ლავროვის ქართველი ადვოკატები კელი დეგნანის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

67
VIEWS

2021 წლის 1 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, MGIMO-ში ახალი სასწავლო წლის ღონისძიებაზე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ერთ-ერთი კომენტარის დროს, ლავროვი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ საქართველო თავისი დასავლელი პარტნიორების პატრონაჟის შესანარჩუნებლად ე.წ. “რუსული კარტის” გათამაშებას შეეშვება, რუსული მხარე მეზობლური ურთიერთობების აღდგენაზე ნებისმიერ მომენტში თანახმა იქნება.

სერგეი ლავროვირუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი: “საქართველოს თუ ნამდვილად არ სურს „რუსული კარტის გათამაშება“ დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სურს, იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობლის გვერდით, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ.”

ლავროვის განხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანიც გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვიდრე ქართველები რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კონკრეტულ ქმედებებს არ დაინახავენ, იქამდე რუსეთის მიერ გაკეთებულ ამგვარ განცხადებებს მნიშვნელობა ვერ ექნება.

კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართელოში: ”საქართველოს მოსახლეობას სულ ესმის განცხადებები კრემლიდან. მათ ექნებათ სანდოობა იმ შემთხვევაში, თუ გავლენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეცვლიან ცხინვალის და აფხაზეთის აღიარებას, თუ შეასრულებენ 2008 წელს აღებულ ვალდებულებას. მე ვერ ვხედავ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ჯერ კიდევ არის შეზღუდვები ბაზრებზე. ვფიქრობ, რომ ვიდრე ქართველები არ დაინახავენ სანდო მოქმედებებს, კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.”

კელი დეგნანის განცხადებას  კრემლისტური და ანტიდასავლური აქტორების მხრიდან ერთგვაროვანი გზავნილები მოჰყვა, კერძოდ, გამოიკვეთა შემდეგი გზავნილები:

  • ფორმულა ჯერ დეოკუპაცია, მერე დიალოგი მიუღებელია
  • დასავლეთი, არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგით

ფორმულა ჯერ დეოკუპაცია, მერე დიალოგი მიუღებელია

დიმიტრი ლორთქიფანიძეპრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “ჩვენ არ უნდა ავყვეთ დასავლეთის დესტრუქციულ “ჭკუის დარიგებას” _ ჯერ დეოკუპაცია და მერე დიალოგი. არა, დიალოგი იმისთვისაა საჭირო, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და პირიქით ვინც გვეუბნება, მას, უბრალოდ, არ სურს, რომ ეს მოხდეს…”

დასავლეთი, არ არის დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგით

ირმა ინაშვილიპატრიოტთა ალიანსი: “…როდესაც რუსეთის მხრიდან გაკეთდა განცხადება თანამშრომლობაზე, ძალიან პოზიტიური განცხადება… ვინ გააკეთა პირველი განცხადება? დააკვირდით ამას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში და მერე გამოვიდნენ, ამის მერე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორც დასჯილი ბავშვები! სკოლის მოწაფეები!“  

გურამ ნიკოლაიშვილიპატრიოტთა ალიანსი: “ეს სუვერენტეტის დარღვევა არ არის, როდესაც შენ აძლევ მითითებებს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს რო ისინი რა გზით უნდა წავიდნენ და ესე იგი უარი უნდა თქვა რუსეთთან დიალოგზე?“.

დიმიტრი ლორთქიფანიძეპრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი:  “შეერთებული შტატებისთვის გაცილებით კომფორტულია, საქართველო განიხილებოდეს მუდმივი დაძაბულობისა და კონფრონტაციის ზონად, ვიდრე რეალური კონსტრუქციული დიალოგი წარმოებდეს რუსეთთან…

ამერიკელებმა, პრაქტიკულად, ჩვენ მაგივრად გასცეს მოსკოვს პასუხი და უთხრეს, რომ საქართველო არ არის და ვერც იქნება მზად თქვენთან პირდაპირი დიალოგისთვისო.”

გულბაათ რცხილაძეევრაზიის ინსტიტუტი: დეგნანი პროვოკატორობს. მის განცხადებებში იგრძნობა შფოთვა იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ყინული არ დაიძრას, ურთიერთობები არ დათბეს. ამერიკის პოლიტიკის ქვაკუთხედი კავკასიაში სწორედ ეს არის _ გათიშოს საქართველო და რუსეთი ერთმანეთისგან.

ნიკა კორინთელი, “საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი: “სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად მზადაა. “სტრატეგიული მეგობარი” კი რუსებთან დალაპარაკებასაც არ გვანებებს”.

ბესო ბარბაქაძე“საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი: “დასავლეთს ხელს არ აძლევს, საქართველო რუსეთთან ერთი–ერთზე სასაუბროდ დაჯდეს. ასეთ შემთხვევაში, უდიდესია იმის შანსი, რომ ურთიერთობა დარეგულირდეს და ყველა მიმართულებით სასიკეთო ძვრები დაიწყოს.”

ეკა ნასყიდაშვილი“საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტი: “ე.წ. დასავლელი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან, რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აშკარად ხელს გვიშლიან. ამის მაგალითია ამერიკის ელჩის განცხადება, რომელიც დიალოგის გამართვაზე ლავროვის შემოთავაზებას მოჰყვა…”

ანი კიკნაძე“ობიექტივის” ჟურნალისტი: “კელი დეგნანმა ლავროვს ხელისუფლების და საზოგადოების ნაცვლადაც უპასუხა, ელჩის ტონი და განცხადება სხვა ქვეყნის საგარეო საკითხებში ჩარევას უფრი ჰგავდა, ვიდრე პროცესის შეფასებას…”

სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი: “ასევე ჰკითხონ ელჩს: თვითონ ამერიკა თუ ელაპარაკება რუსეთს, ჩვენ რატომ არ უნდა დაველაპარაკოთ?!”

რუსეთთან ერთი ერთზე პირისპირ დარჩენის რისკები

რუსეთთან პირისპირ დიალოგის თემას წლებია ადვოკატირებს კრემლისტური პარტია “პატრიოტთა ალიანსი”, მასთან დაკავშირებული ტვ “ობიექტივი” და სხვა აქტორები. კრემლთან პირდაპირი დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საპირწონედ განიხილება.

  • ჟენევის ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა და  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების  უზრუნველყოფის  დაცვას ისახავს მიზნად.
  • ეს ერთადერთი ფორმატია, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგს საერთაშორისო აქტორების – გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარეობს. ჟენევის ფორმატში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
  • ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველო აგრესორი ქვეყნის პირისპირ სასაუბროდ მარტო არაა დარჩენილი და მასში საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორია ჩართული.
  • ჟენევის ფორმატში საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არა მხარეებად, არამედ ინდივიდუალურ არიან წარმოდგენილნი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამართლებრივ სტატუსს და იმას, რომ 2008 წლის ომი საქართველოში მეზობელი სახელმწიფოს რუსეთის ინტერვენცია იყო და შესაბამისად კონფლიქტის მხარეები რუსეთი და საქართველოა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები  2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. აღიარების საპასუხოდ 2008 წლის 2 სექტემბერს  გაწყვიტა.

წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist