რედაქტირებულია ვიდეო, რომელშიც თითქოს ლევან ხაბეიშვილს ბრიფინგის დროს აგინებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ლევან ხაბეიშვილს
59
VIEWS

26 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა “ავლიპა დეფილერაძე” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ბრიფინგის დროს აგინებენ. ვიდეოს გამავრცელებელი ანგარიში წერს: “ყველას როგორ უყვარხარ, ხაბე.” ვიდეოზე ვხედავთ პარტიის ცენტრალურ ოფისს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ლოგოებს.

ლევან ხაბეიშვილს

დამონტაჟებულია ვიდეო, რომელშიც ლევან ხაბეიშვილს ბრიფინგის დროს აგინებენ. “პირველი არხის” ეთერის ყურებით დგინდება, რომ ხაბეიშვილის საუბრის პარალელურად გინება არ ისმის და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ის შემდეგ დაამატეს. 

2023 წლის 2 თებერვალს ლევან ხაბეიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. მათ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდგომ, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მხარეებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა განიხილეს. ხაბეიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა: “ცხადია, ჩვენ გვქონდა საუბარი გამოსავლის გზებზე და იმაზეც, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მზად იქნება ყველა გამოწვევისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების პარალელურად.” 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების “მოამბის” ფრაგმენტია. ვიდეოზე მისი გაშვების ზუსტი დრო 15:11 – 15:12 საათი ჩანს. 2023 წლის 2 ნოემბრის 3-საათიანი “მოამბის” ყურებით ირკვევა, რომ ბრიფინგის დროს ლევან ხაბეიშვილისთვის არ უგინებიათ (დრო: 11:13) და სოციალურ ქსელში ვიდეო რედაქტირებული აუდიო მასალით ვრცელდება. 

ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი სხვა ტელევიზიებმაც გააშუქეს. მათ შორის, ტელეკომპანია “პირველმა”, “მთავარმა არხმა” (დრო: 36:10) და “ფორმულამ” (დრო: 33:00). საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, არც სხვა ჩანაწერებში ისმის, რომ განცხადების გაკეთებისას პოლიტიკოსს აგინებენ. 

ლევან ხაბეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელსა თუ სამთავრობო მედიაში არაერთხელ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია. “მითების დეტექტორმა” რამდენიმე ასეთი პოსტი უკვე გადაამოწმა

წყაროს შესახებ

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ავლიპა დეფილერაძე” ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული და პოსტებსაც, ძირითადად, მათ შესახებ აქვეყნებს. მან წარსულში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა გაავრცელა, რაც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist