არფინე ჰოვანესიანი
არპინე ჰოვანესიანმა ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენასა და კომუნიკაციებში სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღო. ის ამჟამად საგამოძიებო ჟურნალისტიკაში აგროვებს ექსპერტიზას Hetq Media Factory-ში. არპინე მუშაობდა UNHCR-სა და რადიო თავისუფლებაში.
საკონკურსო ნამუშევარი: Are Armenians Living Better Now? Propaganda and Reality მომზადებული მასალები: EL JUEVES-ის სახელით ჟურნალის მორიგი გაყალბებული გარეკანი ვრცელდება |
ასლი ისმაილზადა
ასლი ისმაილზადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. იგი ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. ასლის ინტერესის სფეროებია ადამიანის უფლებები და სოციალური საკითხები.
საკონკურსო ნამუშევარი: Geolocation – the Weapon of War მომზადებული მასალები: გამოიწვია თუ არა ხმელნიცკში მომხდარმა აფეთქებამ პოლონეთში რადიაციის დონის გაზრდა? |
ინა რუდნიკი
ინა რუდნიკი საჯარო ადმინისტრირებისა და ორგანიზაციის სტუდენტი და სტარტაპების ენთუზიასტია, რომელსაც აქვს ცოდნა პოლიტიკურ, ბიზნეს და ეკონომიკურ სფეროებში. მისი მთავარი ინტერესი თვითგანვითარებაა. მან ასევე აქვს გამოცდილება პროექტების მართვაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მიკრო და მაკროეკონომიკაში და სტარტაპების განვითარებაში.
მომზადებული მასალები: |
პოლინა კულიში
პოლინა კულიში დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელსაც სხვადასხვა სფეროში აქვს საფუძვლიანი ცოდნა. მისი მთავარი ინტერესი ციფრულ სფეროში თვითგანვითარებაა. მას აქვს გამოცდილება 3D მოდელირებაში, გრაფიკულ და UI დიზაინში, პითონის პროგრამირებაში და start-up-ების განვითარებაში.
საკონკურსო ნამუშევარი: როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია ომის დროს – გამოწვევები და გამკლავების სტრატეგიები მომზადებული მასალები: ფეისბუქზე ზელენსკის, მიშელისა და ფონ დერ ლაიენის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება |
რავანა სამადოვა
რავანა სამადოვა პოლონეთის WSB უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია. მას ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი აქვს. 3 წელზე მეტია მუშაობს ტელე და მულტიმედია ჟურნალისტად. ამ წლების განმავლობაში რავანამ მონაწილეობა მიიღო არაერთ ტრენინგში ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და გერმანიაში.
მომზადებული მასალები: |
რიმა მარანგოზიანი
რიმა მარანგოზიანი ეთნიკურად სომეხია საქართველოდან. ის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მას აქვს ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობის გამოცდილება.
საკონკურსო ნამუშევარი: ხოპან – სეზონური სამუშაო თუ რუსული პროპაგანდის ნაკადი მომზადებული მასალები: კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ მორიგ ბრალდებებს ავრცელებს |
სევგი ისმაილბაილი
სევგი ისმაილბაილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია. მან დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წელს. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს Jam-News Azerbaijan, Fem-Utopia-სა და Project “Gəl Danış”.
მომზადებული მასალები: |
სონა ჰოვსეფიანი
სონა ჰოვსეფიანი სომხეთში მოღვაწე ჟურნალისტია. ის სომხეთის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტია. სონა 2021 წელს სწავლობდა Hetq Media Factory-ში. ამჟამად მუშაობს Factor TV-ში. სონას განსაკუთრებით აინტერესებს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ფაქტების გადამოწმება და მულტიმედია ჟურნალისტიკა.
საკონკურსო ნამუშევარი: ცხოვრება ახალ რეალობაში: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა კვლავ ბლოკადაშია მომზადებული მასალები: |
სიუზანა ნოროიანი
სიუზანა ნოროიანი ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს. ის წარმოშობით გიუმრიდანაა. მას აქვს ბავშვებისთვის ინგლისურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. სიუზანა ერევანში ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინგლისურენოვანი გიდი იყო.
საკონკურსო ნამუშევარი: Russian Propaganda against Armenia amid Settling EU’s Monitoring Mission მომზადებული მასალები: კონსპირაცია, თითქოს QR კოდები სატანურ რიცხვ 666-თანაა დაკავშირებული |
ვალერიია ნაზარენკო
ვალერიია ნაზარენკო დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის (პოკროვსკი, უკრაინა) ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტია ეკოლოგიის განხრით. ვალერია დაინტერესებულია რადიოეკოლოგიით, კოსმოსური ეკოლოგიით, ორგანული ქიმიით, თეორიული ფიზიკით (კერძოდ, სიმების თეორიით და სხვადასხვა პარადოქსებითა და ანომალიებით), კვანტური ფიზიკით, ფსიქოლოგიით და ფსიქიატრიით.
მომზადებული მასალები: |