მართავს თუ არა ნატოს ლიდერებს ხელოვნური ინტელექტი და რა ჩანს NATO-ს მულტიმედიურ კოშკზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზინფორმაცია პროპაგადა
85
VIEWS

17 ივნისს ფეისქბუ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ნატოს 2021 წლის სამიტის გახსნის ცერემონიის ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ატორი ვიდეოს თანმხლებ კომენტარში სვამს კითხვას –  “ვინმეს სჯერა კიდევ, რომ ეს კლოუნები არიან ქვეყნის ლიდერები?” პოსტს შემდეგი ჰეშთეგები ერთვის: #ხელოვნური ინტელექტი, #ლუციფერი და #მხეცისსისტემა. ფეისბუქ მომხმარებელი ერთ-ერთი კომენტარში განმარტავს, თუ რატომ განათავსა ეს ვიდეო. განმარტების თანახმად, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხელოვნური ინტელექტისგან (AI) დავალებას, მათ შორის ყველა ბავშვის გენეტიკური ნანოტექნოლოგიით აცრის, ხოლო ეკრანზე 2030-ის გამოსახვა, პოსტის ავტორის მტკიცებით, მინიშნებაა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და დიდ გადატვირთვაზე, რომელიც რეალურად კაცობრიობის მოსპობას და შემცირებას ისახავს მიზნად.
;
მტკიცება იმის შესახებ, რომ ნატოს სამიტის გახსნაზე წარმოდგენილი ეკრანი წევრი ქვეყნების ლიდერებს ბრძანებებს აძლევდა და ის 2030 წელს გაეროს მიერ დაგეგმილ “დიდ გადატვირთვასთან” ანუ კაცობრიობის მოსპობასთნაა დაკავშირებული, შეთქმულების თეორიაა. რეალურად სამიტის გახსნაზე მულტიმედიურ კოშკზე გამოსახული ვიზუალები ნატოს 2030 წლის გეგმას უკავშირდება, რომელიც ალიანსის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

14 ივნისს ნატოს სამიტში 30 წევრი ქვეყნის ლიდერი  მონაწილეობდა. მათ სამიტის გახსნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების გახსნისას წარმოდგენილი იყო მულტიმედიური კოშკი, რომლის ეკრანზეც ნატოს, და არა გაეროს ან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის,  2030 წლის გეგმასთან დაკავშირებული ვიზუალური თვალსაჩინოებები ჩნდებოდა.

; ;
ეკრანზე ნაჩვენებ ვიზუალიზაციაში გამოყენებული იყო წევრი სახელმწიფოების დროშები, ასევე ნატოს საქმიანობის ამსახველი ფოტოები და რამდენიმე ენაზე ნატოს სამომავლო მიზნები.

;
“ნატო-2030: გავხადოთ ძლიერი ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი”  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ნატოს განვითარებას, კოორდინაციას, თანამედროვე სამყაროში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში ეფექტიანობის ამაღლებისა და მედეგობის გაძლიერების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს. ნატო 2030-ის სტრატეგია რამდენიმე  მიმართულებას მოიცავს, მათ შორის:

  • ნატოს როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის გარანტის როლის შენარჩუნებასა და განმტკიცებას;
  • თავდაცვის კუთხით მიზიდულობის ცენტრად დარჩენას;
  • საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში უფრო აქტიური როლის თამაშს;
  • ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებას;
  • მოკავშირე სახელმწიფოებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას.

ნატოს წლევანდელი ფორუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სწორედ ნატო 2030-ის დღის წესრიგის დამტკიცება იყო. რადგან, როგორც სამიტის შედეგად მიღებულ კომუნიკეშია აღნიშნული, ნატოს 2030 დღის წესრიგი ავსებს და ემყარება ნატოს მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო ადაპტაციის სტრატეგიას, აძლიერებს   ძირითადი ამოცანების შესრულების შესაძლებლობას  და  ნატოს ალიანსის კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს უწყობს.

2030 წელს დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და “დიდი გადატვირთვასთან” დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” არა ერთი კონსპირაცია და მანიპულაცია გადაამოწმა. რეალურად, “დიდი გადატვირთვა” არა “კაცობრიობის მოსასპობად დაგეგმილი ღონისძიება”, არამედ COVID-19-ის კრიზისის საპასუხო ინიციატივაა. დამატებით იხ. “მითების დეტექტორის მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist