მარშალპრესი ხელოვნური ინტელექტის ფოტოს აქტივისტად წარმოაჩენს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ხელოვნური ინტელექტი
102
VIEWS

21 ივლისს მარშალპრესმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი ახალგაზრდა, სახეზე ტატუირებული ქალის ფოტოთი და შემდეგი ციტატით: “ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ამ “რუსულ ოცნებას”. პოსტის თანახმად, ციტატა აქტივისტ ნორა სანიკიძეს ეკუთვნის.

ხელოვნური ინტელექტი

მარშალპრესის მიერ გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული, ნორა სანიკიძე გამოგონილი სახელია და რეალურ ადამიანს არ წარმოადგენს. პოსტი, სავარაუდოდ, აქტივისტების დისკრედიტაციას ემსახურება.

მარშალპრესის მიერ საინფორმაციო ბარათზე გამოყენებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული. ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რომ ფოტო AI-ის გამოყენებითაა გენერირებული, ტატუა. წარბს ზევით ტატუ, რომელიც წესით წარწერა უნდა იყოს, არ იკითხება და მხოლოდ მონახაზით ჰგავს სიტყვას.

ხელოვნური ინტელექტი

გარდა ამისა ფოტოს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სახეების ამოცნობის ხელსაწყოში Am I Real?-ში გატარებისას, თვალსაჩინო ხდება, რომ სახეს ხოლოვნურად გენერირებული სახის ნიშნები აქვს. კომპიუტერული ტექნოლოგიით ადამიანის სახის გენერირებისას თვალებსა და პირს შორის ერთი და იგივე სიმეტრიაა დაცული.

ხელოვნური ინტელექტი
გენერაციული ტექნოლოგიით შექმნილი ადამიანის სახეზე თვალებსა და პირს შორის სიმეტრია – იგივე სიმეტრია მარშალპრესის მიერ გავრცელებულ ფოტოზე

მარშალპრესის პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ მკითხველები პოსტს და “ნორა სანიკიძეს” რეალურად აღიქვამენ.

საპროტესტო აქციების და აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი მანიპულაციური პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

წყარო

მარშალპრესი
მარშალპრესი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist