კრემლის და ქართველი აქტორების 4 ნარატივი თბილისის საპროტესტო აქციებზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ჩასმა - Copy
407
VIEWS

20 ივნისს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მცდელობას, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიას რუსულ ენაზე, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სკამიდან გაძღოლოდა, ოპოზიციური პარტიების პროტესტი და პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების სახალხო მღელვარება მოჰყვა. რუსეთში აღნიშნული მოვლენები ნეგატიურად შეაფასეს, რუსულ მედიაში პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ნარატივები თანხვედრაშია ქართულ პრორუსულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ გზავნილებთან.
"

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, რუსული აქტორების მიერ გავრცელებულ გზავნილებს ქართული პრორუსული მედიებიდან ყველაზე ხშირად საქინფორმი ავრცელებს. საქინფორმის მთავარი რედაქტორის ვრცელი სტატია როგორც სპუტნიკ საქართველომ, ასევე ასავალ-დასავალმა გადაბეჭდეს.

სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობების “ექსტრემისტებად” მოხსენიება კრემლის პროპაგანდის წამყვანი ნარატივია. უკრაინაში ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე რუსული პროპაგანდა 2014 წელს მაიდნის დემონსტრანტებსა და ახალ ხელისუფლებას ექსტრემისტებად, ნაცისტებად და აშშ-ის მიერ მართულ ჯგუფებად წარმოაჩენდა. იდენტურ გზავნილებს კრემლი საქართველოში გამართულ დემონსტრაციებზეც ავრცელებს, რასაც ქართული კრემლისტური მედია იმეორებს და ტირაჟირებს.

კიდევ ერთი ნარატივი, რომელსაც კრემლის აქტორები ავცელებენ, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებაა. მათი თქმით, დემონსტრაციების საპასუხოდ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ემბარგო ტურიზმზე საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. იმავეს ტირაჟირებენ საქინფორმი და ასავალ-დასავალი, რომლის მიზანიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გადაჭარბებულად წარმოჩენა და ეკონომიკური კატასტროფის შიშის დანერგვით რუსეთის მიმართ მოსახლეობის განწყობების შეცვლაა.

   1. საპროტესტო აქციებს რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები და ოპოზიცია მართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორ კარასინის, თქმით ფორუმი მართლმადიდებელ სახელმწიფოებს შორის რადიკალური ძალების რუსოფობიური განწყობების შედეგად ჩაიშალა. იმავე შინაარსის განცხადება გააკეთეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ და რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმაც, მათ განვითარებული მოვლენები რადიკალების ჯგუფთან დააკავშირეს. გავრილოვის განცხადებით, აქცია წინასწარ იყო დაგეგმილი ექსტრემისტების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ ფასეულობებს და ზეწოლას ახორციელებენ საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნული ნარატივი გააჟღერა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმაც და სამოქალაქო ომის საფრთხეზე ისაუბრა.

     2. დემონსტრაციებში აშშ-ის კვალი დასტურდება/ჯო ბაიდენს ბიზნეს ინტერესები აქვს

მომხდარს News-front.info-ც გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერების მართული პროვოკატორები უწოდა, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით 10 000 ადამიანი შეკრიბეს და სპეციალური ინსტრუქციები მიიღეს მასობრივი არეულობის მოსაწყობად.  News-front.info-ს განცხადებით, ანონიმურმა წყარომ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ 30 წლამდე პირები საქართველოს პატარა ქალაქებიდან და სოფლებიდან მანქანებით ჩამოჰყავთ თბილისში და აქციაზე დგომის სანაცვლოდ ფულს უხდიან.

“საქართველოს ანტირუსულ საპროტესტო აქციებში ამერიკული კვალი აღმოჩნდა” ამ სათაურით რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ რეპორტაჟი გააკეთა. იდენტური ნარატივი საქინფორმის რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმაც გაავრცელა, თითქოს საპროტესტო აქციების ინტერესი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს აქვს.

   3. გავრილოვის ვიზიტი მხოლოდ საბაბია, შიდაპოლიტიკური კონფლიქტი დიდი ხანია დაწყებულია

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა საქართველოში შექმნილი ვითარება მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ქვეყნის შიდა კონფლიქტებს მიაწერეს. არნო ხიდირბეგიშვილმაც აღნიშნა, რომ გავრილოვი უბრალოდ საბაბად გამოიყენეს და პრობლემის მოსაგვარებლად  „სავსებით საკმარისი იქნებოდა, პარლამენტის სამანდატო სამსახურის თუნდაც დელიკატური მითითება, რომ პარლამენტის სპიკერის ოკუპირებული სავარძელი უმტკივნეულოდ გათავისუფლებულიყო.“ თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციის მიერ წინასწარ დაგეგმილ სკანდალს მმართველი პარტიაც წამოეგო.

   4. რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა ემუქრება

არნო ხიდირბეგიშვილმა რუსეთიდან ფრენების დროებითი შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რომ მისი გათვლებით საქართველო დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს დაკარგავს, დაიწყება ინფლაცია და ვალუტის გაუფასურება. რაც შეეხება კრემლისტურ აქტორებს, საქართველოს მოსალოდნელ ეკონომიკურ ზარალზე ისაუბრეს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა და რუსეთის დუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ დეგტიარევმა. ამ უკანასკნელმა „რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის“ გამო საქართველოს კურორტებსა და ქართულ პროდუქტებს ბოიკოტი გამოუცხადა.

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist