მართლმადიდებლური ტაძარი უცხოეთში თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
447
VIEWS

3 აპრილს ფეისბუქ-გვერდმა “მართლმადიდებლური გვერდი” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ეკლესიის წინ დანთებული ცეცხლი და რამდენიმე ათეული ადამიანი ფერადი დროშებით ხელში ჩანს. პოსტის თანახმად, ეს “მართლმადიდებლური ტაძარია უცხოეთში” და “ოდნავ რომ გაუტარებ ლგბტ პროპაგანდისტებს, ამდენსაც გაგიბედავენ”.

Screenshot 1 6 | mythdetector.com

ფოტო, რომელზეც ეკლესიის წინ ცეცხლი და ფერადი დროშები ჩანს, რეალობას არ ასახავს. ამაზე რამდენიმე დეტალი, მათ შორის ხარვეზიანი ვიზუალი, არაბუნებრივი კონტურები და არასწორი დიზაინის დროშები მიგვანიშნებს. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ფეისბუქ-გვერდმა აღნიშნული ფოტო 31 მარტს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Midjourney-ში დააგენერირა.

1. არაბუნებრივი კონტურები და ხარვეზიანი ვიზუალი

გამოცემა Forbes-ის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იმის დასადგენად, არის თუ არა ფოტოსურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, ხელებზე დაკვირვებაა, ამის მიზეზი ისაა, რომ Midjourney-სთვის ხელების გენერირება საკამაოდ რთულია. თუ ფოტოზე ეკლესიის მარჯვენა მხარეს მდგომ ერთ-ერთ ადამიანს ხელზე დავაკვირდებით, დავინახავთ, მისი მტევანი მთლიანად არ ჩანს და თანაც მომწვანო ფერის ფიგურაშია გადაზრდილი, თუმცა ეს დროშა არ არის. სავარაუდოდ, ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ ფოტოს გენერირებისას გამოვლენილი ერთგვარი ხარვეზია.

Screenshot 2 7 | mythdetector.com

როგორც Washington Post წერს, AI ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ნახატისებური და პრიალა ვიზუალია. თუ ფოტოზე მარცხენა მხარეს ხეებსა და ჰაერში აღმართულ დროშას დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ისინი უფრო ნახატს გავს, ვიდრე ფოტოს.

Screenshot 3 6 | mythdetector.com

2. უზუსტობები დროშებზე

პოსტის ავტორი წერს, რომ ფოტო უცხოეთში მართლმადიდებლური ტაძრის წინაა გადაღებული, ის ასევე ლგბტქ თემზეც მიანიშნებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ნაჩვენები დროშებიდან ე.წ. ცისარტყელას დროშა არცერთი არაა, რადგან დროშის ფერებში უზუსტობებია. ასევე დროშები ფოტოს მარჯვენა ნაწილში ბოლივიისა და ესპანეთის დროშებს წააგავს,  შესაბამისად, ამ სამი არაზუსტი დიზაინის დროშის ერთად რომელიმე მართლმადიდებლური ტაძრის წინ გამოჩენა არალოგიკურია.

ფოტოს მარჯვენა ნაწილში არაერთ ფერად დროშას ვხედავთ, თუმცა ე.წ ცისარტყელას დროშა არცერთი არაა, ვიზუალურად ცისარტყელას დროშასთან ყველაზე ახლოს მყოფ დროშასაც კი ბოლო, იასამნისფერი ზოლი აკლია.

Screenshot 4 6 | mythdetector.com

ფოტოს მარჯვენა ნაწილში კი რთული გასარჩევია, რა დროშები უჭირავს ხალხს. წითელ, ყვითელ და მწვანეზოლიანი დროშა ბოლივიის დროშას ჰგავს, თუმცა მას ბოლივიის გერბი აკლია. მსგავსი შემთხვევაა წითელ და ყვითელ ფერების დროშაც, რომელიც ესპანეთის დროშის მსგავსია, თუმცა აქაც არ ჩანს ესპანეთის გერბი, რომელიც ესპანეთის დროშაზეა გამოსახული.

Screenshot 5 6 | mythdetector.com

ფოტო Reverse Image Search-ითაც გადავამოწმეთ, თუმცა ძიებისას იდენტური ან სხვა რაკურსით გადაღებული მსგავსი ფოტო ვერცერთმა ხელსაწყომ (1, 2, 3) ვერ იპოვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ფოტოზე უცხოეთში მდებარე მართლმადიდებლური ტაძარი არაა გამოსახული.

Screenshot 6 6 | mythdetector.com

31 მარტს აღნიშნული ფოტო ფეისბუქ-გვერდმა Programming Natural-მა, 6 აპრილს კი Marketing Funny-მ სხვა რამდენიმე ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნეს, რომლებზეც სახლების ნანგრევები და ევროკავშირის დროშები ჩანს. პოსტებს იდენტური აღწერა ახლავს, რომლის მიხედვითაც ეს ფოტოები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Midjourney-მ მას შემდეგ დააგენერირა, რაც სთხოვეს, ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა საქართველო 2050 წელს, თუ ევროკავშირის წევრი გავხდებოდით.

Screenshot 7 6 | mythdetector.com

იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად რეალურია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შედეგები, რომლებიც ზემოთ ნაჩვენებმა ფეისბუქ-გვერდებმა გამოაქვეყნეს,  “მითების დეტექტორმა” იმავე შინაარსის მოთხოვნა პოსტში დასახელებულ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Midjourney-ზე გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმენაირად ფორმულირებული ფრაზის გამოყენების მიუხედავად, Midjourney-ს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის მდგომარეობის ჩვენებისას, ეკლესიის წინ ცეცხლი და პრაიდის დროშების ვიზუალი ფოტოში არ დაუგენერირებია.

Screenshot 8 6 | mythdetector.com Screenshot 9 5 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე შემთხვევაში პლატფორმამ “ევროკავშირში გაწევრიანებული საქართველოს” 2050 წელს სურათის წარმოდგენისას, ცარიელი ქუჩები და პოსტ-აპოკალიპტური ვიზუალის შენობებიც აჩვენა, თუმცა მსგავსი ვიზუალი უბრალოდ საქართველოს 2050 წელს წარმოდგენისასაც დააგენერირა, რომელშიც ნანგრევების ფონზე მხოლოდ ერთი ადამიანი ჩანს.

Screenshot 10 5 | mythdetector.com Screenshot 11 5 | mythdetector.com

პლატფორმამ ეკლესიის ფოტოები მხოლოდ იმის შემდეგ დააგენერირა, რაც მას ზუსტად ეს მოთხოვნა გავუგზავნეთ. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ Midjourney-ს პლატფორმას მაქსიმალურად კონკრეტულ და დეტალურ “ბრძანებას” არ მივცემთ, ის ფოტოების გენერირებისას ახალ დეტალებს, რომლებიც ბრძანებაში ნახენები არ იყო, ვიზუალში არ გამოიყენებს.

Screenshot 12 5 | mythdetector.com

Programming Natural-ისა და Marketing Funny-ს შესახებ

ფეისბუქ-გვერდი Programming Natural 2023 წლის 26 იანვარს შეიქმნა და მითითებული ინფორმაციის თანახმად, ის ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაა. გარდა ამისა, გვერდზე მისამართად უკრაინა, ხარკივის ოლქის ერთ-ერთი სოფელია მითითებული, ტელეფონის ნომერსაც უკრაინული კოდი აქვს, ხოლო Melanija Isaeva-ს სახელით ელექტრონული ფოსტის მისამართი ლატვიურია.

Screenshot 13 4 | mythdetector.com

ფოტო, რომელსაც გვერდი პროფილის ფოტოდ იყენებს, კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ვიზუალური მასალების პლატფორმა pexels.com-ზე იძებნება.

Screenshot 14 5 | mythdetector.com

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში Programming Natural-ის მიერ აპრილსა და მარტში დასპონსორებული რამდენიმე პოსტი ჩანს, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. მიმებია, თუმცა უშუალოდ ფეისბუქზე ეს პოსტები არ იძებნება.

Screenshot 15 6 | mythdetector.com

ფეისბუქ-გვერდი Programming Natural ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებზე იდენტური პოსტი მის მსგავს გვერდზე Marketing Funny-ზე გამოქვეყნდა. Programming Natural-ის მსგავსად, Marketing Funny-ს მისამართადაც უკრაინა, ამჯერად ხერსონის ოლქია მითითებული და ტელეფონის ნომერსაც უკრაინის კოდი აქვს.

Screenshot 16 6 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ Marketing Funny-საც იდენტური, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოსტები აქვს დასპონსორებული, რომლებშიც აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ევროკავშირში საქართველოს არ იღებენ.

Screenshot 17 5 | mythdetector.com

არქივის ბმულები: 

მართლმადიდებლური გვერდი

Programming Natural

Marketing Funny


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist