მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსი თუ რეზინის სამაგრი – რას ამზადებენ გავრცელებულ ვიდეოში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსი
40
VIEWS

5 მაისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Fa Ntina გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მასზე დატანილი წარწერის მიხედვით, მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსის დამზადებას ასახავს. 

იგივე ვიდეო მტკიცებით, რომ მასში ხელოვნური ქათმის ხორცის დამზადებაა ასახული, 2024 წელს გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1;2;3).

მაკდონალდსის-ქათმის-ნაგეთსი

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არა მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსის ან ყალბი ხორცის, არამედ რეზინის სამაგრების დამზადებას ასახავს. მასალა, რომელსაც ქათმის ხორცს ამსგავსებენ, რეზინის წარმოებისთვის გამოიყენება. ვიდეო იაპონიის ერთ-ერთ ქარხანაშია გადაღებული და სრულ ვერსიაში საბოლოო პროდუქტიც ჩანს.  

აღნიშნულ ვიდეოს უცხოენოვანი მომხმარებლები წლების გამნავლობაში სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად ავრცელებდნენ (1;2;3) მტკიცებით, რომ ის მაკდონალდსში ქათმის ხორცის დამუშავებას ასახავს.  

ქართულენოვანი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში ჩანს, რომ ის პლატფორმა X-ზე აქვს გავრცელებული მომხმარებელს სახელწოდებით “Dr. Nick”. მსგავსი ანგარიში ნამდვილად არსებობს და ის კვების შესახებ რჩევებს სისტემატურად აქვეყნებს, თუმცა აღნიშნული ვიდეო მის ანგარიშზე ამ დროისთვის (07/05) არ იძებნება.  

რეალურად, კადრებში ნაჩვენები პროცესი ქათმის ნაგეთსების დამზადებას არ ასახავს და ის მაკდონალდსის შენობაში არ არის გადაღებული. აღნიშნული კადრები აღებულია ვიდეოდან, რომელშიც მაყურებელს აჩვენებენ, თუ როგორ იწარმოება რეზინი. სრული ვიდეო ხელმისაწვდომია Youtube-ზე და, აღწერის მიხედვით, ის გადაღებულია იაპონიის ქარხანაში. ვიდეო გამოქვეყნებული აქვს ანგარიშს სახელწოდებით “ProcessX”, რომელიც აქვეყნებს იაპონიის ქარხნებში სხვადასხვა პროდუქტის წარმოების ვიდეოებს.   

ვიდეოზე დართული წარწერის მიხედვით, მასში ასახული რეზინის სამაგრების დამზადების პროცესი 1923 წელს დაფუძნებულ კომპანია Kyowa Co-ში მიმდინარეობს. 

მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსი
სქრინშოტი ProcessX-ის ვიდეოდან

ვიდეოს მიხედვით, პროდუქტის დასამზადებლად ბუნებრივი რეზინი გამოიყენება, რომელსაც შემდეგ დანამატებს დანადგარების საშუალებით ურევენ. მიღებულ მასას ზელენ, შემდეგ კი აბრტყელებენ და ახვევენ. დახვეული მასა მართკუთხედის ფორმებად იჭრება, რის შემდეგაც ნაჭრებს აერთიანებენ და დიდი მართკუთხედების ფორმებს აძლევენ. პროცესის სწორედ ამ ნაწილს ასახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო.

მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსი
რეზინის სამაგრების დამზადების პროცესი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დაბალი ხარისხის ვიდეოში იგივე კადრებია გამოყენებული.

მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსი
მარცხნივ: კადრი Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოდან. მარჯვნივ: კადრი არასწორი აღწერით გავრცელებული ვიდეოდან

დამზადების ვიდეოში ჩანს საბოლოო პროდუქტიც – რეზინის სამაგრები სახელწოდებით O’Band. აღნიშნული სამაგრები იძებნება Kyowa-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე, სადაც მითითებულია რომ ამ პროდუქტის გაყიდვით იაპონიის ბაზარზე კომპანია ლიდერობს. 

მაკდონალდსის ქათმის ნაგეთსი

ღია წყაროებით ხელმისაწვდომია არაერთი ვიდეო, რომელშიც აჩვენებენ, თუ რეალურად როგორ ამზადებენ სწრაფი კვების სხვადასხვა ობიექტში ქათმის ნაგეთსებს (1;2;3). 

2023 წელს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მტკიცებით, რომ ის ნაგეთსების დამზადებას ასახავს, ასევე გადაამოწმა ფაქტების გადამმოწმებელმა პაკისტანურმა ორგანიზაცია Soch Fact Check-მა.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist