ახალ ზელანდიაში ვაქცინის გამო გარდაცვლილ 30 ადამიანზე ლიზ განის ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ლიზ განი
46
VIEWS

30 აპრილსა და 1 მაისს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა, მაია თვალთვაძემ, ლადო ქართველიშვილმა და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1;2) გამოქვეყნეს იდენტური პოსტები, რომლებშიც აღნიშნავენ, რომ ახალზელანდიელი წამყვანის, ლიზ განის ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში ერთ დღეს 30 ადამიანს გაუკეთდა კოვიდ 19-ის ვაქცინა, რის გამოც მოკლე პერიოდში ყველა მათგანი გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელშიც ლიზ განი აღნიშნულ ბრალდებებს აყენებს, ლადო ქართველიშვილმა 2023 წლის 1 ნოემბერს გამოაქვეყნა

ლიზ განი

 

 ლიზ განი

ლიზ განის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალი ზელანდიის ერთ-ერთ კლინიკაში  კოვიდ 19-ის ვაქცინით ერთ დღეს აცრილი 30 ადამიანი მალევე გარდაიცვალა, მტკიცებულების გარეშეა. მას არ დაუსახელებია დეტალები და არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია. ამასთანავე, ამ ინფორმაციის გავრცელების მომენტში, ახალ ზელანდიაში ოფიციალური მონაცემებით კოვიდ-ვაქცინებთან გარდაცალების 4 შემთხვევა იყო დაკავშირებული.

ლიზ განი, რომლის ნამდვილი სახელი ელიზაბეტ ჯეინ კუნია, ახალზელანდიელი ყოფილი ტელეწამყვანი და პოპულისტური პარტია New Zealand Loyal-ის (ახალი ზელანდიის ერთგული) ლიდერია, რომელმაც 2023 წლის არჩევნებში ხმების 1.2% მიიღო, თუმცა პარტია 2024 წლის ივლისში, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზევე ოფიციალურად გაუქმდა. 2020 წლის პანდემიის დაწყების შემდეგ განი აქტიურად ჩაერთო ანტი-ვაქსერულ კამპანიაში და აცხადებდა, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საზიანო და ლეტალურია.  

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 2023 წლის 21 ოქტომბერს New Zealand Loyal-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ინფორმატორებისგან მიღებული ცნობების საფუძველზე დასტურდება, თითქოს ახალ ზელანდიაში კოვიდ 19-ის ვაქცინებით ათობით ათასი ადამიანია გარდაცვლილი. მან ასევე აღნიშნა ერთი კონკრეტული მაგალითი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ კლინიკაში 1 დღეს 30-მა პიროვნებამ მიიღო ვაქცინა და ვიდეოს გამოქვეყნების მომენტისთვის, ყველა მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო. განმა განაცხადა, რომ მან თავად ნახა ეს მტკიცებულებები და ადანაშაულებს მთავრობას მოქალაქეების სიკვდილში, რადგან მათ იცოდნენ ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ხალხს დაუმალეს. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ლიზ განს, მის პარტიას ან მათთან დაკავშირებულ რომელიმე ობიექტს არანაირი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ გაუზიარებია, რაც მის მტკიცებებში ეჭვების შეტანის საფუძველს ბადებს.

ლიზ განის ბრალდებები, ბრიტანულმა Full Fact-მა და ავსტრალიურმა AAP (Australian Associated Press)-ის ფაქტების გადამოწმების განყოფილებამ გამოიკვლიეს. მათ შეამოწმეს ახალი ზელანდიის სამთავრობო უწყებების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები, დაუკავშირდნენ როგორც ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და ჯანდაცვის სამინისტროს, ისე დარგის ექსპერტებსა და გვერდითი რეაქციების მონიტორინგის ცენტრს (CARM), რომელიც იკვლევს ვაქცინებთან დაკავშირებით გამოწვეული პრობლემების შემთხვევებს. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ განის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სრული აბსურდია და რეალურად ქვეყანაში მხოლოდ 4 გარდაცვალების შემთხვევა იყო დაკავშირებული ვაქცინებთან.  

ახალი ზელანდიის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, 2022 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, CARM-ში ფაიზერის ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაცვალების შესახებ სულ 184 განცხადება იყო შესული, რომელთა გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 163 შემთხვევა დიდი ალბათობით არანაირ კავშირში არ იყო ვაქცინასთან, 15 შემთხვევაში კი არასაკმარისი ინფორმაცია არსებობდა პასუხის დასადგენად. 4 შემთხვევა სავარაუდოდ ვაქცინების მიერ გამოწვეული მიოკარდიტის შედეგი იყო, 2 შემთხვევა კი კვლავ განხილვის პროცესში იყო. AAP ასევე შეეცადა დაკავშირებოდა ლიზ განს და მისგან მიეღო დამატებითი მტკიცებულებები მისი ბრალდებების გასამყარებლად, თუმცა პოლიტიკოსი მედიის შეკითხვას არ გამოეხმაურა. 

არქივი: (1;2;3)


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ახალი ზელანდია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist