“მითების დეტექტორი” მოხარულია შეუერთდეს გლობალურ პროექტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და მასზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი კომპანია Meta-ს მხარდაჭერითა და ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) კოორდინირებით ხორციელდება. პროექტი იმუშავებს როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებთან, ისე ფართო საზოგადოებასთან, რათა 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ხელი შეუწყოს ამ სფეროში ცოდნის შექმნასა და გავრცელებას.
უახლოეს დღეებში, “მითების დეტექტორი” და ევროპის მასშტაბით მოქმედის ფაქტების გადამოწმების 30 სხვა ორგანიზაცია, რომლებიც EFCSN-ის ვერიფიცირებული წევრები არიან, დაიწყებენ გლობალურ კამპანიას, რომელიც 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. “მითების დეტექტორი” გამოაქვეყნებს ვიდეოს, ინფოგრაფიკასა და საინფორმაციო ბუკლეტს, რომელიც 27 ევროპულ ენაზე ითარგმნა.
ცნობიერების ამაღლების აღნიშნული კამპანია და ის მასალები, რომლებსაც ჩვენ გავაზიარებთ, წარმოადგენს კულმინაციაც კვლევისა და სემინარების სერიისა, რომელშიც “მითების დეტექტორი” ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეობდა.
კვლევის ფარგლებში ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებიდან შეგროვდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ისინი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებაზე, ამასთან, ასევე დადგინდა, თუ რა გამოწვევებს აწყდებიან ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ამ ტიპის კონტენტთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები საინფორმაციო ბუკლეტშია შეჯამებული.
ამ მიგნებებზე დაყრდნობითა და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით, “მითების დეტექტორი” და სხვა მონაწილე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მონაწილეობდნენ სემინარებში, რათა განესაზღვრათ სტანდარტები და გადაემზადებინათ საკუთარი მკვლევარები ხელოვნური ინტელექტის გენერირებული და ციფრულად შეცვლილი კონტენტის იდენტიფიცირებასა და გადამოწმებაში.
AI@EUEelections ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელისა (EFCSN) და მისი წევრი ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია, რომელიც Meta-ს მხარდაჭრით ხორციელდება.