მარკ კუკურეია და საქართველოს რუკა – რა სატირული ფოტო ვრცელდება ფეხბურთელზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მარკ კუკურეია და საქართველოს რუკა
193
VIEWS

15 ივლისს სოციალურ ქსელში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის, მარკ კუკურეიას ფოტო გავრცელდა, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიას ასახავს. ფოტოზე ესპანელ მცველს საქართველოს რუკის კონტურის ამსახველი ტატუ აქვს გამოსახული, აღწერაში კი ვკითხულობთ “ამით ყველაფერი ნათქვამია, მანუჩარ კუკურელიას საქართველოს რუკის ტატუ.” 

Screenshot 2024 07 23 at 5.32.10 PM მარკ კუკურეია და საქართველოს რუკა - რა სატირული ფოტო ვრცელდება ფეხბურთელზე?

 

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და სავარაუდოდ სატირული შინაარსით შეიქმნა. მსგავსი ტატუ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს ფეხზე არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქზე ბოლო კვირებში აქტიურად ვრცელდება ხუმრობა კუკურეიას მეგრული წარმოშობის შესახებ.

მარკ კუკურეიას ფეხზე გამოსახულ საქართველოს რუკის კონტურს პროგრამული დამუშავების კვალი შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების დაჯილდოების ცერემონიის ამსახველ ვიდეოკადრებში კი ვხედავთ, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე ტატუ საერთოდ არ აქვს. 

Screenshot 2024 07 23 at 5.33.43 PM მარკ კუკურეია და საქართველოს რუკა - რა სატირული ფოტო ვრცელდება ფეხბურთელზე?
ავთენტიკური ფოტოები

სოციალურ ქსელში მარკ კუკურეიას შესახებ სატირული შინაარსის პოსტები საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული მერვედფინალური მატჩის შემდეგ აქტიურად ვრცელდება. მათი უმეტესობა ესპანელი ფეხბურთელის გვარის ჟღერადობის მეგრულ გვარებთან მსგავსებაზე ამახვილებს ყურადღებას და ხუმრობით ამტკიცებს, რომ მარკ კუკურეია ქართველია. 

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist