კრემლის დეზინფორმაციის 10 ყველაზე უხერხული მომენტი 2019 წელს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სდბგ
1.2k
VIEWS

EUvsDisinfo 2019 წლის ბაზიდან კრემლის ყველაზე სასაცილო/უხერხულ ყალბ ამბებს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ დეზინფორმაცია ყოველთვის ძლიერი აქტორის კარგად კოორიდინირებული გეგმის ნაწილი არ არის.

  1. მწერალ იუვალ ნოა ჰარარის წიგნის “21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის” რუსულ ვერსიაში ყირიმის ანექსიის შესახებ მონაკვეთები ამოიღეს, ხოლო პუტინის კრიტიკის ნაცვლად კი ტექსტში ტრამპის კრიტიკა ჩასვეს."
  2. 2019 წელს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში Россия 24-ის ყოფილმა თანამშრომელმა ახსნა თუ როგორ აიღო 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა პარტიამ ჯამში 146%. ლეონიდ კრივენკოვის თქმით, Россия 24-ში კრემლიდან მოვიდა დირექტივა თუ რა შედეგი უნდა დაეწერათ მმართველი პარტიისთვის “ერთიანი რუსეთი”. შედეგად, “ერთიან რუსეთს” ხმები მოემატა, დანარჩენ პარტიებზე კი პროცენტული რაოდენობა არ შეცვლილა, შესაბამისად ჯამში 146% მივიღეთ."
  3. “რუსული” სამხედრო რობოტები, რომლებიც РИА Новости-ის ცნობით, სკოლის მოსაწავლეებმა ვლადიმირ პუტინს წარუდგინეს, სინამდვილეში კორეული აღმოჩნდა."
  4. ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი ჟურნალისტის დმიტრი კისილოვის განცხადებით, რუსეთი სიტყვის თავისუფლებაში ჩემპიონია."
  5. Россия 1-ის ჟურნალისტმა ოლგა სკაბიევამ პირდაპირ ეთერში თანაწამყვან ევგენი პოპოვს უთხრა “ჩვენ ახლა ტელევიზორში არ ვართ, შეგვიძლია სიმართლე ვილაპარაკოთ.” იყო ეს გულწრფელი აღიარება ან ეგონა თუ არა ჟურნალისტს რომ კამერა გამორთული იყო, უცნობია."
  6. რუსული გამოცემა Life-ის ოპ-ედში ნათქვამია, რომ ევროპელები თავშესაფარს რუსეთში ეძებენ, რათა სექსუალურ განათლებას, ჰომოსექსუალურ დიქტატურასა და იუვენალურ იუსტიციას გაექცნენ. სტატიის მიხედვით, ყირიმი მსგავსი “არაეკონომიკური ლტოლვილებისთვის” ყველაზე პოპულარული მიმართულებაა."
  7. “კერძო ტროლობიდან კერძო ჯარისკაცებამდე”.
    პროპაგანდისტ დმიტრი კისილოვთან ინტერვიუში რუსი ჯარისკაცი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან იტყობინება, რომ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-თან საერთო არეფერი აქვს. მოგვიანებით სიუჟეტში აჩვენებენ რუსი ჯარისკაცების კარავს, სადაც კამერაში ქაღალდზე აღბეჭდილი Wagner-ის ლოგო ხვდება. Wagner Group, რომელიც ტროლების ქარხნის მმართველ ევგენი პრიგოჟინთანაა დაკავშირებული, 2018 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 3 დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დაადანაშაულეს."
  8. NTV-ის რესპონდენტი, რომელიც ყვებოდა, თუ როგორ ყიდის მოსკოვში სახლს იმისთვის, რომ რუსეთისა და იაპონიის სადავო ტერიტორიაზე, კურილიის კუნძულებზე გადასახლდეს, სინამდვილეში დაქირავებული მსახიობი აღმოჩნდა."
  9. NTV-მ ბრიტანელი პოლიტიკოსის ტიმ უილსონისა და ბრიტანელი პროფესორის ჯონ კურტისის ინტერვიუებს ყალბი რუსულენოვანი სუბტიტრები დაადო. BBC-მ აღმოაჩინა, რომ სუბტიტრები ორიგინალს არ ემთხვეოდა."
  10. კრემლი უკრაინაში რუსი სეპარატისტებისთვის ყალბ პასპორტებს უშვებდა, თუმცა Bellingcat-მა მათი ამოცნობა მარტივად შეძლო. გაყალბებული პასპორტის გამოშვების ნომრები ერთმანეთისგან მხოლოდ ბოლო ორი ციფრით განსხვავდებოდა, რაც იმის მანიშნებელიცაა, რომ პასპორტები ერთ დროს იყო გამოშვებული. ხოლო რუსეთის გადასახადების გადამხდელთა ბაზაში კი ეს ადამიანები საერთოდ არ იძებნებოდნენ.

"

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist