მანიპულაცია, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილე ჩინური კომპანიის ე.წ. Entity List-ში შეყვანა მის სანქცირებას არ გულისხმობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ანაკლიის პორტი
253
VIEWS

30 მაისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსორციუმში შემავალი ერთ-ერთი კომპანია აშშ-ის ე.წ. Entity List-ში ყავს შეყვანილი, რაც მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, თუმცა, სამინისტრო ირწმუნება, რომ ეს “გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას”. 

სამინისტროს განცხადება უცვლელად გამოაქვეყნა Business Insider Georgia-მ, თუმცა მასალაში არ არის დაკონკრეტებული ინფორმაციის წყარო. განცხადების ნაწილი, CCCC-სთვის აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის გარეშე, ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა POSTV-მ.

anaklia1 | mythdetector.com

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადება მანიპულაციურია, რადგან ამტკიცებს, რომ ე.წ. Entity List-ში შეყვანის მიუხედავად, ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმში შემავალი ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) სანქცირებული არ არის. რეალურად, კომპანია დაწესებული შეზღუდვების გამო აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის კონსოლიდებული სანქციების სიაშია შეყვანილი. კომპანიას და მის შვილობილ CCCG-ს სანქცირებულად მოიხსენიებენ აშშ-ის საელჩო საქართველოში და აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის საიტზე ვკითხულობთ, რომ CCCC და მისი შვილობილი 5 კომპანია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური სამხედრო კუნძულების აშენებაში მონაწილეობის გამო  ე.წ. Entity List-ში 2020 წელს შეიყვანეს , რითაც შეზღუდვები დაწესდა ამ კომპანიებისათვის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციებით განსაზღვრული საქონლის მიწოდებაზე და ამისათვის საჭირო გახდა სპეციალური ნებართვის მიღება. ამჟამად აღნიშნული კომპანიები ირიცხება Non-Sdn Chinese Military-Industrial Complex Companies სიაში, რაც სანქცირებული ჩინური კომპანიების სიას წარმოადგენს. 2021 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ადამიანის უფლებების დარღვევის და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის გამო აღმასრულებელი ბრძანებით ამერიკულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ჩინეთის არმიასთან კავშირში მყოფ კომპანიებში ინვესტირება აუკრძალა. ამ კომპანიებს შორის აღმოჩნდა CCCC და მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია CCCG.

anaklia2 | mythdetector.com

მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებისა, რომ აღნიშნული შეზღუდვები სანქციებს არ წარმოადგენს, CCCC გვხვდება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქციების სიაში. ეს სია, რომელსაც კონსოლიდებული სანქციების სია ეწოდება, მოიცავს იმ პირებს და ორგანიზაციებს, რომელთათვისაც არა-დამბლოკველი ზომებია შემოღებული, მათ შორის კონკრეტული ტიპის ტრანზაქციებზე, ინვესტირებაზე და სხვადასხვა ტიპის საქმიანობაზე.

anaklia3 | mythdetector.com

CCCC-სათვის დაწესებულ შეზღუდვებს 2020 წლის განცხადებაში სანქციებად მოიხსენიებს საქართველოში აშშ-ის საელჩოც.

anaklia4 | mythdetector.com

გამოცემა “აქცენტთან” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა CCCC-ს შვილობილ CCCG-ზე ისაუბრა და თქვა, რომ კომპანია სანქცირებულია სამხედრო და სადაზვერვო-კვლევითი საქმიანობის, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარების გამო.

აღსანიშნავია, რომ CCCC-სათვის შეზღუდვები მხოლოდ აშშ-ს არ აქვს დაწესებული. 2011-დან 2017 წლამდე მსოფლიო ბანკმა კომპანიას და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს 2009 წელს ფილიპინებში გზის მშენებლობის პროექტში თაღლითობის სკანდალის გამო მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა აუკრძალა.

2014 წელს CCCC-ს ტანზანიამ პორტის მშენებლობის კონტრაქტი შეუჩერა, რის მიზეზადაც პროექტის ხელოვნურად გაბერილი ფასები დასახელდა.

თაღლითობის, კორუფციისა და გარემოს დაზიანების გამო მორიგ სკანდალში კომპანია 2018 წელს მალაიზიასა და ეკვატორულ გვინეაში მიმდინარე მშენებლობების დროსაც გაეხვა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, მსოფლიო ბანკი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist