მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

91
VIEWS

28 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა პოლიტიკოსები 1 ლარიდან გამოაქვეყნა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილი ხალხის ფოტო, რომლის აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 28 ოქტომბრის აქციაზე ცოტა ადამიანი მივიდა. ფეისბუქ გვერდის მტკიცებით, დემონტრაციაზე, რომელიც 7 საათზე უნდა დაწყებული, 8-ის წუთებზე “გაბრაზებული და გულანთებული ხალხი ტროტუარსაც ვერ ავსებს”. 

მსგავსი კადრები მოკლე ვიდეოდ გამოაქვეყნა ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა და დისკრედიტაციის კამპანიებში ჩართულმა გვერდმა “არ აგარევინებთ”. ვიდეოს აღწერაც ხალხის სიმცირეს უსვამს ხაზს. 

Screenshot 2024 10 31 162742 მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა

აქციასთან დაკავშირებული პოსტები მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა. გავრცელებული კადრები 18:51 და 19:00-ზეა გადაღებული, ხოლო 19:10-ისთვის რუსთაველის გამზირი ხალხის სიმრავლის გამო უკვე გადაკეტილი იყო. 

27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და 28 ოქტომბერს, 19:00-ზე პარლამენტის წინ აქციაა დააანონსა. 

სალომე ზურაბიშვილი:არ ვაღიარებთ არჩევნებს. არ ვეგუებით რუსეთს და მის ამ ფორმით შემოსვლას საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას. ჩვენ დავდგებით ერთად, ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, ქარტიას… მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და ის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები”.

ფოტო, რომელსაც პოლიტიკოსები 1 ლარიდან ავრცელებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00-იანი გამოშვების “მოამბის” პირდაპირი ეთერიდან არის ამოჭრილი. ზუსტად კადრი “მოამბის” ეთერში 19:00 წუთზე ჩანს. 

Screenshot 2024 10 31 162921 მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა

გვერდის “არ აგარევინებთ” გავრცელებული ვიდეოც “მოამბის” იმავე გამოშვებიდან, დაახლოებით 18:51 წუთზეა მოჭრილი. კადრებში ჩანს ერთი და იგივე, თეთრში ჩაცმული ადამიანი რომელიც სკუტერით გადაადგილდება.

Screenshot 2024 10 31 162941 მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა

შესაბამისად გავრცელებული ვიზუალური მასალები ასახავს აქციის დაწყებამდე 10 წუთით ადრე და უშუალოდ 19:00-ზე მდგომარეობას. 19:09 წუთისთვის რუსთაველის გამზირი ხალხის სიმრავლის გამო გადაიკეტა, შესაბამისი ფოტო ტელეკომპანია “ფორმულამ” გამოაქვეყნა.

Screenshot 2024 10 31 162951 მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა

გარდა ამისა, ფეისბუქზე 19:10-ზე დაწყებული “მთავარი არხის” საგანგებო პირდაპირ ეთერშიც ჩანს, რომ ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია და ხალხი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის შენობამდე დგას.

Screenshot 2024 10 31 163005 მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა

ტელეკომპანია “ფორმულამ” ასევე გაავრცელა აქციაზე დრონის მიერ გადაღებული კადრები, სადაც ხალხის სიმრავლე ჩანს. 28 ოქტომბრის აქციის ამსახველი ფოტოები, სადაც ხალხის სიმრავლე ჩანს, ასევე გაავრცელა (1,2,3) ფოტოგრაფმა ეზ გაბერმა.

Screenshot 2024 10 31 163058 მანიპულაცია, თითქოს 28 ოქტომბრის აქციაზე ხალხი არ მივიდა

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist