი, საერთაშორისო ურთიერთობებით, კონფლიქტები და უსაფრთხოება. Მონაწილებდა ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტში (YCG).
საკონკურსო ნამუშევარი: სახელისუფლებო კამპანია აქტივისტის წინააღმდეგ მომზადებული მასალები: ამერიკაში ბავშვებში გავრცელებულ ტვინის აბსცესთან ვაქცინაციის კავშირი არ დადგენილა |
თამარ ინასარიძე
თამარ ინასარიძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. თამარმა სტაჟირება გაიარა საქართველოში აშშ-ს საელჩოში, რეგიონალური უსაფრთხოების ოფისში. ამჟამად, საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების კვლევებითაა დაინტერესებული.
საკონკურსო ნამუშევარი: სახელმწიფო უსაფრთხოება – გააქტიურებული ფაშისტური მოძრაობა მომზადებული მასალები: THE NEW EUROPEAN-ის სახელით ზელენსკისა და დალაი ლამას ყალბი კარიკატურა ვრცელდება |
ელენე მიქანაძე
ელენე მიქანაძე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი აკადემიური სემესტრით, ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტში სწავლობდა. ის არასამათავრობო ორგანიზაციების -YATA Georgia და ESN Tbilisi – წევრია. ელენეს საერთაშორისო უსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი და რუსეთის საგარეო პოლიტიკა აინტერესებს.
საკონკურსო ნამუშევარი: ზღვრის წაშლა რეალოაბასა და გამონაგონს შორის მომზადებული მასალები: არის თუ არა კომპანია APEEL SCIENCE-ის პროდუქცია საკვებად საშიში? |
თათია მჭედლიშვილი
თათია მჭედლიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრია. ის საკონსტიტუციო სამართალით, დიპლომატიის ისტორიით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებითაა დაინტერესებული.
მომზადებული მასალები:
|
მირანდა მჭედლიშვილი
მირანდა მჭედლიშილი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. Მან სტაჟირება საქართველოში აშშ-ს საელჩოში გაიარა. მომავალ დიპლომატთა კლუბში ჰიბრიდული ომის შესახებ ლექციებს ატარებდა. დაინტერესებულია ეროვნული უსაფრთხოების სფეროთი და ამავე მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება.
საკონკურსო ნამუშევარი: სპორტსმენების პოლიტიკური ასპარაზზე მომზადებული მასალები: |
მარიამ რამაზაშივლი
მარიამ რამაზაშვილი თსუ-ს ფსიქოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია ამჟამად, ონლაინ გამოცემა NEXT.On.ge-ში, სამეცნიერო-ტექნოლოგი ჟურნალისტის პოზიციაზე მუშაობს. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ფსიქოლოგია, მასობრივი კომუნიკაცია და ტექნოლოგიები აინტერესებს.
საკონკურსო ნამუშევარი: AI ჰალუცინაციები და ჩატბოტთა ინფორმაციული საფრთხე მომზადებული მასალები: აფრქვევენ თუ არა ცაში საზიანო ქიმიკატებს? – რას ამბობს რეალურად CIA-ის ყოფილი დირექტორი |
სალომე ქეშელაშვილი
სალომე ქეშელაშვილი სოციოლოგიისა და ჟურნალისტიკის ბაკალავრი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპათმცოდნეობის მაგისტრია. Მას საჯარო და კერძო ინსტიტუტებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის მოხალისეობრივ პროექტიკასაც ეწევა. სალომე Erasmus Student Network-ში სხვადასხვა პოზიციას იკავებს. მისი ინტერესის სფეროა: განათლება, განათლების ინტერნაციონალიზაცია, ერასმუსის პროგრამა, ახალგაზრდების განვითარება.
მომზადებული მასალები: გიგანტური ადამიანების რეალური გამოსახულებები თუ AI-ის შემოქმედება? |
გვანცა ჩანგელია
გვანცა ჩანგელია თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტია. გვანცას საერთაშორისო უსაფრთხოება და საერთაშორისო ტერორიზმი აინტერესებს, ასევე, კონფლიქტები, პოლიტიკური ეკონომიკა. ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის შესწავლითაა დაინტერესებული.
საკონკურსო ნამუშევარი: ,,აგენტების ამერიკული კანონი’’ VS ,,რუსული კანონი აგენტების შესახებ’’ საკონკურსო ნამუშევარი: EULENSPIEGEL-ის სახელით მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება |
ანასტასია წიგნაძე
აანასტასია წიგნაძე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთიბების მიმართულებით პირველი კურსის სტუდენტია. ის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდულ პროექტებში. უკრავს ფორტეპიანოზე. Ის საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო კონფლიქტების, მედიაციისა და უცხო ენების შესწავლითაა დაინტერესებული.
მომზადებული მასალები: ფეისბუკზე გრეტა თუნბერგის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება |
გვანცა ყველაშვილი
გვანცა ყველაშვილი – აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტია. გვანცა უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. მუშაობს/მოხალისეობს დადებითი ცვლილებებისთვის, საქართველოში. ასევე, მე-2 წელია არის ახალაგაზრდა ევროპელი ელჩი.
მომზადებული მასალები: რა კონსპირაციები ვრცელდება NASA-ს მთვარის მისია APOLLO 11-ზე? |
ელენე შონია
ელენე შონია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტია, აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდული არაფორმალური განათლების სფეროში, მოხალისეობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში და ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდული მედია პლატფორმის “WE’TALK” თანაშემქმნელია.
მომზადებული მასალები: |
ელიზა ცხვიტარია
ელიზა ცხვიტარია – ელიზა ცხვიტარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობს. ელიზა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში მათ შორისაა “ახალგაზრდული იდეა” და “ქალ ლიდერთა პროგრამა.” ის დაინტერესებულია მედიით და პოლიტიკით.
მომზადებული მასალები: იღებს თუ არა IPHONE ყოველ ხუთ წამში ერთხელ ფოტოს ავტომატურად? |
ქეთი აბულაძე
ქეთი აბულაძე – თსუ-ს სოციალური მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია. ქეთი ახალგაზრდულ პროექტებსა და აქტივობებშია ჩართული. Მისი ინტერესის სფეროებია: პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, დასავლური ღირებულებები და უმცირესობების უფლებები საქართველოში.
მომზადებული მასალები:
|
ნიკა ალადოშვილი
ნიკა ალადოშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. Ნიკა ევრო-ატლანტიკის ქვეყნების საგარეო პოლიტიკას სწავლობს. დაინტერესებულია: ევროპის ქვეყნების საშინაო პოლიტიკით, საერთაშორისო სამართლითა და ეკონომიკით.
მომზადებული მასალები: |
ვიქტორია არაქელიანი
ვიქტორია არაქელიანი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. ვიქტორია ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და უცხო ენების ონლაინ სკოლის “I can” დამფუძნებელია. ის 5 ენას ფლობს. აინტერესებს განათლების სფეროს სიახლეები, კულტურათშორის კომუნიკაციები, მედიაწიგნიერება და საერთაშორისო კონფლიქტები.
მომზადებული მასალები: ფოტო რუსეთ-უკრაინის ომიდან თუ კადრი ფილმიდან “ბრესტის ციხესიმაგრე” – რას ასახავს სურათი ? |
ქეთი აბულაძე
ქეთი აბულაძე – თსუ-ს სოციალური მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია. ქეთი ახალგაზრდულ პროექტებსა და აქტივობებშია ჩართული. Მისი ინტერესის სფეროებია: პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, დასავლური ღირებულებები და უმცირესობების უფლებები საქართველოში.
მომზადებული მასალები:
|
ნიკა ალადოშვილი
ნიკა ალადოშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. Ნიკა ევრო-ატლანტიკის ქვეყნების საგარეო პოლიტიკას სწავლობს. დაინტერესებულია: ევროპის ქვეყნების საშინაო პოლიტიკით, საერთაშორისო სამართლითა და ეკონომიკით.
მომზადებული მასალები: |
ვიქტორია არაქელიანი
ვიქტორია არაქელიანი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. ვიქტორია ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და უცხო ენების ონლაინ სკოლის “I can” დამფუძნებელია. ის 5 ენას ფლობს. აინტერესებს განათლების სფეროს სიახლეები, კულტურათშორის კომუნიკაციები, მედიაწიგნიერება და საერთაშორისო კონფლიქტები.
მომზადებული მასალები: |