მანიპულაცია, თითქოს Disney-მ თანხა გენდერული კლინიკების დასაფინანსებლად გამოყო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Disney
189
VIEWS

8 ივლისს გიორგი ახვლედიანის საავტორო გადაცემაში “ლიბერალიზმის ანატომია“, რომელიც პროსახელისუფლებო POSTV-ის ეთერში გადის, ჟურნალისტმა დათა გვასალიამ თქვა, რომ 2018 წელს კომპანია Disney-მ საბავშვო კლინიკების დასაფინანსებლად გამოყო 100 მილიონზე მეტი და, მათ შორის, დააფინანსა გენდერული კლინიკები – ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფო, ბლანკის ბავშვთა საავადმყოფო, ტეხასის ბავშვთა საავადმყოფო, ლოს ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფო და ონლაინ სამედიცინო პორტალი, რომელიც ბავშვებს სთავაზობს გენდერული მომსახურების სერვისებს.  

Screenshot 2024 07 11 at 11.00.07 AM მანიპულაცია, თითქოს Disney-მ თანხა გენდერული კლინიკების დასაფინანსებლად გამოყო

“ლიბერალიზმის ანატომია” Disney-ის მიერ ბავშვთა კლინიკების დაფინანსებაზე ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებს და წარმოაჩენს ისე, თითქოს კომპანიამ გენდერული კლინიკები ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ხელშეწყობის მიზნით დააფინანსა. რეალურად, თანხები, რომელიც 2018 წელს გამოიყო, მოხმარდა კლინიკებში მყოფი ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას – მათ შორის, მულტფილმების ჩვენებას, თემატური ოთახების შექმნას და ა.შ. 

“ლიბერალიზმის ანატომიის” სიუჟეტის სახელწოდება “გარყვნილების მედია მხარდაჭერაა” და მოიცავს მტკიცებებს, თუ როგორ უჭერენ მხარს ცნობილი მედიასაშუალებები და კომპანიები “ლგბტ პროპაგანდას”. სიუჟეტში ამ მიმართულებით არის ნახსენები Disney და ნაჩვენებია ABC NEWS-ის სტატია, რომელიც 2018 წლის 7 მარტსაა დაწერილი და კომპანიის მიერ საავადმყოფოში მყოფ ბავშვებსა და მათ მშობლებზე ზრუნვისთვის გამოყოფილ 100 მილიონ დოლარზე მეტ თანხას ეხება. POSTV-ის ჟურნალისტის ტექსტით, რომლის მიხედვითაც დაფინანსებულ საავადმყოფოებს შორის არის “გენდერული კლინიკები”, იქმნება შთაბეჭდილება, რომ Disney-მ საავადმყოფოები სწორედ ამ მიზნისთის – სქესის შეცვლისა და ჰორმონალური თერაპიის პროცედურების მხარდასაჭერად დააფინანსა. 

რეალურად, “ლიბერალიზმის ანატომია” Disney-ს მიერ გამოყოფილი თანხის მიზნობრიობის შესახებ მანიპულაციურ მტკიცებას ავრცელებს. ABC NEWS სტატიაში, რომელსაც სიუჟეტში აჩვენებენ, საუბარია უოლტ დისნეის კომპანიის მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფაზე, რომელიც საავადმყოფოებში ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით დაიხარჯა. გეგმის შესახებ 2018 წლის მარტში Disney Co.-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ იგერმა გამოაცხადა. კომპანიის მიერ გამოყოფილი შიდა რესურსები მოიცავდა ნაღდ ფულს, პროდუქტებსა და სერვისებს და მიზნად ისახავდა ბავშვების დახმარებას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელი მსოფლიოს კლინიკებში. პროგრამა 5 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. გამოსვლაში დირექტორი განმარტავდა, რომ Disney-ს შეეძლო, ნუგეში მოეტანა იმ ბავშვებისა და მშობლებისთვის, რომლებიც რთულ დროს გადიოდნენ.  

“ჩვენი საყვარელი პერსონაჟებისა და ლეგენდარული კრეატიულობის ძლიერი კომბინაციის გამოყენებით, ვგეგმავთ, გარდავქმნათ პაციენტების გამოცდილება მსოფლიოს გარშემო ბავშვთა საავადმყოფოებში – შევქმნათ პერსონალიზებული და მიმზიდველი ატმოსფერო, რომელიც შთააგონებს პატარა პაციენტებს და შეამსუბუქებს კლინიკაში დარჩენის სტრესს”. – თქვა მან.  

იგივე შინაარსის სტატია Disney-ს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. სტატიაში განხილულია ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც პროექტის განმავლობაში სურდათ – მაგალითად, თემატური ოთახები, Disney-ს პერსონაჟების ინტერაქტიული გამოსახულებები, თეთრეულები და ხალათები ბავშვების საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებით, მობილური “სათამაშო ეტლები”, რომლებიც მოიცავს Disney-ს თემატიკის თამაშებსა და აქტივობებს ოჯახის წევრებისთვის, დისნეის ფილმები და სატელევიზიო შოუები, რომელებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ოთახებში, ასევე საავადმყოფოში მოწყობილ კინოთეატრებში, ტრენინგები ექიმებისთვის, ექთნებისა და პერსონალისთვის.  

ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო, რომელშიც ინიციატივა განხორციელდა, ტეხასის ბავშვთა კლინიკაა, სწორედ იქ გადაღებული ფოტოებია გამოყენებული სტატიაში, რომლებშიც ჩანან მცირეწლოვანი პაციენტები და Disney-ს პერსონაჟების კოსტიუმებში ჩაცმული ანიმატორი. 

Disney
ფოტოები: Disney

ტეხასის საავადმყოფო აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი პედიატრიული და ქალთა ჯანდაცვის დაწესებულებაა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 4.9 მილიონამდე პაციენტი ჰყავს. კლინიკაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 000 ქალი მშობიარობს. საავადმყოფო აშშ-ის პედიატრიული საავადმყოფოების საუკეთესო ოთხეულში მუდმივად შედის და ნევროლოგიური დაავადებების განკურნების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს. “ლიბერალიზმის ანატომიის” ჟურნალისტი მას მანიპულაციურად მოიხსენიებს, როგორც “გენდერულ კლინიკას”. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევებზე მუშაობენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ Disney-ს დახმარება ბავშვებისთვის ამ სერვისის მიწოდების მიზნით გამოიყო ან მხოლოდ აღნიშნულ განყოფილებას მოხმარდა. 

ტეხასის საავადმყოფოს მსგავსად, მრავალი დეპარტამენტი აქვს ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოსაც. ის პაციენტებს სერვისს არაერთი მიმართულებით სთავაზობს, მაგალითად, აქვს ონკოლოგიის ცენტრი, ასევე, ანატომიური პათოლოგიის, ნევროლოგიისა და ათობით სხვა დეპარტამენტი, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ვებ-საიტზეა მოცემული. იგივე შეიძლება ითქვას ბლანკისა (1;2) და ლოს ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოებზე. 

შესაბამისად, სიუჟეტში, რომელიც დასავლეთში “ლგბტ პროპაგანდას” შეეხება, მანიპულაციურად არის მოყვანილი Disney-ის მიერ ბავშვთა საავადმყოფოების დაფინანსების მაგალითი და ინფორმაცია, რომ ისინი “გენდერულ კლინიკებს” წარმოადგენს. ჟურნალისტის ტექსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Disney-მ კლინიკები სწორედ ამ პროცედურების მხარდასაჭერად დააფინანსა, როდესაც რეალურად ინიციატივა კლინიკებში ბავშვებისა და მშობლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებდა, მათ შორის, ანიმატორების, მულტფილმებისა და თამაშების გზით.  

“მითების დეტექტორს” გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომიაში” გავრცელებული მცდარი და მანიპულაციური მტკიცებები წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist