ლეონ XIV ფოტოში სატანისტურ ნიშანს არ იყენებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

160
VIEWS

14 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა “Ekumenizm Religia Antixrista” გამოაქვეყნა ახლადარჩეული რომის პაპის ფოტო, რომელზე დაყრდნობითაც ის ამტკიცებს, რომ პაპი იყენებს სატანისტურ ჟესტს. კერძოდ, ფოტოზე ლეონ XIV-ს მარჯვენა ხელის ცერა, საჩვენებელი და ნეკა თითები აქვს გაშლილი, დანარჩენი ორი კი მოკეცილი. პოსტის ბოლოს ასევე გვხვდება ბმული, რომელსაც გადავყავართ ამავე ანგარიშის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც გარდაცვლილი პაპი ფრანცისკე ანალოგიურ ჟესტს აკეთებს, აღწერაში კი ავტორი წერს: “მანო კორნუტო”, ეს არის ოკულტისტთა და სატანის აღმსარებელთა ერთობის ნიშანი და “სატანური მისალმება”.

ლეონ XIV

მტკიცება, თითქოს გავრცელებულ ფოტოებში როგორც მოქმედი, ისე გარდაცვლილი რომის პაპი ხელით სატანისტურ ნიშანს გამოსახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ეს ჟესტი ამერიკულ ჟესტების ენაზე “მე შენ მიყვარხარს” ნიშნავს.

2025 წლის 8 მაისს ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს – ლეონ XIV, იგივე რობერტ ფრანცის პრევოსტი, რომელიც პირველი ამერიკელია, რომელიც პაპი გახდა. მისი არჩევიდან მალევე ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ზემოაღნიშნული ფოტო, არასწორი აღწერებით და მინიშნებებით, თითქოს ის სატანისტურ ან მუსიკის ჟანრ როკისთვის დამახასიათებელ ჟესტიკულაციას, ე.წ. “ეშმაკის რქებს” იყენებდა. სინამდვილეში პაპი ამ ფოტოში ამერიკულ ჟესტების ენაზე (ASL)  ხელით ფრაზას “მე შენ მიყვარხარ” გამოსახავს

ლეონ XIV
LY, იგივე I Love You (მე შენ მიყვარხარ) ASL-ზე სწორედ ასე გამოიყურება

აღსანიშნავია, რომ როკის ლეგენდების და ფანების უმრავლესობა, “ეშმაკის რქებს” გამოსახავს მოკეცილი ცერა თითით. თუმცა ცნობილი ბენდი KISS-ის ლეგენდა ჯინ სიმონსი ამ ჟესტის ჩვენებისას გაშლილ ცერა თითსაც იყენებდა და 2017 წელს მისი სასაქონლო ნიშნის დაპატენტებაც სცადა, თუმცა პრობლემებს წააწყდა, რადგან იდენტური ჟესტი ASL-ზე უკვე არსებობდა და “მე შენ მიყვარხარს” ნიშნავდა

ლეონ XIV
როკის ლეგენდა რონი ჯეიმს დიო, რომელმაც პირველმა გამოიყენა “ეშმაკის რქები”
ლეონ XIV
ფანები კონცერტზე აჩვენებენ “ეშმაკის რქებს

ფეისბუქ ანგარიშის პოსტში ასევე გვხვდება მის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეც იმავე ჟესტიკულაციას იყენებს და პოსტის აღწერაში კვლავ ვხედავთ მტკიცებას, რომ ეს სატანური ნიშანია. რეალურად, ამ შემთხვევაშიც ფრანცისკე და მის გვერდით მგომი მანილას მთავარეპისკოპოსი ASL-ს იყენებენ და სმენადაქვეითებულ ხალხს “მე შენ მიყვარხარ” ნიშანს უჩვენებენ. Associated Press-მა ეს ფოტო 2015 წელს გამოაქვეყნა აღწერით: “პაპი ფრანცისკე და მანილას მთავარეპისკოპოსი ლუის ანტონიო ტაგლე მიესალმებიან ხალხს ხელის ნიშნით, რომელიც გულისხმობს „მე შენ მიყვარხარ-ს”, მანილაში, ფილიპინების დედაქალაქში, პარასკევს, 2015 წლის 16 იანვარს, ოჯახებთან შეხვედრის დროს, Mall of Asia არენაზე”. 

უნდა აღინიშნოს, რომ ლეონ XIV-ის გავრცელებული ფოტოს ძიებისას მივაკვლიეთ მის არაერთ დაფოტოშოპებულ ვერსიას, რომლებშიც იგი ხელით სხვადასხვა ნიშანს აჩვენებს.

ლეონ XIV
ყალბი ფოტოები

არქივი: 1, 2, 3, 4, 5.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist