მაღაზიიდან მანეკენის მოპარვის კადრებს თბილისში მიმდინარე პროტესტთან კავშირი არ აქვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მანეკენი
71
VIEWS

18 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ირმა ხახუტაიშვილმა გამოაქვეყნა (1;2) ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ამტვრევს კაცი მაღაზიის კარს, გამოაქვს მანეკენი და გარბის. ხახუტაიშვილი ვიდეოს ურთავს შემდეგ აღწერას: “ხალხი დააკლდათ დააა მოქმედებაზე გადავიდნენ”, რითაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს მოვლენა უკავშირდება თბილისში, ჭავჭავაძის მოედანზე დაწყებულ 16 ნოემბრის საპროტესტო აქციას. კომენტარების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილის აზრით, შემთხვევა თბილისში, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მოხდა და მასში აქტივისტი მონაწილეობს. 

მანეკენი

მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ მოიპარა მამაკაცმა მანეკენი მაღაზიიდან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირდება, დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიდეო 2020 წელსაა გადაღებული და ის საქართველოში მომხდარ ფაქტს არ ასახავს. 

“მითების დეტექტორმა” გავრცელებული ვიდეოს გადამოწმებისათვის გამოიყენა კადრების უკუძიების მეთოდი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის უკვე 4 წელზე მეტია, რაც ინტერნეტში, სხვადასხვა საიტზე ვრცელდება, მათ შორის Facebook-ზე და X-ზე. უმეტეს შემთხვევაში, ვიდეოზე დატანილია გადაღების თარიღი და დრო – 2020 წლის 25 სექტემბერი.

მანეკენი

ყველაზე ადრე, 2020 წლის 30 სექტემბერს ვიდეო რუსულ ტელეგრამ არხზე “Mash” არის გამოქვეყნებული. აღწერაში ვკითხულობთ, რომ კადრები გადაღებულია რუსეთის ქალაქ სტავროპოლში. რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა Комсомольская правда-მ მომდევნო დღეს დაწერა, რომ მსგავსი კრიმინალური ინციდენტის შესახებ სტავროპოლის პოლიციისთვის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არავის მიუმართავს. 

მანეკენი

“მითების დეტექტორმა” 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაციის შემცველი მტკიცება გამოავლინა. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა და ისიც დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებშიც მონაწილეობდა. 

არქივი: 1;2 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist