კოკა-კოლაზე სწრაფი ტესტი კოვიდ19-ის დასადგენად არასწორად ჩატარდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

412
VIEWS

11 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა მაკა ბერიძემ თავის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით: “ავსტრიაში კოკა კოლას აღმოაჩნდა კორონა,ანუ არასწორი ტესტებია🤔”. ვიდეოს აღწერაში სხვა ინფორმაცია, მათ შორის ის, თუ რა ტიპის ტესტები იყო გამოყენებული, მოცემული არ არის. რაც შეეხება ვიდეოს, მასში ასახულია ავსტრიელი დეპუტატის მიხაელ შნედლიცის გამოსვლა პარლამენტში, სადაც ის პანდემიის მიმართ მთავრობის მიდგომას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან ათეულობით მილიონი ევრო იხარჯება ტესტებზე, რომლებიც რეალურად არ მუშაობს. დეპუტატი გამოსვლის დროს ექსპერიმენტს ატარებს კოკა-კოლაზე: ბამბის ჩხირით იღებს კოკა-კოლის სითხიდან ნიმუშს და შემდეგ ათავსებს ტესტში, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს.

14 დეკემბრის მდგომარეობით ვიდეოს 10 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

;

ავსტრიელმა დეპუტატმა კოკა-კოლას გამოყენებით კოვიდ19-ზე სწრაფი ტესტი არასწორად ჩაატარა და დადებითი პასუხიც სწორედ ამიტომ მიიღო. ტესტების მწარმოებელი კომპანია Dialab ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევაში, ფეხმძიმობის ტესტიც კი დადებით შედეგს აჩვენებდა, ამიტომაც კოვიდ19-ის დიაგნოსტირებისას ქიმიის ცოდნა აუცილებელია.

რატომ იყო კოკა-კოლის პასუხი კოვიდ-დადებითი?

ოპოზიციური პარტია FPÖ-ს დეპუტატი მიხაელ შნედლიცი ავსტრიის პარლამენტში გამოსვლისას ამტკიცებს, რომ სწრაფი ტესტები არ მუშაობს და მასზე თანხა ხელისუფლების მიერ არამიზნობრივად იხარჯება. ამის დასადასტურებლად მან კოკა-კოლაზე ექსპერიმენტი ჩაატარა და კოვიდ-დადებითი შედეგი მიიღო, თუმცა დეპუტატმა შეცდომა დაუშვა და ქიმიის ზოგიერთი კანონზომიერება არ გაითვალისწინა. მან კოკა-კოლაში ჩადებული ბამბის ჩხირი პირდაპირ ტესტზე მოათავსა, მაშინ, როდესაც კოვიდ19-ის ტესტირებისთვის აღებულ ნიმუშს ჯერ ბუფერულ ხსნარში ატარებენ, რათა მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი დაარეგულირონ. როდესაც საქმე სწრაფ, ანტიგენის ტესტებს ეხებათ, ამისათვის საჭიროა, ნიმუშის მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი გარკვეულ დიაპაზონში იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი ტესტირება.

სწრაფი ტესტები დაფარულია ანტისხეულებით. თუ ტესტი აღებულ ნიმუშში ამოიცნობს SARS-COV-2 ვირუსის ანტიგენებს, ის მასთან რეაქციაში შედის და ტესტი ფერს იცვლის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტესტი მაშინაც იცვლის ფერს, როდესაც მასში ანტისხეულები ნადგურდება, ეს კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატმა შნედლიცმა ტესტი არასწორად ჩაატარა და კოკა-კოლის ნიმუში პირდაპირ ტესტზე მოათავსა: კოკა-კოლას მჟავა-ტუტოვანმა მდგომარეობამ, რომელიც მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, გამოიწვია ტესტის ანტისხეულებზე რეაგირება, შესაბამისად ფერის ცვლილება და დადებითი შედეგის ჩვენება.

გერმანული გამოცემა Welt კომენტარისთვის სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიას Dialab-ს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ექსპერიმენტის შემთხვევაში, ფეხმძიმობის ტესტიც კი დადებით პასუხს აჩვენებდა. ისინი ავსტრიელ დეპუტატს ურჩევენ, რომ სანამ საჯაროდ მსგავს უხერხულ განცხადებებს გააკეთებს, უმჯობესია ცოტა ქიმიაში გაერკვეს.

ამასთანავე, მაკა ბერიძის პოსტში დაზუსტებული არ არის თუ რომელ ტესტებზეა საუბარი და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კოვიდ19-ის დიაგნოსიტირებისთვის ძირითადად PCR ტესტები გამოიყენება, აღნიშნულ ინფორმაციას მკითველი შეცდომაში ამ კუთხითაც შეყავს. მართალია სწრაფი ტესტები, რომლის პასუხსაც 15-30 წუთი სჭირდება, კოვიდ ინფექციის დასადგენად მუშაობს, თუმცა PCR ტესტები მეტი სიზუსტით გამოირჩევა, ამიტომაც შედეგის დასაზუსტებლად ექიმმა შესაძლოა სწრაფი ტესტის შემდეგ მოლეკულური ტესტის ჩატარების რეკომენდაცია გასცეს.


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist