გავრცელებული კადრები კიევ-პეჩერის ლავრას არ ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

კიევ-პეჩერის ლავრა
125
VIEWS

22 აპრილს ფეისბუკზე გავრცელედა ვიდეო, რომელშიც დაბომბილი ტაძრის შიდა სივრცე ჩანს. აღწერის მიხედვით, ეს ტაძარი კიევ-პეჩერის ლავრაა.

კიევ-პეჩერის ლავრა

ტაძარი, რომელიც გავრცელებულ კადრში ჩანს, კიევ-პეჩერის ლავრა არ არის. ვიდეოში ზაპორიჟიას საკათედრო ტაძარია, რომელიც 2025 წლის იანვარში, რუსეთის დაბომბვის შედეგად, დაზიანდა.

დაზიანებული ტაძარი, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, კიევ-პეჩერის ლავრა არ არის. რეალურად, კადრში  წმინდა ანდრიას სახელობის ზაპორიჟიას საკათედრო ტაძარია, რომელიც რუსეთის მიერ ზაპორიჟიაზე თავდასხმის დროს, 2025 წლის 18 იანვარს დაზიანდა. აღნიშნული ტაძარი მოსკოვის საპატრიარქოს არის დაქვემდებარებული. ფაქტის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიაში გავრცელდა. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს, რომ შიდა სივრცის ჭერია დაზიანებული. ზუსტად იდენტური სურათია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშიც

კიევ-პეჩერის ლავრა
წყარო: РИА Мелитополь

 კიევ-პეჩერის ლავრა

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს Fa Ntina და მის სხვა ანგარიშებს (La ZI and ფანტინა ფანტინა)

დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ  გაუვრცელებიათ. 


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist