მასონები თუ კომუნისტები? – რა საფრთხეზე საუბრობდა ჯონ კენედი 1961 წელს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4.9k
VIEWS

2021 წლის 19 ივნისს ფეისბუქ ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ ამერიკის შეერთებული შტატების 35–ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ფოტოსურათის თანხლებით პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოს თან ერთვის კენედის შემდეგი ციტატა:

 

 

 

“ჩვენ მთელს მსოფლიოში მონოლითური და დაუნდობელი შეთქმულება გვეწინააღმდეგება, რომელიც ძირითადად ფარულ საშუალებებს ეყრდნობა თავისი გავლენის სფეროს გასაფართოვებლად – ინფილტრაციას შეჭრის ნაცვლად, დივერსიას არჩევნების ნაცვლად, დაშინებას თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, ღამით პარტიზანობას დღისით ჯარის ნაცვლად.”

გარდა ამისა, ფოტოზე გამოსახულია პირამიდა, რომელიც, ავტორის მტკიცებით, გამოსახავს „მსოფლიოს უხილავი მთავრობის“ სტრუქტურას და მოიცავს ისეთი ცნობილი საიდუმლო საზოგადოებების სიმბოლოებს, როგორებიც არიან თავისუფალი მასონები და ილუმინატები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კენედის ციტატა სწორედ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს ეხებოდა.

;

„ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” პოსტი ნაწილობრივ მცდარია. აღნიშნული ციტატა მართლაც ეკუთვნის ჯონ ფიცჯერალდ კენედის, თუმცა ის კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. აშშ–ს პრეზიდენტი არა „მსოფლიოს უხილავ მთავრობასა“ და საიდუმლო საზოგადოებებზე, არამედ ცივი ომის პერიოდში ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეებზე – კომუნისტებსა და საბჭოთა კავშირზე, საუბრობდა.

ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს გავრცელებული ციტატა, „პრეზიდენტი და პრესა“ ეწოდება და მისი სრული ტრანსკრიპტის ხილვა კენედის სახელობის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა შესაძლებელი.

1961 წლის 27 აპრილს კენედი ნიუ იორკში „ამერიკული გაზეთების გამომცემლების ასოციაციას“ შეხვდა და პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ბევრი ჟურნალისტისთვის დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ოფიციალურად აშშ–სთვის ომი არავის გამოუცხადებია და ამიტომ ხშირად ისეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში არ გამოაქვეყნებდნენ. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ, რეალურად, ამერიკა საომარ ვითარებაში იმყოფება და ქვეყნის მოკავშირეებს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებათ.

სიტყვით გამოსვლის იმ ფრაგმენტში, რომელიც ფეისბუქ ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ გაავრცელა, საუბარია ცივი ომის პერიოდში აშშ–ს მოწინააღმდეგე საბჭოთა კავშირის მიერ გამოყენებულ არაკონვენციურ საომარ ტაქტიკაზე. ერთი შეხედვით, დამაბნეველი შეიძლება იყოს ის, რომ კენედი საბჭოთა კავშირს ღიად არ ახსენებს, თუმცა მისი სიტყვის მომდევნო ნაწილიდან კარგად ჩანს, რომ პრეზიდენტი არა რომელიმე საიდუმლო ორგანიზაციაზე, არამედ სწორედ კრემლზე საუბრობს:

„მისი ზრახვები ფარულია და არა აფიშირებული. მისი შეცდომები დამარხულია და არა სტატიების სათაურებად დაბეჭდილი. მის დისიდენტებს აჩუმებენ, არათუ აქებენ. არანაირ ხარჯს არ აყენებენ ეჭვქვეშ, არანაირ მითქმა–მოთქმას არ ბეჭდავენ, არანაირ საიდუმლოს არ ამხელენ. ცივ ომს  საომარი დროის შესაფერისი იმგვარი დისციპლინით წარმართავს, რომლის მსგავსის იმედი ან სურვილიც ვერცერთ დემოკრატიას ვერ ექნება.“

ამრიგად, კენედი მიიჩნევს, რომ ცივ ომში ერთ-ერთი ტაქტიკა, რომელსაც საბჭოთა კავშირი იყენებს არის ტოტალიტარული წყობის და სახელმწიფო ცენზურის მეშვეობით ინფორმაციის გასაიდუმლოება, რაც მოწინააღმდეგეებს მათი ზრახვების ამოცნობას ურთულებს. იგი აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ–ერთი უმთავრესი ღირებულებაა და რადგან აშშ მედიას ამგვარ კონტროლს ვერ დაუწესებს, გაზეთების გამომცემლებს მოუწოდებს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად გაანალიზონ და ისეთი ინფორმაცია მომავალში აღარ დაბეჭდონ, რომელიც ამერიკის მტრებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

გასათვალისწინებელია ისტორიული კონტექსტიც. შეხვედრამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე CIA–ს მიერ დაგეგმილმა “ღორების ყურის ოპერაციამ” სრული კრახი განიცადა. სადესანტო ოპერაცია კუნძულ კუბაზე ფიდელ კასტროს კომუნისტური ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად. კენედის მიაჩნდა, რომ წარუმატებლობა ნაწილობრივ ინფორმაციის გაჟონვამ განაპირობა.

შეთქმულების თეორეტიკოსები ამ  სიტყვით გამოსვლიდან ფრაგმენტებს ხშირად იყენებენ იმის დასასაბუთებლად, თითქოს კენედი საიდუმლო ორგანიზაციებს უპირისპირდებოდა. აღნიშნულ ციტატას ვხვდებით 2007 წელს გამოცემულ ინგლისურენოვან წიგნში “The Big Lie, Exposed!” (“დიდი ტყუილი გამოაშკარავებულია!”), რომლის ავტორიც ბიბლიისა და მსოფლიო ისტორიის შესახებ ალტერნატიულ ანალიზს გვთავაზობს და მიიჩნევს, რომ კენედი როტშილდების ოჯახს დაუპირისპირდა, რის გამოც ერთ–ერთმა საიდუმლო საზოგადოებამ პრეზიდენტი 2 წლის შემდეგ მოკლა. კენედის სიტყვები ხშირადაა განხილვის საგანი რუსულ ინტერნეტ სივრცეშიც, სადაც ასევე მიიჩნევენ, რომ ეს განცხადება პრეზიდენტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ფრაგმენტები კენედის ამ გამოსვლიდან 2018 წელს ქართულ ფეისბუქ გვერდზე „შეხედე სამყაროს რეალურად“ გამოქვეყნდა, თუმცა, მაშინ პოსტის ავტორი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა განცხადება არა 1961 წელს, არამედ 1963 წელს მკველობამდე 10 დღით ადრე გააკეთა.

;

ფეისბუქ ანგარიში „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ ჯონ კენედისა და საიდუმლო საზოგადოებების დაპირისპირების შესახებ დეზინფორმაციას 2021 წლის 29 მარტსაც ავრცელებდა. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ „მითების დეტექტორის“ მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist