კრემლისტურმა მედიამ ECHR-ის გადაწყვეტილება გააყალბა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყ6
80
VIEWS

polygraph.info-ს მასალის მიხედვით

27 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე  “მაგნიცკი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთის მთავრობას მაგნიცკის ოჯახის წევრებისთვის 34 000 ევროს გადასახადი დააკისრა. სასამართლოს ერთსულოვანი დასკვნის თანახმად, რუსეთის მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის 4 მუხლი, მათ შორის მუხლები სიცოცხლის უფლებასა და არადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვაზე. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სამედიცინო დაუდევრობის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩაატარა.

როგორ გააშუქა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილება კრემლის მედიამ?

რუსეთის სახელისუფლებო და კრემლის სარედაქციო პოლიტიკის გამომხატველი მედიის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ მიიღო. რუსეთის მთავარი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Ria Novosti-ს სტატია სათაურით “ECHR-მა  მაგნიცკის დაპატიმრება ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად სცნო”, Rambler.ru-მ გადააზიარა.

"

"

საინფორმაციო სააგენტო RIAFAN-მა გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ანდრეი კლიმოვის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა არ წაუკითხავს, თუმცა თვლის, რომ მაგნიცკის წამების დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.

ფოტოები, რომლებიც მოწმობს, რომ მაგნიცკის ციხეში სცემდნენ, ექსპერტმა მაგნიცკის ოჯახს გადასცა.

"

ადვოკატმა სერგეი მაგნიცკიმ 2008 წელს რუსეთის პოლიციის, სასამართლოსა და საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები თაღლითობაში ამხილა. ამის შემდეგ მაგნიცკი დააკავეს, მას ბრალი გადასახადების დამალვაში დასდეს და ერთი წელი საპატიმროში გაუსაძლის პირობებში ამყოფეს. მაგნიცკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში საკმაოდ დამძიმდა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც 2009 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.

2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, სახელწოდებით “მაგნიცკის აქტი”, რომელიც როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში გამოიყენება იმ საგარეო აქტორების სანქცირების ინსტრუმენტად, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დაღვევასა და კორუფციაში.

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist