LeMan-ის სახელით ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

332
VIEWS

2023 წლის 16-17 ოქტომბერს რუსულენოვანმა მედიამ და ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2) თურქული სატირული ჟურნალი LeMan-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნეს. გარეკანზე გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გაბრაზებულია ჟურნალისტების გამო, რომლებიც ისრაელ-ჰამასის ომს აშუქებენ. გარეკანზე ასევე ვხვდებით აღწერას: DİKKATİNİ KENDİSİNE GERİ KAZANMAK İÇİN, NELERİ O YAPMAĞA HAZIR?. [“რაზეა იგი წამსვლელი, რომ ყურადღება კვლავ დაიბრუნოს?”]

Screenshot 2023 10 20 115614 LeMan-ის სახელით ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

LeMan-ის სახელით გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. მსგავსი კარიკატურა გამოცემის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში არ გამოქვეყნებულა. გარეკანის სიყალბე თავად LeMan-მაც დაადასტურა.

ჟურნალის ბოლო ნომერი (2023/40) 18 ოქტომბერს გამოვიდა და არც ამ და არც წინა ნომრებში არ ვხვდებით კარიკატურას რომელიც ჟურნალისტებზე გაბრაზებულ ზელენსკის ასახავს.

Screenshot 2023 10 20 115621 LeMan-ის სახელით ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
წყარო: leman.com.tr

ფაქტი, რომ გავცრცელებული გარეკანი გაყალბებულია, თავად LeMan-მა 16 ოქტომბერს Twitter-ზე დაადასტურა.

Screenshot 2023 10 20 115625 LeMan-ის სახელით ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

ცნობილი დასავლური გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი აქტიური ინსტრუმენტია. მითების დეტექტორმა წარსულში როგორც ლემანის, აგრეთვე სხვა დასავლური გამოცემების გაყალბებული გარეკანები არაერთხელ გამოავლინა. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ:


მოამზადა ნატალია  მატვიევამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist