დონორი: Meta Platforms Ireland Limited
ბიუჯეტი: ოქტომბერი-ნოემბერი,2024 – 88,000 USD
ფაქტების გადამოწმების პორტალი “მითების დეტექტორი” Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს. “მითების დეტექტორი” სოციალურ ქსელში გავრცელებული შინაარსის სუზუსტეს სწავლობს და აფასებს, რაც ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ყალბად მონიშვნის შემდეგ, ფეისბუკი მოცემულ ინფორმაციას საინფორმაციო ველში შედარებით დაბლა აჩვენებს, მის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს, ხოლო ადამიანებს, რომლებიც პოსტს ხედავენ ან მის გაზიარებას ცდილობენ, აფრთხილებს, რომ ის ყალბად არის მინიშნული. ფეისბუქი “მითების დეტექტორს” ამ სერვისის განხორციელებაში ანაზღაურებას უხდის, თუმცა მას არ აქვს და არც სურს ჰქონდეს გავლენა “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ შინაარსზე.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება Meta-ს მიერ, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) წევრ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.