ანა ხოშტარია
ანა ხოშტარია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. სწავლობდა GAU-ში საზოგადოებასთან ურთიერთობას. ამჟამად ილიას უნივერსიტეტის მედია კვლევების სამაგისტრო ფაკულტეტის სტუდენტია. გადიოდა სტაჟირებას „რადიო თავისუფლებასა“ და ინტერნეტ-გამოცემა On.ge-ში. არის კერძო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: Alpha Dominant-ის ფოტომანიპულაცია დასავლეთის სკოლებში ბიჭებისთვის კაბის ჩაცმის უფლების მიცემაზე კახა კუკავას ტყუილი, თითქოს განათლების სამინისტრომ არაბული დედაენის ავტორიზაცია მოახდინა |
ანი ქისტაური
ანი ქისტაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნმეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ფილოსოფიისა და თავისუფალი მეცნიერებების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. მონაწილეობდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტში “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი” (2017-2018წ), ამავე დროს, გადიოდა სტაჟირების პროგრამას ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში. 2016 წელს იყო ორგანიზაციის “ქართულ-ამერიკული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის” (AGILE) პროექტის “ახალგაზრდები დემოკრატიისთვის”. რეგიონალური კოორდინატორი. დაინტერესებულია პოლიტიკითა და თანამედროვე მოვლენებით, თავისუფალ დროს უთმობს ხელოვნებასა და ლიტერატურას.
საკონკურსო ნამუშევარი: ოპერაცია “ინფექცია” გუშინ და დღეს მომზადებული მასალები: პოლიტიკანოს დეზინფორმაცია უკრაინის მართლმდიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ ტვ “ობიექტივის” წამყვანი კრემლის ჟურნალისტებს: “არანაირი ოკუპაცია არ ყოფილა!” Geworld-ი მიცვალებულის მჯდომარედ დაკრძალვისა და ღორის სპერმის შესახებ დადგენილებებში დასავლეთის “მზაკვრულ ხელს” ხედავს Geworld-ი მიგრანტის გაუპატიურებულ თხაზე პეტერბურგის “ტროლების ქარხნის” დეზინფორმაციას აქვეყნებს |
გიგია ესაიაშვილი
გიგია ესაიაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. აქტიურად არის ჩართული არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ღონისძიებების ორგანიზებაში. აინტერსებს ინფორმაციის გადამოწმების და დამუშავების პროცესი. გატაცებულია უცხო ენებით. |
ეკონა მახარამოვი
ეკონა მახარამოვმა საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. სკოლის პერიოდში აქტიურად იღებდა მონაწილეობას საკოლო ოლიმპიადებში, ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებში. სკოლის დამთავრების შემდეგ მისი პირველი აქტივობაა “მითების დეტექტორის” ლაბორატორიაში სწავლაა, რაც წარმატებისათვის მნიშვნელოვან საფეხურად მიაჩნია. საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: Politicano საბჭოთა ნოსტალგიას 1991 წლის დემონსტრაციის ამსახველი მანიპულაციური ფოტოთი აღვივებს |
თათია შურღაია
თათია შურღაია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი. ამჟამად არის ასოციაცია ,,ჰერა XXI-ის“ ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფის წევრი. აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში. არის თავისუფალი უნივერსიტეტის 2015 წელს ჩატარებული ჟურნალისტური წერის კონკურსის ფინალისტი. დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და ფილოსოფიით. უყვარს ველოსიპედით სეირნობა. მომზადებული მასალები: ინფორმაცია, თითქოს მერკელმა საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღება მოსთხოვა, ტყუილია |
თამარ მეზვრიშვილი
თამარ მეზვრიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედია და ახალი ტექნოლოგიების მაგისტრია. ამჟამად საჯარო სექტორში მუშაობს. აქვს ბლოგი, წერს სტატიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე. არის სკაუტი და „საქართველოს გოგონა სკაუტები დია“-ს მოხალისეობრივ საქმიანობაში არის ჩართული. ამჟამად დაინტერესებულია საკუთარი youtube-ის არხის შექმნით. უყვარს ლიტერატურა და რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულიცაა. მისი ჰობია ველოსიპედით სეირნობა, მოგზაურობა, კითხვა და წერა. საკონკურსო ნამუშევარი: მავთულხლართებიანი საინფორმაციო ბადე მომზადებული მასალები: “ობიექტივის” წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოში ინვესტიციებს არ ახორციელებს ალიგატორის გაუპატიურების ამბავი – სერია მეორე ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს ფეისბუქმა მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფება Generation Identity უმიზეზოდ დაბლოკა როგორ გააყალბა რუსულმა მედიამ ჯორჯ ბუში უფროსის ინტერვიუ The New-York Times-ის სახელით ინფოგრაფიკა: როგორ გააყალბა რუსულმა მედიამ ჯორჯ ბუში უფროსის ინტერვიუ The New-York Times-ის სახელით |
ლიზი სრესელი
ლიზი სრესელი არის სოციოლოგიის ბაკალავრი, ამჟამად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე – მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევები სწავლობს. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. უყვარს მოგზაურობა, ახალი ადამიანების, კულტურებისა და ადგილების გაცნობა. მომზადებული მასალები: ულტრანაციონალისტის ფოტომანიპულაცია ათენის ხანძარს გეი პრაიდს უკავშირებს |
მანანა უმეკაშვილი
მანანა უმეკაშვილმა 2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. გადიოდა სტაჟირებას ამავე უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრსა და „განათლების საერთაშორისო აკადემია IAE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. დამთავრებული აქვს სამუსიკო ექვსწლედი. ამჟამად სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. უყვარს წერა, აინტერესებს ჟურნალისტიკა და ინოვაციები. მომზადებული მასალები: ნარკოპოლიტიკის შესახებ HRW-ის ანგარიშს მარშალპრესი მანიპულაციურად აშუქებს |
მარიამ ავაკოვი
მარიამ ავაკოვი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის მაგისტრატურის სტუდენტია, ის მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტზე ბუნებათსარგებლობას სწავლობს. გავლილი აქვს პროფესიული პროგრამები ფოტოგრაფიაში და რეჟისურაში. აქვს გამოცდილება განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა ლიდერობა, მოხალისეობა, მეწარმეობა, პროექტების მართვა, კომუნიკაციები, კავშირების დამყარება და თანამშრომლობა, ტრენერობა, იყო მენტორი. არის ახალგაზრდული ორგანიზაცია EMG და პროექტს GeoWheat დამფუძნებელი, სტარტაპერი, Think Young Entrepreneurship School-ის კურსდამთავრებული. არის ევროპის ახალგაზრდა ელჩი. განსაკუთრებით არის დაინტერესებული ინტერაქციით და საინტერესო შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიღებით. ფლობს სომხურ, რუსულ, ინგლისურ და ქართულ ენებს. საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: “ასავალ-დასავალი” ბელორუსს შეჰნატრის და ამტკიცებს, რომ ევროპა მინისკს ადამიანის უფლებების დარღვევაში ნაკლებად ადანაშაულებს ინფოგრაფიკა: შეფასებები ბელარუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ |
მარიამ დარბაიძე
მარიამ დარბაიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ის დაინტერესებულია არაფორმალური განათლებით, მოხალისეობრივი საქმიანობებით. ამჟამად სტაჟირებას გადის ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. თავისუფალ დროს მოგზაურობს, უყვარს სპორტი და დაინტერესებულია სპორტული ფოტოგრაფიით.
მომზადებული მასალები: ალტ-ინფოს მანიპულაცია რელიგიური და სექსუალური იდენტობებით |
მარიამ ნუცუბიძე
მარიამ ნუცუბიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტია, სწავლობს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე. მომზადებული მასალები: მტკიცება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მართლმადიდებელი ეკლესია სექტებს გაუთანაბრა, მცდარია |
მარიამ სისაური
მარიამ სისაური თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პირველი კურსის სტუდენტია. ამჟამად არის “Art Weekend 2018”-ის ორგანიზატორი და USAID-ის მიერ დაფინანსებული და ICDC-ის მიერ განხორციელებული პროექტის “დებატების ტექნიკების უნარების განვითარება ახალგაზრდებში” ამბასადორი. აქტიურადაა ჩართული სამოხალისეო საქმიანობასა და სამოქალაქო აქტივიზმში. უყვარს ახალი და საინტერესო ინფორმაციების მიღება, გაზიარება. თავისუფალ დროს დაკავებულია წიგნების კითხვით.
მომზადებული მასალები: კონსტანტინე გამსახურდიას მტკიცება, რომ მშენებარე ბინების უმრავლესობა ირანელებს და არაბებს ეკუთვნით, უსაფუძვლოა |
მარიამ ტაბატაძე
მარიამ ტაბატაძე სწავლობს საქართველოს უნივერისტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის მეორე კურსის სტუდენტი. ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად ორგანიზაცია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ცენტრი“ დააფუძნა. ჩართულია სხვადასხვა პროექტებში, რომელიც ხორციელდება უნივერსიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ. აინტერესებს პოლიტოლოგია და ამ მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. უყვარს წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან ერთად ყოფნა. საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: კონსპირაციების სამიზნე C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი რუსეთში 2016 წლიდან რეგისტრირებულია |
ნატა ტუღუში
ნატა ტუღუში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პირველი კურსის სტუდენტია. პროფესიად აირჩია მიმართულება, რომელიც, მისი აზრით, საზოგადოებრივი ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და შეუცვლელი რგოლია – ეკონომიკა და ფინანსები. ნატა აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით, თავისუფალი ბაზრის განვითარების საკითხებით და დასაქმების პოლიტიკით. უყვარს მუსიკა. მომზადებული მასალები: Geworld-ი ევროპაში ნეკროფილიისა და ზოოფილიის დაკანონების შესახებ რუსული ტროლების ქარხნის ინფორმაციას ავრცელებს |
ნინა ნატროშვილი
ნინა ნატროშვილი არის ერაზმუსის პროგრამის სტუდენტთა ქსელის პრეზიდენტი, დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსტეტის ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტი. გავლილი აქვს პრაქტიკა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და უწყებებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა განყოფილებაში, ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში. ყოველდღიურად ცდილობს იქონიოს პოზიტიური გავლენა სხვებზე, იქნება ეს მოხალისეობრივი საქმიანობის საშუალებით, თუ აქტივიზმით სამართლიანობისა და თანასწორობისთვის. მომზადებული მასალები: Geworld: რუსეთში ნარკოტიკების მოხმარება ცუდ ტონად ითვლება, სტატისტიკა: რუსეთში ნარკოდამოკიდებულება ევროპული ქვეყნებზე მაღალია მომზადებული ინფოგრაფიკები: Geworld: რუსეთში ნარკოტიკების მოხმარება ცუდ ტონად ითვლება, სტატისტიკა: რუსეთში ნარკოდამოკიდებულება ევროპული ქვეყნებზე მაღალია |
ნინო ცაავა
ნინო ცაავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლობს სოციოლოგიას, აინტერესებს ჟურნალისტიკა, ფილოსოფია. არის ჩართული სხვადასხვა აქტივობებსა და საგრანტო პროექტებში. მომზადებული მასალები: მტკიცება, თითქოს თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ, საფუძველს მოკლებულია |
სოფიო გოგიტაძე
სოფიო გოგიტაძე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. საკონკურსო ნამუშევარი: მომზადებული მასალები: საქართველო და მსოფლიოს მითები ბავშვთა კოდექსსა და იუვენალურ მართლმსაჯულებაზე გიორგაძის მტკიცება, თითქოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, აბსურდულია მომზადებული ინფოგრაფიკები: საქართველო და მსოფლიოს მითები ბავშვთა კოდექსსა და იუვენალურ მართლმსაჯულებაზე |
სოფო ექსეულიძე
სოფო ექსეულიძე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია, ევრო-ატლანტიკური მიმართულებით. კითხულობს ლექციებს “მომავალ დიპლომატთა კლუბში” სკოლის მოსწავლეებისათვის საგნებში: საერთაშორისო სამართალი, ევროპის ქვეყნების პოლიტიკური სისტემები და აშშ-ის პოლიტიკური სისტემა. მუდმივად ცდილობს არაფორმალური განათლების მიღებას. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შემეცნების პროცესი. მომზადებული მასალები: Geworld-მ NATO-ს გენერალური მდივნის სიტყვების მანიპულაცია მოახდინა Geworld-ის დეზინფორმაცია თითქოს სტინგერები და ჯაველინები უვარგისია |
ხაიატ ნასიბოვა
ხაიატ ნასიბოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტია. ხაიატი თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრია, მონაწილეობდა დებატების კონსკურსში. თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის თავისუფლება, მიზანდასახულობა. |