მცდარია, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას არ სცმია მაისური ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ხვიჩა კვარაცხელია
2.7k
VIEWS

26-27 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო (1, 2.), რომელშიც აღნიშნულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 17 მაისს გამართული თამაშის დროს, მაისურზე ლგბტქ+ თემის მხარდასაჭერად გამოსახული არ ჰქონია ე.წ. ცისარტყელას დროშა. ამის დასტურად ვიდეოში ჩანს მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელშიც ქართველ ფეხბურთელს მისი მცირეწლოვანი შვილი ხელში ჰყავს აყვანილი და მის მაისურზე ლგბტქ+ ფერები ან სლოგანი არ შეიმჩნევა. ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას მიმართ დეზინფორმაცია გავრცელდა და მისი აზრით მსგავსი სიცრუისთვის ხალხი 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმით უნდა ისჯებოდეს.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს სხვა ინტერნეტ მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ და ნაწილი ამტკიცებდა, რომ კვარაცხელიას ლგბტქ+ მხარდამჭერი მაისური მართლაც არ სცმია.

ხვიჩა კვარაცხელია

ვიდეოში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მცდარი ინფორმაცია ფოტომანიპულაციასთან ერთად ვრცელდება. რეალურად, ქართველი ფეხბურთელის მაისურზე თამაშის მიმდინარეობისას შესამჩნევი იყო ლიგა 1-ის გერბზე დატანილი ლგბტქ+ დროშა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ მან, ისევე როგორც პსჟ-ს ყველა ფეხბურთელმა ჩემპიონობის აღსანიშნავად მაისური გამოიცვალა. 

17 მაისი ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, საფრანგეთშიც ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის დღედ აღინიშნება. სწორედ ამიტომ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისა და ლიგა 1-ის მესვეურების გადაწყვეტილებით, ამ დღისთვის ყველა გუნდმა დაამზადა სპეციალური მაისური, რომლის მარჯვენა მხარზეც ლგბტქ+ თემის მხარდასაჭერად დროშა და სლოგანია გამოსახული. ამ კამპანიაში მონაწილეობა სავალდებულოა და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა ფეხბურთელმა მიიღო მასში მონაწილეობა, ხოლო ისინი ვინც უარი განაცხადა ასეთი მაისურების ჩაცმაზე, მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს და შესაძლოა გარკვეული ტიპის ჯარიმები დაეკისროთ. მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა პსჟ-ოსერის შეხვედრაში, რომელიც ამ დღეს გაიმართა და ორივე გუნდის ყველა ფეხბურთელმა სწორედ ეს სპეციალურად დამზადებული მაისურები ჩაიცვა, რაც თამაშის ჩანაწერებშიც ჩანს. მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ჩანაწერებით დასტურდება, რომ მისი მაისურის მარჯვენა მხარზე, ლიგა 1-ის ლოგოზე ლგბტქ+ დროშაც იყო დატანილი.

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წამის შემდეგ 

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია
კადრები მატჩის მიმოხილვიდან. წყარო: ლიგა 1-ის ოფიციალური Youtube გვერდი

აღსანიშნავია, რომ 17 მაისის მატჩი ლიგა 1-ის  2024-2025 სეზონის ბოლო თამაში იყო, რომლის დასრულების შემდეგაც პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელებს გადაეცათ ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი. მატჩის დასრულების შემდეგ, ოფიციალურ ცერემონიამდე კი ფეხბურთელებმა დაახლოებით 30-40 წუთი გასახდელში გაატარეს, რა დროსაც მათ მაისურებიც გამოიცვალეს. შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები ფოტო ავთენტიკურია და ჩემპიონობის აღნიშვნის დროს კვარაცხელიას მაისურზე ლგბტქ+ დროშა აღარ შეიმჩნეოდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაშის მიმდინარეობისას მას ლგბტქ+ მხარდასაჭერად შეკერილი მაისური ნამდვილად ეცვა.

ხვიჩა კვარაცხელია
უსმან დემბელე, გონსალო რამოში და დეზირე დუე გამოცვლილი მაისურებით 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა, სპორტი
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist