კოვიდფაშიზმი თუ დაბალი ანაზღაურება – რა გააპროტესტეს იტალიელმა ბორტგამცილებლებმა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი ახალი ამბები
88
VIEWS

21 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა ლილუ ლილუ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ იტალიის ავიაკომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა უნიფორმა გაიხადეს და “კოვიდფაშიზმის” წინააღმდეგ პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. პოსტს ერთი ფოტო და ვიდეო ახლავს, რომელშიც იტალიურ ენაზე იმ ქალების შეძახილები ისმის, რომლებმაც უნიფორმები გაიხადეს.

"
დეზინფორმაციაა, თითქოს ავიაკომპანია Alitalia-ს ყოფილი ბორტგამცილებლები უნიფორმების გახდის ჟესტით “კოვიდფაშიზმს” აპროტესტებდნენ. რეალურად მათ ამ ფორმით Alitalia-ს ყოფილი თანამშრომლების უმეტესობის უსამსახუროდ დარჩენასა და ნაწილის ახალ კომპანია ITA-ში დაბალი ანაზღაურებით დასაქმებაზე გამოხატეს პროტესტი.

ფეისბუქ-პროფილ ლილუ ლილუს პოსტი დეზინფორმაციულია, რადგან მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო “კოვიდფაშიზმის” წინააღმდეგ გამართულ პროტესტს არ ასახავს. ავიაკომპანია Alitalia-ს ყოფილმა თანამშრომლებმა, დაახლოებით 50-მა ბორტგამცილებელმა რომში ერთგვარი პერფორმანსი ნამდვილად მოაწყვეს, თუმცა პროტესტს კორონავირუსთან, კოვიდ-შეზღუდვებთან ან ვაქცინებთან კავშირი არ ჰქონია. მათი პროტესტი უკვე დახურული Alitalia-ს ყოფილი თანამშრომლების უმეტესობის უსამსახუროდ დარჩენასა და მცირე ნაწილის ახალ ავიაკომპანია ITA-ში დაბალ ანაზღაურებასა და მიუღებელ საკონტრაქტო პირობებს შეეხებოდა.

20 ოქტომბერს ყოფილი ბორტგამცილებლების მიერ გამართული ერთგვარი პერფორმანსის დროს, მათ სამუშაო უნიფორმები და ფეხსაცმელი გაიხადეს, შემდეგ კი ყველას ნივთები ერთად შეკრიბეს და ხმამაღლა დაიყვირეს – “ჩვენ ვართ Alitalia”.

"

"

"
როგორც italy 24 news წერს პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ კოლეგებს, რომლებიც იძულებული გახდნენ ავიაკომპანია ITA-ს  დამამცირებელ კონტრაქტზე ხელი მოეწერათ.

როგორც ევრონიუსი წერს 74 წლის განმავლობაში მოქმედი იტალიის ეროვნული ავიხაზების კომპანია Alitalia ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა, ბოლო რეისი კი 14 ოქტომბერს შეასრულა. ახალი კომპანია ITA, რომელმაც რეისების შესრულება მომდევნო დღეს დაიწყო, Alitalia-ს ზოგიერთ თვითმფრინავს იყენებს, ITA-მ ასევე შეისყიდა Alitalia-ს ბრენდი და მისი 10 000 თანამშრომლიდან მხოლოდ 3000-ზე ნაკლები დაასაქმა, ამასთან მნიშვნელოვნად დაბალი ანაზღაურებით.

ფეისბუქ-პროფილ ლილუ ლილუს მიერ აქამდე გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist