ლენინის როლში დიკაპრიოს გამოსახულებით ფილმის ყალბი პოსტერი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

10.1k
VIEWS

23 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4) და გვერდმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკული ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი “ნეტფლიქსი” ვლადიმერ ლენინის შესახებ ფილმს იღებს, რომელშიც ლენინის როლს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ითამაშებს. პოსტებს თან ერთვის ფილმის პოსტერი, რომელზეც ლეონარდო დიკაპრიოა გამოსახული. პოსტებში ასევე ვკითხულობთ, რომ ფაქტს რუსი კომუნისტები აპროტესტებენ და “ნეტფლიქსისადმი” მიწერილ წერილში ითხოვენ, ლენინის როლი რომელიმე რუსმა მსახიობმა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსულ კინოთეატრებში ფილმის ჩვენების დაბლოკვით იმუქრებიან. 

leonardo lenini ლენინის როლში დიკაპრიოს გამოსახულებით ფილმის ყალბი პოსტერი ვრცელდება

ინფორმაცია, რომ სტივენ სპილბერგი ლენინის შესახებ ფილმს იღებს, ყალბია. ფოტო, რომელზეც სპილბერგისა და დიკაპრიოს გვარებს ვკითხულობთ, 2017 წელს მსახიობმა დეივიდას ბრეივემ შექმნა, ხოლო დანარჩენი ფოტოები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი და ისინი Reddit-ის მომხმარებელ MJ_GhostWind-ს ეკუთვნის. 

გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთზე ფილმის სახელწოდება “ლენინი”, ასევე რეჟისორის სახელი და გვარი – სტივენ სპილბერგია დასახელებული. რეალურად, ფოტო ნამდვილი ფილმის პოსტერი არაა, ის ლიეტუველმა მსახიობმა დეივიდას ბრეივემ შექმნა და 2017 წლის 14 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. მსახიობის პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ მან პოსტერი დიკაპრიოს მიუძღვნა, რომელსაც წარსულში არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ლენინის როლს შეასრულებდა, ხოლო სპილბერგი იმიტომ აირჩია, რომ ის ბიოგრაფიული ჟანრის ფილმებს კარგად იღებს. ამავე წლის 20 ოქტომბერს ბრეივემ კიდევ ერთი პოსტერი გამოაქვეყნა, რომელზეც ბრიტანელი მსახიობი დენიელ რედკლიფია გამოსახული, პოსტერის მიხედვით, რედკლიფი ფილმში “ლენინი” ლევ ტროცკის როლს ითამაშებს. 

ლიეტუველმა მსახიობმა დიკაპრიოს პოსტერი ფეისბუქ გვერდ Soviet Visuals-საც გაუგზავნა და მათაც დაუდასტურა, რომ პოსტერი მისი შექმნილია.

leonardo lenini1 ლენინის როლში დიკაპრიოს გამოსახულებით ფილმის ყალბი პოსტერი ვრცელდება

აღნიშნული პოსტერი რუსულენოვან სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (1,2) და კიდევ რამდენიმე პოსტერი გამოჩნდა სელმა ჰაიეკის, სკარლეტ იოჰანსონისა და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავების გამოსახულებით.

leonardo lenini2 ლენინის როლში დიკაპრიოს გამოსახულებით ფილმის ყალბი პოსტერი ვრცელდება

რაც შეეხება ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში გამოყენებულ დანარჩენ ფოტოებს, ისინი “რედითის” მომხმმარებელმა MJ_GhostWind-მა ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Midjourney-ს გამოყენებით შექმნა და ამავე პროგრამასთან დაკავშირებულ საბრედითზე გამოაქვეყნა

leonardo lenini3 ლენინის როლში დიკაპრიოს გამოსახულებით ფილმის ყალბი პოსტერი ვრცელდება

პოსტი დიკაპრიოს ხელოვნურად შექმნილ 8 ფოტოს აერთიანებს. კომენტარებში მომხმარებელმა დეტალურად ახსნა, თუ როგორ შექმნა ისინი.

leonardo lenini4 ლენინის როლში დიკაპრიოს გამოსახულებით ფილმის ყალბი პოსტერი ვრცელდება

შესაბამისად, პოსტებში გამოყენებული არც ერთი ფოტო რეალური ფილმის პოსტერი არაა და ყველა მათგანი ინტერნეტ მომხმარებლების მიერაა შექმნილი. 

წარსულში ლეონარდო დიკაპრიომ ლენინის როლის განსახიერების სურვილი ნამდვილად გამოთქვა. 2016 წელს მსახიობმა გერმანულ გამოცემა Welt-თან განაცხადა, რომ რუსეთის ისტორიის შესახებ მეტი ფილმი უნდა არსებობდეს და რომ თავად პუტინის, რასპუტინის ან ლენინის როლს შეასრულებდა. განცხადებას რუსული ფილმების სტუდია “ლენფილმი” გამოეხმაურა და დიკაპრიოს მონაწილეობით ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვა, რასაც “სანკტ-პეტერბურგის კომუნისტური პარტიის” პროტესტი მოჰყვა

ცნობები, რომ “ლენფილმი”, “ნეტფლისქი” ან სტივენ სპილბერგი დიკაპრიოს მონაწილეობით მსგავს ფილმს რეალურად იღებენ, ღია წყაროებში არ იძებნება. 

არქივი: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist