კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერების ჰომოფობიური კამპანია ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რუსული დეზინფორმაცია
430
VIEWS

19 მაისს პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდები და ანგარიშები საქართველოს პარლამენტის წევრისა და ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ყოფილი თავჯდომარის ტარიელ ნაკაიძის საწინააღმდეგო ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს აქტიურდ ავრცელებდნენ. 

კამპანიის ფარგლებში:

  • ფართოდ ვრცელდება ნაკაიძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო;
  • გამოვლინდა “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი 9 ფეისბუქ გვერდი და ანგარიში, რომლებიც ნაკაიძის დისკრედიტასციას ცდილობენ.
  • ტარიელ ნაკაიძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო აქტიურად ვრცელდება

19 მაისს  ფეისბუქ ანგარიშზე “ორკული მიმები” ნაკაიძის ფოტო, სადაც მას ცისარტყელის ფერებში გაფორმებული პირბადე უკეთია შემდეგი წარწერით გამოქვეყნდა: “როცა ხალხს მუსლიმთა უფლებების დამცველი ჰგონიხარ და ამ დროს პიდარასტების კაცი ხარ – ტარიელ გეი-ნაკაიძე.” “ორკულმა მიმებმა” ფოტოს კიდევ ერთი ვერსია გამოაქვეყნეს, სადაც ნაკაიძის ფონზე “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები დგანან. “ორკული მიმების” ფოტო მოგვიანებით ფეისბუქ ანგარიშმა “კონსერვატორი ქობულეთი” გამოაქვეყნა. აღწერის ავტორი “მუსლიმ ძმებს” მიმართავს და ამბობს, რომ რეალობა ესაა და “ეს ხალხი არიან ვინც საქართველოში ცდილობენ, რომ დათესონ შუბლი და დაძაბონ ძმებს შორის მრავალ საუკუნოვანი ურთიერთობა… ” ტექსტის ავტორად ილია ბენიძეა მითითებული.

Screenshot 1 14 | mythdetector.com

ტარიელ ნაკაიძის გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, გამოყენებულ ფოტოში ნაკაიძეს უკრაინისა და საქართველის დროშების გამოსახულებების მქონე პირბადე უკეთია.

ტარიელ ნაკაიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცეებული ფოტოს ორიგინალი ვერსია 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღეს გამოაქვეყნა.

Screenshot 2 13 | mythdetector.com

ფოტოზე მას საქართველოსა და უკრაინის დროშებია გამოსახულებების მქონე პირბადე უკეთია. ნაკაიძემ იგივე ფოტო კიდევ ორჯერ, მათ შორის ერთხელ პროფილის ფოტოს სახითაც, გამოაქვეყნა.

  • კონსერვატიული მოძრაობის მხარდაჭერი რეგიონული გვერდები ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური შინაარსის პოსტებითა და დამუშავებული ფოტოთი ტარიელ ნაკაიძის დისკრედიტაციას კონსერვატიული მოძრაობის სხვა რეგიონული გვერდები და ანგარიშები კოორდინირებულად ცდილობენ.

“მითების დეტექტორმა” დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 9 გვერდი და ანგარიში გამოავლინა, ესენია: კონსერავიული მოძრაობა ხელვაჩაური, კონსერვატიული აჭარა, კონსერვატიული მოძრაობა ბათუმი, კონსერვატიული მოძრაობა წალენჯიხაში, კონსერვატიული მოძრაობა ჯვარში, კონსერვატიული მოძრაობა, კონსერვატიული მოძრაობა საგარეჯო, ორკული მიმები, კონსერვატიული ქობულეთი.

კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი ეს გვერდები და ანგარიშები ნაკაიძის დისკრედიტაციის მიზნით “ორკული მიმების” მიერ შექმნილ კიდევ ერთ  ფოტოს იყენებენ, სადაც პარლამენტარი კლოუნსაა მიმსგავსებული. გავრცელებულ პოსტებში ასევე ხშირად გამოიყენება ფოტო, სადაც ნაკაიძე ქვიარ აქტივისტებთან ერთად შეხვედრაზე იმყოფება, რის გამოც მას “ქვეყნის მოღალატეს” უწოდებენ, რადგან “ლგპდ ანუ პრაიდის აღლუმს პროპაგანდას” ეწევა და ამით მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შეურაცხყოფას აყენებს. 

Screenshot 3 12 | mythdetector.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist