ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ “იმედის” ყალბი საინფორმაციო ბარათი ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ხვიჩა კვარაცხელია
145
VIEWS

14 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდმა “Out of context Erovnuli Liga” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო ბარათი გაავრცელა. ბარათზე ვკითხულობთ წარწერას: “ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტატუ, “21:47” სადაც შვიდიანი ძალიან ჰგავს ერთიანს”. იგივე საინფორმაციო ბარათი მოგვიანებით ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. (1;2). 

ხვიჩა კვარაცხელიას

ტელეკომპანია იმედის სახელით ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაყალბებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება. რეალურად, იმედს მსგავსი პოსტი არ გამოუქვეყნებია.  

საინფორმაციო ბარათის პირველწყარო ფეისბუქ-გვერდი, “Out of context Erovnuli LIga” არის, რომელიც სპორტის შესახებ პოსტებს, მათ შორის, სატირულს, სისტემატურად აქვეყნებს. თუმცა, კვარაცხელიას შესახებ გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებსა და გაზიარებებში ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების უმეტესობას “იმედის” ქარდი რეალური ჰგონია. ნაწილმა ის ჩამოტვირთა და საკუთარ გვერდზე გაავრცელა, როგორც რეალური.  

რეალურად, “იმედის” სახელით გაყალბებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება. ტელეკომპანიას ასეთი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. სპორტსმენის შესახებ იძებნება 14 აგვისტოს გაზიარებული საინფორმაციო ბარათი, რომელზეც ვკითხულობთ, რომ კვარაცხელია სუპერთასის გამარკვებული გახდა.  

იმას, რომ საინფორმაციო ბარათი გაყალბებულია, ადასტურებს მისი ვიზუალიც, რომელიც “იმედის” მიერ გავრცელებული ბარათებისგან განსხვავდება. “იმედი” გამოქვეყნებულ პოსტებს მარცხენა ზედა კუთხეში თან ურთავს ლოგოს. გარდა ამისა, განსხვავებულია ტექსტის შრიფტი, წარწერის გამოსაყოფად ჩასმული ყვითელი ხაზის დიზაინი და ტექსტის ფონის ფერი. 

ხვიჩა კვარაცხელია
მარცხნივ: გავრცელებული ფოტოფაბრიკაცია; მარჯვნივ: “იმედის” საინფორმაციო ბარათი

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სპორტი
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist