მეტროსადგური სარაჯიშვილი თუ კლენოვის ბულვარი – სად არის გადაღებული კადრები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სარაჯიშვილი
65
VIEWS

2024 წლის 4 ნოემბერს, ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა წიქარა კოლხი, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მეტრო-სადგურის ვიდეო ექსკურსია წარწერით „სარაჯიშვილის მეტრო. ვიდეოს თან ერთვის აღწერა:  „ასე გალამაზებულიყოს სრულიად საქართველო! ქვეყნის შენებას პარაზიტები ვერ შეაჩერებენ! ცოტაცა კიდევ გავუძლოთ და საქართველო გაბრწყინდება!“

სარაჯიშვილი

აღნიშნულ ვიდეოში სინამდვილეში არა თბილისში სარაჯიშვილის მეტროსადგური, არამედ მოსკოვის მეტროსადგური „კლენოვის ბულვარი“ არის ასახული.  აღნიშნული მეტროსადგური 2023 წლის პირველ მარტს გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერიის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა.

გავრცელებულ ვიდეოში შესამჩნევია კადრი, სადაც რუსულ ენაზე მეტროსადგურის დასახელება იკითხება. სწორედ ამ წარწერით გახდა შესაძლებელი რეალური ადგილის მიკვლევა.

სარაჯიშვილი
კადრი გავრცელებული ვიდეოდან

მოსკოვის მერიის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ 2023 წლის 1 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მეტრო დიდი წრის ხაზი გახსნეს. 

დიდი წრის ხაზზე გაიხსნა 9 ახალი სადგური, ერთ-ერთი მათგანი კი “კლენოვის ბულვარია”, რომელიც “წიქარა კოლხის” ვიდეოში ჩანს. მეტროს საიტზე გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს, რომ ვიდეო სწორედ “კლენოვის ბულვარშია” გადაღებული.

სარაჯიშვილი
წყარო: mos.ru

მეტროსადგური მოსკოვის უბან ნაგატინსკი ზატონში მდებარე კოლომენსკაიას ქუჩაზეა. ინტერნეტში მეტროსადგურის ვიდეო კადრებიც ვრცელდება. 


ნიკოლოზ ბებერაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist