ვინ მანიპულირებს მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებით მსხვერპლის მოთხოვნის თემაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მაკკეინის ინსტიტუტი
95
VIEWS

27 დეკემბერს გამოცემასთან “საქართველო და მსოფლიო” ინტერვიუში პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ განაცხადა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც მათ არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ მოამზადეს, საკრალური მსხვერპლის საჭიროებაზე იყო საუბარი. 

ასევე, 2024 წლის 19 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედი LIVE” პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, მაკკეინის ინსტიტუტი მიხვდა, რომ საქართველოში რევოლუცია ჩავარდნილი იყო და მსხვერპლის გარეშე ესკალაცია არ მოხდებოდა.

ირაკლი გოგავა: “აი ეს არის  მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც შეაფასა არსებული სიტუაცია, ოთხი თუ ხუთი დღე იყვნენ, მიხვნენ რომ ჩავარდნილი იყო რევოლუცია და დაწერეს თავისი დასკვნა რომ მსხვერპლის გარეშე ესკალაცია არ იქნებაო.”

მაკკეინის ინსტიტუტი

მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნაში მსხვერპლთან დაკავშირებულ ჩანაწერზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება და ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მაკკეინის ინსტიტუტი მსხვერპლის საჭიროებაზე საუბრობს. რეალურად, დასკვნაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და ნათქვამია, რომ ამ ძალადობის შედეგი შეიძლება იყოს გარდაცვალება, რაც შეამცირებს ქვეყანაში სტაბილურობის შესაძლებლობას, ეს შეფასება კი მხოლოდ რისკის ანალიზის ნაწილია და არ წარმოადგენს რაიმე სახის მოწოდებას ან სურვილს მხვერპლის საჭიროებაზე.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ საქართველოს პოსტ-არჩევნების პერიოდის შესახებ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც 2024 წლის 16 დეკემბრს გამოქვეყნდა,  ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ამ პროცესებზე ძალადობრივი ინციდენტების გავლენაზე. დოკუმენტში  ნათქვამია, რომ ძალადობის შედეგი შესაძლოა იყოს გარდაცვალება, რაც  შეამცირებს ქვეყნაში სტაბილურობის შესაძლებლობას. თუმცა, ეს შეფასება მხოლოდ რისკის ანალიზის ნაწილია და ნიშნავს იმას, რომ ძალადობის გაგრძელება შესაძლოა უფრო საშიში იყოს ქვეყნისთვის, რადგან ის კრიზისს უფრო მეტად გააღრმავებს. 

“[მაკკეინის ინსტიტუტის] მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი გამოხატვის მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის მასშტაბითა და სიმძიმით. სასწაულია, რომ ჯერ არავინ მომკვდარა, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელ შემთხვევაში, თუ მთავრობის ხელით დაიღუპებიან ადამიანები, პოლიტიკური გარემო შეიძლება კიდევ უფრო მყიფე გახდეს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

შესაბამისად, დოკუმენტის ნაწილი არ ამბობს, რომ “საკრალური მსხვერპლი” აუცილებელია, არამედ მხოლოდ განმარტავს, რომ მსხვერპლი, როგორც ძალადობის შედეგი, მყარი სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. განცხადებაში არ გვხვდება არცერთი ფრაზა ან მტკიცება, რომელიც მხარს უჭერს ან ამართლებს მსხვერპლის გამოყენებას პოლიტიკურ კონტექსტში. 

  • კიდევ რა წერია მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნაში?

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული დასკვნა ეხება როგორც საქართველოში წინასაარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდს. დოკუმენტში მოცემულია შეფასებები წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი ზეწოლის, მანიპულაციების, დეზინფორმაციის და საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული სერიოზული დარღვევების შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, ბიულეტენების ჩაყრას, მრავალჯერადად ხმის მიცემას, ამომრჩევლების დაშინებას და სტატისტიკურ შეუსაბამობებს, მანამდე კი სახელმწიფო რესურსების არაკანონიერი გამოყენებას. ასევე ანგარიშში აღინიშნა ინფორმაციული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ამომრჩეველთა დაშინებას  ომის საფრთხეებით.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოსტსაარჩევნო პერიოდს და აღნიშნულია ისიც, რომ არჩევნების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ოთხი წლით შეჩერება, რასაც მასობრივი მშვიდობიანი პროტესტები მოჰყვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამოქალაქო პროტესტების წინააღმდეგ გამოიყენება ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან დემონსტრანტებს. მრავალი ადამიანი სერიოზულად დაშავდა, მათ შორის, მოტეხილობებით და ტვინის შერყევებით. პროტესტის მონაწილეები ციხეში ხშირად მცდარი ბრალდებებით ხვდებოდნენ.  აღნიშნულია ასევე მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები და ოფიციალური ძალების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლა. მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებით, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ამცირებს ქვეყნის დემოკრატიულ სტანდარტებს, რაც ავტორიტარული მმართველობის ფორმირებისკენაა მიმართული. ინსტიტუტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს სანქციები და სხვა ზომები საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.

წყაროს შესახებ

ირაკლი გოგავა “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელია. 1999-2004 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენელი იყო.   გოგავას მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

თამარ კიკნაძის მიერ გავრცელებული მანიპულაციური, კონსპირაციული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია. ამის შესახებ იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist