კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

56
VIEWS

16 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო მტკიცებით, რომ “მაიკროსოფტის” დამფუძნებლის, ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს. კომპანიამ ტეხასის შტატში დაამონტაჟა დანადგარები, რომლითაც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოცილება და მიწაში დამარხვა იქნება შესაძლებელი. პოსტის აღწერაში ავტორი წერს, რომ 2030 წლისთის ნახშირბადის 0-მდე დაყვანის გამო ადამიანები უჰაერობით გაიგუდებიან, დედამიწაზე ცხოვრება კი შეუძლებელი გახდება. “თვითონ კი მიწისქვეშა ბუნკერებსა და სასახლეებში ჩაძვრებიან, ალბათ მაგიტომაც მარხავენ ნახშირორჟანგს მიწისქვეშ, რომ თვითონ შეძლონ სუნთქვა და საკვების მოყვანა”. – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.  

პოსტს თან ახლავს ვიდეო რუსული სუბტიტრებით, რომელშიც ავტორი იგივე საკითხზე ინგლისურად საუბრობს. ავტორის სიტყვებით, გეიტსს “ეზიზღება კაცობრიობა და მისი განადგურება სურს”. 

Screenshot 2024 10 24 133113 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს 

ფეისბუქ-გვერდი ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიაზე კონსპირაციის თეორიას ავრცელებს. რეალურად, ინიციატივა არა კაცობრიობის განადგურებას და ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მთლიანად გაქრობას, არამედ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად მისი ნულოვანი ემისიის მიღწევას ისახავს მიზნად. 

ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-გვერდმა გამოაქვეყნა, 2024 წლის 10 ოქტომბერს იუთუბ არხ Herding Humanity-ზე გავრცელდა სათაურით: “ენდეთ მეცნიერებას, რადგან მათი თქმით, 2030 წელს ჩვენ ყველას გაგუდვა გვჭირდება’”. ვიდეოში განხილულია CBS NEW-ის სიუჟეტი, სადაც გეიტსი საუბრობს ნახშირორჟანგის შემცირების გზებზე და ათვალიერებს ტერიტორიას, სადაც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი ქარხანა უნდა აშენდეს.

მტკიცება, რომ “მაიკროსოფტის” დამფუძნებელსა და ვიდეოში ნახსენებ კომპანიებს ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის რაოდენობის გაქრობა სურთ და თვითონ მიწის ქვეშ, ბუნკერებსა და სასახლეებში აპირებენ ცხოვრებას, კონსპირაციული თეორიაა. სინამდვილეში, ვიდეოში ნახსენები ორგანიზაციების ვებ-საიტების (GRAPHYTE; INFINIUM; Breakthrough Energy)  მიხედვით, მათი მიზანია ნახშირორჟანგის ნულოვანი ემისიის მიღწევა და არა ატმოსფეროდან მთლიანად გაქრობაა. ნულოვანი ემისია გულისხმობს ნახშირორჟანგის რაოდენობის წარმოქმნისა და შთანთქმის პროცესის გათანაბრებას, რათა ატმოსფეროში აღარ დაგროვდეს ჭარბი რაოდენობის ნახშირორჟანგი, რაც, თავის მხრივ კლიმატურ პრობლემებს იწვევს და საფრთხეს უქმნის ადამიანებს. მილიონობით ხის დარგვას და  გაზრდას კი დიდი დრო/ადგილი სჭირდება და ადვილად ექვემდებარება ადამიანურ ზემოქმედებას (ხანძარი, ქიმიური დაბინძურება). 

2015 წლის 12 დეკემბერს მიღებული პარიზის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი 195-მა მხარემ მოაწერა, გამოუსწორებელი კლიმატური ზიანის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გლობალური დათბობის 2°C-ზე ქვემოთ შეზღუდვა და ძალისხმევის გაგრძელება მის 1.5°C-მდე შესაზღუდად. ამ მიზნის მისაღწევად CO2-ის ემისიის შემცირებაა გადამწყვეტი. 

აღნიშნული შედეგის მისაღებად, 2050-მდე ყოველწლიურად ატმოსფეროდან 5-10 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის ამოღებაა საჭირო. დღევანდელი მიდგომებით, საჭირო რაოდენობის მხოლოდ  0.001% ნახშირორჟანგის ამოღება ხდება. 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც ისლანდიაში მდებარეობს, ჰაერს ისრუტავს, ნახშირორჟანგს გამოდევნის და მიწის ქვეშ ტუმბავს. მას შეუძლია მხოლოდ  4 000 ტონა ნახშირორჟანგის ამოღება ატმოსფეროდან. ვიდეოში ნახსენები  ქარხანა “სტრატოსი“,  რომელსაც “Occidental Petroleum Corporation” აშენებს, წელიწადში 500 000 ტონა ნახშირორჟანგს ამოიღებს ატმოსფეროდან, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვიკი ჰოლაბის თქმით,  2026 წლისთვის 100 მსგავსი ობიექტის წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აღნიშნული პროექტი ძვირადღირებულია და, შესაბამისად, მეცნიერები ცდილობენ შექმნან ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ნახშირორჟანგის შთანთქმის პროცესს დაბალბიუჯეტიანს გახდის. 

Screenshot 2024 10 24 133122 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს 
ჰაერიდან ნახშირორჟანგის გაფილტრვის ილუსტრაცია

სწორედ ასე მუშაობს ვიდეოში მოხსენიებული INFINIUM”, პირველი  სინთეტიკური საწვავის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ახლომდებარე ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი საწარმოებიდან იღებს ნარჩენ ნახშირორჟანგს და წყალბადთან ერთად გარდაქმნის მას ალტერნატიულ საწვავად, რომლის წვისას გარემოსთვის მიყენებული ზარალი თითქმის ნულს უტოლდება.  წარმოების პროცესში გამოყენებულია განახლებადი ენერგია (მზე, ქარი) და, შესაბამისად, სინთეტიკური საწვავის (E-Fuel) დამზადების პროცესშიც, კომპანიის ცნობით, არ ზიანდება  გარემო. 

კომპანიამ 75 მილიონი დოლარი მიიღო გეიტსის ფონდ “Breakthrough Energy” – დან, რომელიც 2015 წელს დაარსდა. აღნიშნულმა კომპანიამ 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა 120 სტარტაპზე, რომელთა მიზანი კლიმატურ პრობლემების მოგვარებაა. ამავდროულად, ვიდეოში გეიტსი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ქმედებები ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა შეიქმნას სხვადასხვა მექანიზმი და ტექნოლოგია, როგორც “საბრძოლო არსენალის” ნაწილი, რათა კლიმატურ გამოწვევაზე პასუხის გაცემა შევძლოთ. “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი 9 მილიონ დოლარს იხდის ფონდებში, რომელიც ნახშირორჟანგის შემცირებაზე მუშაობენ, რადგან ის ფლობს თვითმფრინავს და, შესაბამისად, აბინძურებს გარემოს. 

Screenshot 2024 10 24 133129 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს 
INFINIUM-ის სინთეზური საწვავის წარმოების პროცესი 

ვიდეოში განხილული მეორე კომპანია, “GRAPHYTE”, რომელიც გეიტსის ფონდ “Breakthrough energy”-ის დაფინანსებულია, 2024 წლის 9 თებერვალს ამუშავდა. კომპანიის ვებ-საიტის მიხედვით, ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირების მათი მეთოდი არის ხელმისაწვდომი (100 დოლარი 1 ტონა გადასამუშავებელ მასალაზე) და ეფექტური, რომლის დროსაც გადამუშავდება ბიომასა (ხის ქერქი, მცენარეების ყუნწები, ფოთლები), რომელიც სხვა შემთხვევაში ან დაიწვებოდა, ან დროთა განმავლობაში, დაშლის შედეგად, კვლავ ნახშირორჟანგს წარმოქმინდა. “GRAPHYTE’’-ს შეუძლია წელიწადში 3 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ამოღება ატმოსფეროდან. ეს პროცესი  5 ეტაპებს გადის:

  • ბიომასის შეგროვება სხვადასხვა ინდუსტრიიდან.
  • ბიომასის გამოშრობა, რათა მიკრობების რაოდენობა  და დაშლის პროცესი შემცირდეს.
  • ინერტული ბიომასის კონდენსაცია მკვირ ბლოკებად, რაც მათ შენახვას ეფექტურს ხდის.
  • მიღებული ნახშირბადის ბლოკები იფუთება წყალგამძლე მასალით, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაშლის პროცესის დაწყება.
  • დასაწყობება და მონიტორინგი. აღნიშნული ბლოკები ინახება მიწისქვეშ, რაც ამცირებს მათ გარემოზე ზემოქმედებას. ზედაპირზე შესაძლებელია მზის პანელების განთავსება და არსებული ტერიტორიის განახლებად ენერგიის წყაროდ გამოყენება.
Screenshot 2024 10 24 133138 კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებულ კომპანიას კაცობრიობის განადგურება სურს 
GRAPHYTE-ს ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირებისა და შენახვის ეტაპები 

კონსპირაციის თეორია, თითქოს ბილ გეიტსი სხვადასხვა ხერხით მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას გეგმავს, “მითების დეტექტორს’ წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. დეპოპულაციის გეგმის, “მაიკროსოფტის” დამფუძნებლისა და პარიზის შეთანხმების შესახებ დეზინფორმაცია და კონსპირაციის თეორიები ხშირად ვრცელდება. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:   


მოამზადა ზურაბ აბაშიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist